აქ ეხლა ფლეიმი წავა, როგორც ვატყობ

შეიძლება მეც, არარეპავიკმა, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა?
მე არ მევასება რეპი დიდად. ნუ, რამოდენიმე უცხოელი მომისმენია და პატივს ვცემ, როგორც ძალიან ნიჭიერ მუსიკოსებს და სულ მკიდია, ვიზე, ან რაზე მღერიან, თუმცა მე ამ მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ. უბრალოდ, არის ტერმინი "მუსიკალურობა" და მთავარი ნებისმიერ სტილში, ჩემი აზრით, ეგაა. უცხოელი გრანდებიდანაც Dr.Dre, Eminem, Puff Daddy, Will Smith, Cupress Hill-ს მრთლაც აქვთ დიდი მუსიკალური ნიჭი, გემოვნება და იმიტომაც არიან (იყვნენ) ლიდერებში, თანაც, იქ, დასავლეთში, უზარმაზარი შოუბიზნეს-მანქანა მუშაობს პროპაგანდასა და რეკლამაზე, ესეც თავის შედეგს იძლევა. მოწონება-არ მოწონება სუბიექტურია, მაგრამ საბოლოოდ, რეალურად რომ ავიღოთ, თუნდაც ჩამოთვლილ მუსიკოსებს რეპის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვით.
რაც შეეხება საქართველოს. აქ შოუბიზნესი საერთოდ არ არის (არავინ დამიწყოს ახლა საპირისპიროს მტკიცება!). ანუ, უკეთეს შემთხვევაში, რჩება მუსიკა. 10-11 წლის წინ, როცა ექსცესზე დავიწყე მუშაობა, ჩვენ სტუდიაში უამრავი რეპ-ჯგუფები ირეოდნენ (მათ შორის კაბუ, ძვალი, რომელიც იმ დროს ჯგუფ "შხეფ"-ში რეპავდა, და კიდევ სხვა უამრავი, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარავის ახსოვს. ის კი არა, მეც ვეღარ გავიხსენებ ნახევარს

) როცა პირველი ვეშის ტექსტი (ეს იყო "შაბაშის ღამე") მოიტანა ექსცესმა ჩასაწერად და შემთხვევით, არანჟიროვშიკის ოთახში წავიკითხე, მაშინვე ვთქვი, რომ თუ ეს ჯგუფი ალბომს გააკეთებდა, მისი დიზაინი მე უნდა გამეკეთებინა

ჩავწერეთ პირველი სიმღერა და პირველივე სესიაზე განსაკუთრებულად "სხვანაირად" მუშაობდნენ. სწორად გამიგეთ: არ აქვს მნიშვნელობა, რა ტექსტია ან რა თემატიკა. მთავარია "მუსიკალურობა" იყოს, ხაიათი უნდა გამოიხატოს. შესრულება არაა მარტო ის, რომ რიტმულად წაიკითხო გალექსილი ფრაზები. ბიჭები არტისტულ ნიუანსებს აძლევდნენ დიდ მნიშვნელობას, ხასიათს, ატმოსფეროს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჩაწერაზე მიკროფონთან ძალიან ღელავდნენ, მოახერხეს იდეის გადმოტანა. ერთად კარგად გამოგვივიდა მუშაობა და შედეგად, ორი ალბომი ჩავწერეთ. ყველაზე დასაფასებელი, რაც მათში ძველ ჩანაწერებში მე ძალიან მომწონს, ისაა, რომ ტექსტი ხშირ შემთხვევაში არაა გარითმული, ისე, როგორც ამას ქართველი რეპერების უმეტესობა აკეთებს. აქ ძირითადად, დაწერენ ლექსს და გონიათ, რომ ესაა რეპი. რეპი სულაც არ უნდა იყოს რითმული! რეპის მთავარი ფიშკა რიტმული ჩეხვა, სინკოპირება და აქცენტებია, რაც მე ქართველ რეპერებში მაპატიეთ, მაგრამ არ მომისმენია, ხასიათსა და ემოციას სულ რომ თავი დავანებოთ. "მუსიკალურობა" ექსცესთან მარტო მელოდიაში არ გამოიხატება. რთული რიტმული სინკოპირებით მას დღესაც კი, 10 წლის შემდეგ, საქართველოში ვერავინ შეედრება და ბევრ უცხოელსაც კი ექნება რამე ჭკუის სასწავლებელი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნიჭთან ერთად იმ მუსიკალური "ბექგრაუნდის" დიდი დამსახურებაცაა, რაც ტყუპებს აქვთ. მოგწონს-არ მოგწონს ეგ სუბიექტურია. ობიექტურად კი, ქართულ რეპში ექსცესი ყველაზე "მუსიკალური", პროფესიული და დახვეწილი ჯგუფია.
რაც შეეხება ექსცესის ტექსტებს, ეს სულ სხვა თემაა. ბევრს გონია, რომ ეშმაკებზე მღერიანო და ატასი უბედურება კიდე... სინამდვილეში, ტექსტებში მოყოლილი ამბები თითქმის ყველა რეალურ ისტორიაზეა დამყარებული, გარკვეული ალეგორიებით. "მევალე", მართლა არსებობდა. მართლა იყო "ბნელი ქოხიც"... თემატიკაში მათი წარსული, რეალობა და გარემოს აღქმა იყო გაერთიანებული. და მართლა ღამის 3 საათზე, სოფლის მიტოვებულ სასაფლაოზე, ჩირაღდნების შუქზე, სიმარტოვეში დაიწერა "საფლავები".
კიდევ ერთს დავამატებ. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მათ მორიგ ალბომზე, მაგრამ საქართველოში არ არსებობს სხვა რეპ-ჯგუფი ან შემსრულებელი, რომელთან მუშაობის ოდნავი სურვილი მაინც მექნება.