Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ვისთან იმეგობრებდი?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chipmunck*
Crazy Member
ჯგუფი: Members
chipmunck*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2810
წევრი No.: 246617
რეგისტრ.: 12-November 18
#62450128
· 27 Jan 2026, 12:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უკვე მზად ვარ მყავდეს ახალი მეგობრები, ბოლო გაანალიზება იყო და მართლა არ მოველოდი, ერთ ადამიანთან დიდი ხნის წინ უნდა დამესვა წერტილი როცა ამის დრო იყო, სხეულის ენას არ მოვუსმინე, თან მაშინ ისე ცუდი პერიოდი მქონდა, მენტალურად ვიყავი ცუდად. როცა დისტანცია დაციჭირე მაშინ ყველაფერი ნათლად დავინახე, შეიძლება ადამიანს შეეშალოს, ყველას გვეშლება, მათ შორის მეც, არც პატიება მიჭირს და არც ბოდიშის მოხდა მაგრამ ეს სხვა სიტუაციაა, ადამიანს რომ უხსნი რაღაც გწყინს და არ გსიამოვნებს და ასე არ მოგმართოს და გპასუხობს: შენს გამო თავს ვერ შევიზღუდავ და სიტყვების რჩევას ვერ დავიწყებო. თან ისეთ სიტუაციაში მისი სამეგობროდან ვითომ ხუმრობით რომ გაბულინგებენ. ასეთ ადამიანს მეგობარი აღარ ჰქვია
რატომ მაშინვე არ დავამხე თავზე როცა ამის საშუალება მქონდა? ძალიან ვნანობ და ახლა თითქმის იშვიათად მაქვს მიმოწერა და ისიც გული არ მიმდის და საერთოდ მოშორება მინდა ამ ადამიანის!
მიქაელ
ცხოვრების წესით ვნების შენარჩუნებაში რას გულისხმობ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#62450172
· 27 Jan 2026, 13:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
chipmunck*
ცხოვრების წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სურვილები უჩნდება ადამიანს და რამდენად ძლიერია ეს სურვილები.
ფიზიკურ დონეზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მენტალურ დონეზე: ჯანსაღი აზროვნების ალგორითმები (ე.წ. "პატერნები", ახლა როგორც იტყვიან).
როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ და ერთად მოძრაობენ სიჯანსაღისკენ, ვნებაც არ ქრება. ფიზიკურ და მენტალურ დონეზეც ადამიანებში აქტიურობის მოთხოვნილება არ ცხრება. ცალკე აღებული ადამიანი, რომელსაც პარტნიორი არ ჰყავს და ამავე დროს სიჯანსაღეს ირჩევს ფიზიკურ და მენტალურ დონეზე, ისიც ასეთი აქტიურია და ცხოვრების ვნება აქვს, უბრალოდ სხვა სფეროებში უშვებს ამას და არა სასიყვარულო ურთიერთობებში. წყვილის შემთხვევაში ამ ჯანსაღი იმპულსების გაცვლა ხდება ვნების დონეზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62450225
· 27 Jan 2026, 14:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
QUOTE
მე ვიხსენებ და არიან ჩემს გარშემო, წლების განმავლობაში ვნებასაც რომ ინარჩუნებენ თავიანთი ცხოვრების წესის გამოც და ურთიერთობა მათ შორის უფრო ღრმავდება.
წყვილების უმეტესობას წარმოადგენენ? გარშემო რომ მიმიხედო, მეზობლებს გადაავლო თვალი, ნათესავებს, ნაცნობ-მეგობრებს, 10 ან 100 წყვილიდან რამდენი იქნება მასეთი?
საკუთარი სექს-პარტნიორებიდან, რომლების მიმართაც გქონია მიზიდულობა, რამდენის მიმართ მოგყვება ეს ლტოლვა იმავე ინტენსივობით და რამდენის მიმართ ჩაგიცხრა ან გაგიქრა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chipmunck*
Crazy Member
ჯგუფი: Members
chipmunck*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2810
წევრი No.: 246617
რეგისტრ.: 12-November 18
#62450245
· 27 Jan 2026, 14:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
ანუ საერთო ინტერესები, მისწრაფებები და მათი გაზიარება ერთმანეთში. კი ერთ-ერთი კომპონენტია, იმ სხვა მრავალთაგან. მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და დისციპლინაც კი მოსაბეზრებელია ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ რაიმე სიახლე არ შეიტანე, ან არ შეცვალე ან ნაწილობრივ არ ჩაანაცვლე. თუმცა აქაც ადამიანების ტიპაჟს გააჩნია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 15074
წევრი No.: 128408
რეგისტრ.: 7-March 11
#62450288
· 27 Jan 2026, 15:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვა, წონასწორობის ბალანსი და მზრუნველობაა პასუხი მაგ ყველაფერზე მეკობრებო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#62450298
· 27 Jan 2026, 15:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Genevieve
QUOTE
წყვილების უმეტესობას წარმოადგენენ? გარშემო რომ მიმიხედო, მეზობლებს გადაავლო თვალი, ნათესავებს, ნაცნობ-მეგობრებს, 10 ან 100 წყვილიდან რამდენი იქნება მასეთი?
საკუთარი სექს-პარტნიორებიდან, რომლების მიმართაც გქონია მიზიდულობა, რამდენის მიმართ მოგყვება ეს ლტოლვა იმავე ინტენსივობით და რამდენის მიმართ ჩაგიცხრა ან გაგიქრა?
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობას წარმოადგენენ თუ არა. ეგეთები უბრალოდ რომ არსებობენ, უკვე ეგ არის ფაქტი და გასათვალისწინებელი გარემოება. რომ არსებობენ ეგეთები. მასობრივი ტენდენცია არის თუ არა, ეგ მეორე და მესამე ხარისხის არის.
ჩემი სექს-პარტნიორებიდან, ვის მიმართაც რაღაც ლტოლვები მქონდა ან გამყოლია რაღაც პერიოდი, ყველაფერი ჩავლილია. დღეს აღარც ვიხსენებ. არ ყოფილა მნიშვნელოვანი და დარჩა წარსულში. დღევანდელი მდგომარეობით აღარაფერი მომყვება, ჩაცხრა და გაქვავდა ეგ თემა.
chipmunck*
QUOTE
ანუ საერთო ინტერესები, მისწრაფებები და მათი გაზიარება ერთმანეთში. კი ერთ-ერთი კომპონენტია, იმ სხვა მრავალთაგან. მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და დისციპლინაც კი მოსაბეზრებელია ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ რაიმე სიახლე არ შეიტანე, ან არ შეცვალე ან ნაწილობრივ არ ჩაანაცვლე. თუმცა აქაც ადამიანების ტიპაჟს გააჩნია
საერთო ინტერესებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვა "ინტერესი" ვერც გამოხატავს ამას კარგად. უფრო პრიორიტეტები და ღირებულებებია მთავარი. სიყმაწვილეში რომ უფრო ფიზიკური ლტოლვით ან პონტის გამო უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს, მომწიფებულ ასაკში ხვდებიან, ღირებულებებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ერთმანეთის ნდომაც უძლიერდებათ, როცა ერთ ფასეულობით ნაკადში არიან. რა თქმა უნდა ამ დროს ერთმანეთსაც უფრო კარგად ავითარებენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62450349
· 27 Jan 2026, 16:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
QUOTE
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობას წარმოადგენენ თუ არა. ეგეთები უბრალოდ რომ არსებობენ, უკვე ეგ არის ფაქტი და გასათვალისწინებელი გარემოება. რომ არსებობენ ეგეთები. მასობრივი ტენდენცია არის თუ არა, ეგ მეორე და მესამე ხარისხის არის.
ყველანაირი ადამიანი არსებობს გამონაკლისის სახით, მაგრამ მათი გამონაკლისობა ხომ წესს ადასტურებს.
მეგობრობას და შემდგარ, უვადო ურთერთობას სექსუალურ პარტნიორთან არ მგონია სხვადასხვა აქცენტი ჰქონდეთ. მგონია, რომ მათ საერთო ვექტორი და საერთო ბირთვი აქვთ, უბრალოდ პარტნიორულ ურთიერთობას აქვს დამატებითი აქცენტი ფიზიკური მიზიდულობის სახით.
ბირთვი ორსავე ურთიერთობაში მეგობრობა მგონია - ლტოლვა პიროვნების (და არა სხეულის) მიმართ.
არ მეთანხმები?
This post has been edited by
Genevieve
on 27 Jan 2026, 16:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
One•Second
Junior Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
One•Second
Junior Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27
წევრი No.: 277514
რეგისტრ.: 18-January 26
#62450377
· 27 Jan 2026, 16:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შევიძენდი /გამოვიწერდი :))) 1-2 ჭკვიან მეგობარს. სქესს არ აქვს მნიშვნელობა.
ჰუმანიტარი არ უნდა იყოს, ოღონდ.
ბიზნეს იდეებზე სასაუბროდ…
არაერთი მეგობარი დავკარგე, ცხოვრების გზაზე და სამაგიეროც შევიძინე.
არ ვიქნები თავმდაბალი და ვისაც ჩემთან მეგობრობის შენარჩუნება არ შეუძლია და არ უფრთხილდება ჩვენს ურთიერთობას, დებილია და დებილები ისედაც არ მჭირდება გარშემო :)))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chipmunck*
Crazy Member
ჯგუფი: Members
chipmunck*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2810
წევრი No.: 246617
რეგისტრ.: 12-November 18
#62450547
· 27 Jan 2026, 19:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
სრულიად გეთანხმები, ზოგჯერ იმდენი რამე მინდა ვთქვა ხოლმე და სიტყვები ისეთი მშრალი მეჩვენება, დავწერ და სიტყვებში ის არ ჩანს არასოდეს რისი თქმაც მინდა უფრო დაწვრილებით და უფრო მრავალფეროვნად, გონებაში რჩება :D
One•Second
საიდან იწერ მეც მასწავლე რაა :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#62450672
· 27 Jan 2026, 20:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Genevieve
QUOTE
ბირთვი ორსავე ურთიერთობაში მეგობრობა მგონია - ლტოლვა პიროვნების (და არა სხეულის) მიმართ.
არ მეთანხმები?
მეგობრობის ცნებას თუ გააფართოვებ, მაშინ ყველანაირ ურთიერთობაში ითქმის, რომ ადამიანი მეგობარია. მშობელი რომელიც მეგობარია, ცოლი რომელიც მეგობარია.
სხეულს რაც შეეხება, არის აქაც რაღაც ნიუანსები.
ერთის მხრივ შეიძლება მეგობართან სექსი არ გქონდეს, მაგრამ სუფთა ფიზიკურ, ცხოველურ და ზოგჯერ გაუცნობიერებელ დონეზეც კი გსიამოვნებდეს მასთან შეხება. ჩვევად გქონდეს მაინც და მაინც მასთან ჩახუტება. სუნსაც აქვს მნიშვნელობა. მე გააზრებულად ძალიან მგრძნობიარე ვარ სუნებზე და ახლობელი ადამიანების კანის ბუნებრივი სუნიც მსიამოვნებს. "მეგობრული" ღრმა კოცნაც მქონია ტუჩებში, თუმცა მეგობარს ვეძახდი და არ მქონია მასთან სექსი.
ჩემს ერთ მეგობარ გოგოსთან ერთად ერთ ლოგინშიც მეძინა, როცა ერთი დიდი საწოლი დაგვხვდა სადაც მოგვიწია ღამით დარჩენა. მსიამოვნებდა ის უნებლიედ სხეულის შეხებაც, თუმცა მასთან სექსუალური აქტის სურვილი არ მქონია. სუფთა და-ძმური ურთიერთობა გვქონდა.
მე პირადად ვუშვებ, რომ მეგობარ გოგოსთან მქონდეს კიდეც სექსი ერთი-ორჯერ ან რაღაც ღრმა ინტიმური გამოცდილება და მაინც მეგობარი იყოს და არა რასაც ჰქვია სექსუალური პარტნიორი. :) ის, რომ მასთან "წამიცდა" რაღაც და გვიცელქია ერთად და მერე შევეშვით ამას, ჩემს აღქმაში ეს მეგობრობას არ აკნინებს. :) მაინც და მაინც "და-ძმობის" შეფიცვა ხომ არ უნდა იყოს. ორმხრივი პატივისცემისა და თბილი გრძნობის საფუძველზე კაი ხოშიანი ურთიერთობა გოგო-ბიჭს შორის, ხანდახან ერთმანეთის გამოკვება მძაფრი სექსუალური იმპულსებით. :)
This post has been edited by
მიქაელ
on 27 Jan 2026, 20:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62450785
· 27 Jan 2026, 22:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
QUOTE
მაშინ ყველანაირ ურთიერთობაში ითქმის, რომ ადამიანი მეგობარია. მშობელი რომელიც მეგობარია, ცოლი რომელიც მეგობარია.
კი, ოღონდ თუ არის
ყველა მშობელსა და შვილს შორის არ იბმება მეგობრობის ძაფი, არც ყველა ცოლ-ქმარს თუ შეყვარებულს შორის
არც ყველა ,,მეგობარს" შორის
QUOTE
მეგობრობის ცნებას თუ გააფართოვებ
ზოგადად რას მოიაზრებ მეგობრობაში?
QUOTE
"მეგობრული" ღრმა კოცნაც მქონია ტუჩებში, თუმცა მეგობარს ვეძახდი და არ მქონია მასთან სექსი.
QUOTE
მე პირადად ვუშვებ, რომ მეგობარ გოგოსთან მქონდეს კიდეც სექსი ერთი-ორჯერ ან რაღაც ღრმა ინტიმური გამოცდილება და მაინც მეგობარი იყოს და არა რასაც ჰქვია სექსუალური პარტნიორი. ის, რომ მასთან "წამიცდა" რაღაც და გვიცელქია ერთად და მერე შევეშვით ამას, ჩემს აღქმაში ეს მეგობრობას არ აკნინებს. მაინც და მაინც "და-ძმობის" შეფიცვა ხომ არ უნდა იყოს. ორმხრივი პატივისცემისა და თბილი გრძნობის საფუძველზე კაი ხოშიანი ურთიერთობა გოგო-ბიჭს შორის, ხანდახან ერთმანეთის გამოკვება მძაფრი სექსუალური იმპულსებით.
მაშინ რას ეძახი სექსუალურ პარტნიორს?
ემოციების, შეგრძნებების და რაციონალურ დონეზე რა აქვთ საერთო და რა განასხვავებს მეგობარსა და სექსუალურ პარტნიორს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_Pagliacci_
l{aiser
ჯგუფი: Members
_Pagliacci_
l{aiser
ჯგუფი: Members
წერილები: 2922
წევრი No.: 255044
რეგისტრ.: 2-February 20
#62450972
· 28 Jan 2026, 05:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
QUOTE
მე პირადად ვუშვებ, რომ მეგობარ გოგოსთან მქონდეს კიდეც სექსი ერთი-ორჯერ ან რაღაც ღრმა ინტიმური გამოცდილება და მაინც მეგობარი იყოს და არა რასაც ჰქვია სექსუალური პარტნიორი. ის, რომ მასთან "წამიცდა" რაღაც და გვიცელქია ერთად და მერე შევეშვით ამას, ჩემს აღქმაში ეს მეგობრობას არ აკნინებს. მაინც და მაინც "და-ძმობის" შეფიცვა ხომ არ უნდა იყოს. ორმხრივი პატივისცემისა და თბილი გრძნობის საფუძველზე კაი ხოშიანი ურთიერთობა გოგო-ბიჭს შორის, ხანდახან ერთმანეთის გამოკვება მძაფრი სექსუალური იმპულსებით.
ვვარაუდობ, რომ მსგავსი გამოცდილება არ გქონიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეცოდინებოდათ, რომ რეალობაში ასე არ ხდება და მას შემდეგ, რაც ორ ადამიანს შორის კოიტუსი შედგება, ამის შემდეგ ყოველთვის იცვლება რაღაც. Sex with benefits არ მუშაობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#62451035
· 28 Jan 2026, 11:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Genevieve
QUOTE
ზოგადად რას მოიაზრებ მეგობრობაში?
ძალიან ზოგადი შეკითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ წერა არ მეზარება, ამდენი ზოგადი ფორმულირება უბრალოდ არაფრის მომცემია. მეტი კონკრეტიკა ჯობია ყოველთვის.
QUOTE
მაშინ რას ეძახი სექსუალურ პარტნიორს?
ემოციების, შეგრძნებების და რაციონალურ დონეზე რა აქვთ საერთო და რა განასხვავებს მეგობარსა და სექსუალურ პარტნიორს?
სექსუალური პარტნიორი არის 1) ზედაპირული - ვისთანაც სექსუალური კონტაქტი მაქვს/მქონია, მაგრამ იმის იქით მასთან არ მნდომებია რამე სერიოზული, 2) სტაბილური სექსუალური პარტნიორი - რომელიც მიყვარს, ძლიერ მინდა და ძლიერ ვუნდივარ, და სავარაუდოდ ქორწინებისკენაც წავა საქმე ასეთ ადამიანთან.
ეს ორი რამ მეგობართან არ მაქვს - არც ზედაპირულად ვუყურებ მეგობარს და არც სექსუალური ლტოლვაა
ურთიერთობის მოტივი
. ან მქონია მასთან რამე და აღარ მინდა/გვინდა, უბრალოდ მეგობრობაა პრიორიტეტული.
_Pagliacci_
QUOTE
ვვარაუდობ, რომ მსგავსი გამოცდილება არ გქონიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეცოდინებოდათ, რომ რეალობაში ასე არ ხდება და მას შემდეგ, რაც ორ ადამიანს შორის კოიტუსი შედგება, ამის შემდეგ ყოველთვის იცვლება რაღაც. Sex with benefits არ მუშაობს.
კოცნა და სხეულზე ხელით შეხებები (ჩაყოფები) იყო. მაგრამ არ გაგვჩენია სურვილი, რომ გაგვეღრმავებინა რამე. ჩვეულებრივი კარგი და თბილი ურთიერთობა გვქონდა და დავხმარებივართ ერთმანეთს ცხოვრებაში, დღეს აღარ გვაქვს შეხება (ოღონდ ამის გამო არა), უბრალოდ ცხოვრებისეული ინტერესებით ძალიან გავიყავით.
რაღაც რომ იცვლება ასეთ დროს, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ამაზე დამოკიდებული ვარ ან სხვა რეჟიმში ვერ გადავიყვანთ ურთიერთობას. რაღაც აღარ გვინდა და მორჩა, მაგრამ არც ურთიერთობის გაწყვეტის სურვილი გვაქვს ამ დროს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
Genevieve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 275934
რეგისტრ.: 3-May 25
#62451127
· 28 Jan 2026, 13:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
QUOTE
QUOTE
ზოგადად რას მოიაზრებ მეგობრობაში?
ძალიან ზოგადი შეკითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ წერა არ მეზარება, ამდენი ზოგადი ფორმულირება უბრალოდ არაფრის მომცემია. მეტი კონკრეტიკა ჯობია ყოველთვის.
იმისთვის, რომ შენი თვალით შევძლო სამყაროს დანახვა, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
თან მგონია, რომ არც შენ გაწყენდა ამ თემაზე დაფიქრება,
რას მოიაზრებ მეგობრობაში
QUOTE
2) სტაბილური სექსუალური პარტნიორი - რომელიც მიყვარს, ძლიერ მინდა და ძლიერ ვუნდივარ, და სავარაუდოდ ქორწინებისკენაც წავა საქმე ასეთ ადამიანთან.
ჩემს კითხვაში ამას ვგულისხმობდი, ან თუნდაც უკვე დაქორწინებულ წყვილს
QUOTE
სექსუალური ლტოლვაა ურთიერთობის მოტივი
სტაბილურ სექსუალური პარტნიორთან ურთიერთობის მოტივი სექსუალური ლტოლვაა?
QUOTE
ზედაპირული - ვისთანაც სექსუალური კონტაქტი მაქვს/მქონია, მაგრამ იმის იქით მასთან არ მნდომებია რამე სერიოზული,
ერთჯერად გადაკვეთებს გულისხმობ თუ ხანგრძლივ ურთიერთობებსაც?
მათთან ურთიერთობის მოტივი არის ხოლმე სექსუალური ლტოლვა?
თუ რა მოტივი გაქვს?
QUOTE
რომელიც მიყვარს, ძლიერ მინდა და ძლიერ ვუნდივარ
ნდომაში გასაგებია, რომ სექსუალურ ლტოლვას გულისხმობ.
რას გულისხმობ სიყვარულში?
This post has been edited by
Genevieve
on 28 Jan 2026, 14:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 15074
წევრი No.: 128408
რეგისტრ.: 7-March 11
#62451171
· 28 Jan 2026, 14:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სტაბილურ სექსუალური პარტნიორთან ურთიერთობის მოტივი სექსუალური ლტოლვაა?
რიგ შემთხვევებში კი, უფრო სწორად ძირითად შემთხვევებში
სხვა შემთხვევაში რომელიც ერთეულია სწორი პასუხი გაგცა მიქაელმა
chipmunck*
QUOTE
შენს გამო თავს ვერ შევიზღუდავ და სიტყვების რჩევას ვერ დავიწყებო. თან ისეთ სიტუაციაში მისი სამეგობროდან ვითომ ხუმრობით რომ გაბულინგებენ. ასეთ ადამიანს მეგობარი აღარ ჰქვია
ალბათ ასაკით ხარ პატარა ან ძალიან მიამიტი ჩიმპუნკცი
ასეთი ტიპის ადამიანს მეგობრად არ თვლიან ხოლმე ზოგადად
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(8)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0315 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.