ეჰ, რას გაიგებ.
თავიდან საერთაშორისო სამართლის სპეციალისტად ყოფნა მინდოდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, გაეროში ან ევროსაბჭოში, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, როგორ ვიცავდი ჩემს ქვეყანას და ხალხის უფლებებს. თუმცა მალევე რეალობამ გამომაფხიზლა, არ ვიყავი გავლენიანი ოჯახიდან, ნიუ იორკი და ბრიუსელი კი ძალიან შორს იყო. მერე, აბიტურიენტობისას, დიპლომატობა მომინდა. ჩავაბარე ერთ ,,ძერსკ" უნიში, რომელშიც საერთაშორისო ურთიერთობებეზე მეტად, აღმოსავლურ ენებს ასწავლიდნენ. სანამ პირველი სემესტრი დასრულდებოდა, წარმოვიდგინე, როგორ გადავცხოვრდებოდი აზიურ ან არაბულ ქვეყანაში და ახლო თუ შორეულ აღმოსავლეთში მუშაობა-ცხოვრების პერსპექტივამ აღარ მიმიზიდა.
მერე თსუ-ს სოც-პოლზე გადავწყვიტე ჩაბარება. თუმცა, დიპლომატობისთვის, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. დაკვირვების, ფიქრის და წერის ადამიანი ვარ. ჰოდა, შესაბამისი პროფესია ავირჩიე. მეორადად საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტოლოგიის საგნები კი გავიარე. მახსოვს, ჩემს ერთ ლექტორს გული სწყდებოდა, შენნაირი პოლიტოლოგები რომ გვყავდეს, კარგი იქნება, იქნებ პოლიტიკის მეცნიერებებზე დარჩეო. კარგი დრო კი იყო. თითქმის ყველაფერი მაინტერესებდა, მაგრამ არ ვიცოდი რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში. საბოლოოდ, ეგეთი პროფესია კი ავირჩიე
თუმცა სამსახურის პოვნა ძალიან რთული იყო და ახლაც არის. არ მყავდა გავლენიანი ნაცნობები და არც რომელიმე მთავრობის მეხოტბე ვიყავი. ამიტომ ჩემი ტვინით, უნეპოტიზმოდ, მოვხვდი მარკეტინგში, თანაც უკრაინელებთან, რადგან ქართველი კომპანიები არ მენდნენ

ეს მარკეტინგი ძალიან კარგად კი გამომდიოდა, მაგრამ საოცრად მოსაწყენია, იმასთან შედარებით რასაც უნდა ვაკეთებდე ჩემი პროფესიით. ზოგჯერ მომენატრება ხოლმე მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, ჩემდაუნებურად, შოპინგისას, რაღაც ტენდენციებს დღემდე ვაანალიზებ. ვფიქრობ ხოლმე, აშშ-ში ემიგრანტად თუ წავედი, ისევ მარკეტინგში ვცდი ბედს. დიდი ფული კი იშოვება, განსაკუთრებით ამერიკულ ბაზარზე. თუმცა, ჩემი ,,პრობლემა" ისაა, რომ ფულის შოვნისთვის მუშაობა არასდროს მინდოდა, რაღაც მნიშვნელოვანი საქმის კეთების სურვილი მქონდა ყოველთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლოს. სავარაუდოდ, ბავშვობაში მსგავსი იდეების მქონე ბევრ ფილმს ვუყურე და სადღაც ცნობიერში ისე ღრმად გამიჯდა, რომ საქმოსნობა და ფულის კეთება ჩემთვის მიუღებელ ღირებულებად მიმაჩნია.
ამიტომ 2020-მდე ყოვლად უაზრო და შეუფერებელ სამსახურებში ვმუშაობდი, მხოლოდ თვითგადარჩენის მიზნით, მიზერული საარსებო წყარო რომ მეშოვა. რომ ვფიქრობ, რა ჯანდაბა მინდოდა იქ, გახსენებაც კი არ მინდა. კოვიდის დროს, კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რისი კეთება მინდა ცხოვრებაში და რეალისტური მიზნები დავსახე.
2022-დან როგორც იქნა დავიწყე იმ სფეროში გადაბარგება, რომელიც მაინტერესებდა. ალბათ, 2023 ყველაზე კარგი წელი იყო, კარიერულად. წინა წლის დასაწყისშიც, ბედნიერი ვიყავი. ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და მაინტერესებს. თუმცა მალევე რუსეთის გუბერნიაში გავიღვიძეთ მთელმა ქვეყანამ და ყველაფერმა აზრი დაკარგა.
სხვა რეალობაში, ავტორიტარიზმში რომ არ ვცხოვრობდეთ, თვითგადარჩენაზე ფიქრი რომ არ მიწევდეს, ვთარგმნიდი სამეცნიერო ლიტერატურას, დავწერდი წიგნებს და კონფერენციებში მონაწილეობით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო, როგორც ჩემი უცხოელი კოლეგები აკეთებენ. ამ განათლების დეფორმით, ცოტა ხანში, საერთოდ, დედა მოეხნება ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეს. აღარც არასამთავრობო და აღარც საგანმანათლებლო სივრცე დარჩება.
ჰოდა, იქნებ დროა ბავშვობის ჰობი გავიხსენო და ჭრა-კერვას მივყო ხელი?

ხელნაკეთ ნივთებს გავაკეთებ და გავყიდი. ,,10 წელი ამისთვის ვსწავლობდი?"- კითხვა კი შემაწუხებს ხოლმე, მაგრამ ადამიანები ხომ ყველაფერს ვეგუებით ბოლოს
გამოცდილების გაზიარების ნაცვლად, ინტროსპექციის საღამო კი გამომივიდა. სორი ავტორთან.