გუშინ, სამშაბათ დღეს.. 6 მაისს, გიორგობის დღეს - საღამოს ცხრის ნახევარზე გაიმართა შინის კონცერტი საფრანგეთში, ქალაქ სან ნაზერში.
ისეთი მაგარი იყო, სიტყვები არ მყოფნის.. ლამის სცენაზე ავხტი ყველა სათითაოდ ჩავკოცნე.. (მაგრამ მოგვიანებით მოვახერხე ეს) ძალიან მაგრად ვისიამოვნე. ლამის ვიტირე.. ბოლოს გამოვიდნენ, სურათები გადავიღეთ.. დისკი ვიყიდე და, ყველამ მომიწერა ხელი.. ფოტოებს დავდებ..
-
რომ არ მოველოდი და.. ყველაზე ძალიან, რომ გამიხარდა, ხალხის დანახვა იყო.. სავსე იყო დარბაზი.. და რომ მორჩა კონცერტი, ფეხზე ადგა ხალხი, ტაშს ვუკრავდით და.. არ გავჩერდით და გამოვიდნენ ისევ იმღერეს

ხო მორჩნენ.. გავიდნენ.. კიდევ არ გაჩერდა ტაში და კიდევ მოვიდნენ.. და იმღერეს "ლალები".. აი მაგ დროს უკვე მინდოდა ახტომა სცენაზე..
-
ეგარი იყო.. ერთი სიტყვით ძალიან ვისიამოვნე.. ძალიან გამიხარდა..
-
თვალებიდან არ ამომდის, დილით, რომ გავიღვიძე ისევ იქ მეგონა თავი..
-
ყველაზე მაგარი რა იყო იცით?

დარბაზი იყო გატენილი.. ტევა არ იყო.. და იმდენ ტაში-ტუშებში ჩემი ქართული ყვირილი არ ისმოდა.. შუა მუსიკაზე ხო არ დავიწყებდი ყვირილს და.. ასეთი სიმღერა აქვს ერთი, სიტყვებია: "მაი მასე კი კაია მარა" ამას ამბობენ და.. ბოლოს სიმღერის ბოლოს თქვა მარტო "მარა.." და დავძახე "მაი მასე კი კაია" თქო და.. გაეცინა
-
და მეორე მომენტში რაღაცაზე დაიწყო ლაპარაკი და.. მგონი ამ დარბაზში ქართველები არ არიანო ბევრი და
- "აქა ვართ" მეთქი დავიძახე..
- "აბა სადაო?" - "აქ მეთქი" და..
- "ჰოო, მანდ იყავითო"
ჩემი კოორდინატები ჩაიწერეს და.. თუ კიდევ მოვხვდით აქეთ მხარეს, აუცილებლად შემოგივლითო.. მასეთი ხალხი, რომ სახლში მომივიდეს, რა ვიცი რას ვიზავ..
txlasho