ValenciaCF
ვალენსიელი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4097
წევრი No.: 107115
რეგისტრ.: 10-December 09
|
#31345642 · 25 May 2012, 15:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ გამომყვე ჯოჯოხეთში დღე და ღამე ერთად აირია ერთხელ, მზე, მთვარე, მიწა და წყალი არსებობდა ბევრჯერ, მე კი ერთხელ დავიბადე და არ მინდა მეტი, და მე მოვჭამე ჩემი წლები და ცად მელის ღმერთი რათა დამსაჯოს და დამტანჯოს, ვითომ ის არ მეყოფა, სიცოცხლეში ჩემი თავი ცოდვის მონა მეგონა, მას ეგონა ცხოვრებაში არ მესმოდა ძმის, არადა როგორ გესმოდა გაკვეთილი ღვთის! მხოლოდ ერთი არ მესმოდა არც მინდოდა გამეგო, ვინც მანახა, ღირსი იყო დიდ დანაზე ამეგო და რა გამეგო თურმე უცოდველთა ხოცვა, სველ ბალახზე მსხვერპლთა ცოცვა დიდ ღმერთზე ლოცვა. მის: არ ვიწამე, ეხლა მივხვდი, ცოდვის მონა ვარ, არ გავჩერდი, როცა მითხრეს, რა მოელის ავს, არ გამომყვეთ ჯოჯოხეთში, არც გაუშვათ სხვა, არ ვიწამე, არ გავჩერდი, არ მივბაძე სხვას. ამაღებინეს მე ხელი თავზე, ცრემლი შემაშრა თვალზე, დამაყენეს ჯოჯოხეთის კვალზე, და ჩემს კარზე დააწერეს - გადაგიხდით ფულს, არაუშავს, მხოლოდ ერთხელ აიჩქარებ გულს. მივხვდი, რაღაც საქმე იყო, გავუყევი გზას. დიდ სახლს მივადექი, ვეძებ მსხვერპლის კვალს. დავინახე ბნელ ოთახში ვიღაც უზის ბუხარს, ძაან ნელა გავუყევი იმ სახლისკენ ქუჩას. ჩუმად ზურგს უკან დავუდექი, დავაკვირდი გონით, ბოდვით დავიბღავლე -ის არის! მოვუქნიე ღონით, ნელი ტონით. დავიძახე -აი, შენზე ფული, მე ძირს დამივარდა ცული, ამერია გული. ფული ჩავიდე და მიწიდან ჩემი ცული ავიღე აქეთ-იქით ვიყურები, ვფიქრობ როგორ გავიდე. მე გავიგე ვიღაც ყვირის - რაღაცა აქვს ხელში! შემეშინდა, გავიქეცი ბნელში, დავიმალე ხევში. მის... დავიძახე: -კუბო მომე, მივხვდი უკვე მოკვდა, ღამე მორჩა და ღამესთან სიცოცხლეც, მე კი იცოცხლე, მივხვდი, ვინ მოვკალი სახლში, თავზე დამატეხა ამოცანა, დააწერა სადმე კარზე, ელოდებოდა ბნელ ღამეს, იცოდა, რომ მივიდოდი, კარზე მისი ხელნაწერი ყოფილიყო. იდიოტი! რად უნდოდა თვის სიკვდილში რომ გამრია მეც, რა სახელით, რა პასუხით მივაკითხო ღმერთს. და ოი, ოი, აი, აი, რას ერჩოდი სხვას. მასში წმინდა სული იყო, არ მისდევდა ავს. უაზრო მოაზროვნესთვის ადვილია ცხოვრება, მან იცის რომ მოკვდება, მაინც არ გასცა ქონება. ნაბოზართაა ცხოვრება. ასე დადგა დროება! ჰა, მე ჩემთვის, შენ კი შენთვის - ასე მითხრეს ღორებმა. მონებმა ჯოჯოხეთის მომატყუეს ცხოვრებაში, არადა მათ რას ვემდური, რწმენა არ მაქვს გონებაში. ცხოვრებაში კაცს რად უნდა მეტი, მხოლოდ სწამდეს ღმერთის, წმინდა იყოს, რომც არ ჰქონდეს ბედი რწმენა მქონდეს მთავარია, არ ###### ფულს?! არ ვიჩქარებ გულს და ჩუმად ვუგდებ ყურს. მის... * * * * * * * ჯოჯოხეთის კარიბჭე არ ვიცი რატომ მითხრა ეს ღმერთმა მითხრა: -"რატომ უსმენ ჯოჯოხეთზე ხმებს, ჰა?" გესმით ხმა, ჰა? გუშინ მე მინახულა ღმერთმა, ასე მითხრა რატომ გაქვს შენ გულში ბოღმა და სევდა, რატომ დაწანწალებ მარტო, ქუჩებში, ან რას აკეთებ ბნელ ქუჩებში ქურდებში?! მე ვუთხარი ღმერთო, შენ ერთადერთო, მოდი თავი დამანებე და ნუ ამირევ გონს და ვინც გთხოვს შველას, აი, მას მიეცი შვება, ნახე, კვდება, არ გადარჩება, რწმენა კი არ გაწყდება! ვხედავ ცხოვრება გრძელდება და რა ხდება- გავჩნდი, ვკვდები, ეს რას შვები და ჩემს დღეში ბევრია, არ ვიტყვი, რომ ეს ცხოვრება გრძელია შენსკენ გრძელი გზა ძნელია, გზაზე ბევრი გველია. დღეს რაც ხდება, მოგონებად გვრჩება და ყველაფერს გაავრცელებს ხვალ, ვინც ბოლოს დარჩება და გადარჩება ის, ვისაც სჯერა ღვთის და ჩემგან ბევრს ნუღარ ელით, ფერს შეხედეთ თმის. ძლივს დამანებეს თავი, აღარ მიკრთის ტანი, ამასობაში გავიდა ხანი და მთვრალი დავდივარ ვიტყუებ თავს, ნუ უყურებ სხვას, ეს ხომ შენ ხარ, ნუ მოიკლავ თავს. მის: ბევრთან ერთი შეკითხვა მაქვს მარტო, ჯოჯოხეთის კარიბჭე არის თუ არა ფართო, ჰა? ღმერთო, ერთი შეკითხვა მაქვს მარტო, ჯოჯოხეთის კარიბჭე რატომ არის ფართო? ჯოჯოხეთის კარიბჭე ბნელმა შეჰქმნა ღონით, არ არსებობს ექსცესი, გაავრცელეს ჭორით, ხოდა გონით, ეი, თქვენ, ნუ გვიგონებთ ჭორს! არა სთმობს ჭორს, ეს არ აძღობს და დაემგვანა ღორს. შვიდი დღე ხდება, რაც მიმატოვა ღმერთმა, მე არ ვნერვიულობ და ეს ცხადში ხდება_ის, რომ ჯოჯოხეთი წყდება და კარიბჭე ტყდება, მოგონება ჯოჯოხეთზე გონებაში გვრჩება და თან დღეს ჩვენ ყველას გეტყვით: ჩვენსკენ დაემალეთ ავს და სუყველამ უშველეთ თავს და თუ გინდათ აგცდეთ ცოდვა, დაიწყეთ ყველამ ლოცვა, ბევრს არ უნდა ვიცი, ლოცვა, დაიწყეს ხოცვა. როცა გასაჭირი მიადგათ მათ, სულიერად ყველა გახდა ავად და დღეს მათ აქვთ რატომღაც რწმენა, რატომღაც ჰგონიათ, რომ უწერიათ გადარჩენა. მე კი მგონია, ყოველივე ეს არის ცრუ ამას ვერ გაიგებს მხოლოდ ბრმა და ყრუ და ყოველთვის მაწუხებდა ეს აზრი მართალია, არსებობს ჯოჯოხეთის ჭიშკარი? მის... ჩვენ სულ ვართ მარტო და ასეც იქნება, ყოველთვის ერთად ყოფნა ხომ არასდროს იქნება, გიჟდება ავი სული, რატომ არის სიკეთე, ეშმაკის გასაძევებლად მე ჯვარი გავიკეთე და სიკეთე დათესა ღმერთმა, მან ერთადერთმა, მოწყალება ხომ მეც მივიღე ბერთა და ბევრთან სატანის სახელი გამივარდა ამ ამბის გაგონებაზე მე ჯვარი ძირს დამივარდა, ჩამივარდა კოვზი ნაცარში, მე მეგონა ეს ამბავი თამაში და ეხლა წელამდე ვარ ტალახში და ამაში გადიოდა ჩემი ცხოვრების წლები, შეიძლება მეშლება და მეც მას ვერ ვხვდები რომ ღმერთი არის ერთადერთი და დღემდე მას წარსულმა წლებმა მოუხარეს ქედი და მეტი არავინ იკითხოს ჩემს გარდა, (რატომ?) ჯოჯოხეთის კარიბჭე არის თუ არა ფართო? მის... * * * * * * * განკითხვის დღე მის: ბნელეთში წმინდა სანთელი ჩაქრა. ჩაქრა, მაგრამ რწმენა არ გაქრა. სანთელზე ისევ აღდგება ცეცხლი და ეს იქნება მისია ღმერთის. სადღაც ცხოვრობდა ერთი ბობოლა, აღარ იცოდა, როგორ ეღორა. მის გვერდზე ერთი ღარიბი კაცი შველას ითხოვდა, როცა კვდებოდა. კვდებოდა, შიმშილით ფეხზე ვერ დგებოდა, ბობოლა კი ღორივით ძღებოდა. ღმერთის რწმენა აღარ აქვს გულში, წმინდანობა გადაცვალა ფულში და ეშმაკი ჰყავს უკვე სულში. ღარიბი კვდება, ნათელში ხვდება და მისი სული ღმერთს ევლინება. ჩადგა ქარი და გავიდა ხანი, ისევ წმინდაა საფლავზე ჯვარი. შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა! მის... უმთვარო ღამეს ღრუბლები ცაზე დაქრიან, სულ აბნელებენ ნათელს. ქუჩაში დგეხარ, ვერაფერს ხედავ, მოულოდნელად გაისმის ჭექა. ანათებს ელვა, ბობოლა ხედავს, რომ მის წინ ეშმაკი რაღაცას შვება. უკან იხევა და ითხოვს შველას, ტყუილად ყვირიხარ, არ გეშველება. არც ელოდო სხვებს, ისინიც დაგიშენენ ქვებს. თვეებს, დღეებს, საათს, წუთებს, დაგითვლიან რა დღე უწევს, შენ განკითხვის დღეს ცოდვას და მადლს დაუყრი ღმერთს, ის გადაწყვეტს სად გაგიშვას, ნათელსა თუ ბნელს. შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა! მის... ღმერთსაც ნუ მოთხოვ შენ გადარჩენას, ხელებს ნუ იშვერ, არ გეშველება! მაინც ვერ გასჭრის ხვეწნა-მუდარა, გვიანია, სულებს მოაქვთ შენთვის შავი სუდარა. ჩაგწვდება ყელში და გადაგიშვებს ბნელში. იქ ვეღარ გიშველის ვერც დიდი ღმერთი. გწვდებიან ტანზე, გადენენ კვამლს, თავს გაგლიჯავენ, გიღრღნიან ძვალს. შენ არა გჯერა შენს თავს რაც ხდება, მაგრამ რას იზამ, ეს ცხადში ხდება. და თუ არ გინდათ თქვენც იგრძნოთ ეს, მაშინ მისდიეთ დიდ ღმერთის წესს. მის... ნუ ჩაიდენ ბნელ გრეხს და ნუ დაიდებ ცოდვას. იცოდე, რომ შენ გიშველის მხოლოდ წმინდა ლოცვა. გააკეთე სიკეთე და დაეხმარე ბევრს და აქედან წმინდა წადი იმ ქვეყანას გრძელს. შენ არ იჯერებ ამ წესს და არ იწყებ ლოცვას მაშინ, ჩაიდინე ბნელი გრეხი და დაიდე ცოდვა. იცოდე შენ, რომ ხელს არ გამოგიშვერთ, უფსკრულში ჩვენგან ჩაგდებული კაცი დღეებს ათევს ბნელს. მისი სული დღესაც ჯოჯოხეთში კვდება, კბილი ხვდება, ნელა დნება, არ ეწევა გადარჩენა. არ მორჩება, ჩამოჭკნება, გააცვენენ თმებს. დღესაც ისევ ეხვეწება გადარჩენას ღმერთს. მის... * * * * * * * ჩვენზე ცუდი ხმებია დავიბადე ერთხელ და მეტჯერ არ ვინატრებ მოვევლინო ამ ქვეყანს ბევრჯერ, ისევ ერთხელ მირჩევნია ცხოვრება, უხმებოდ იყოს, იყოს, ვიცხოვრებ უბედოდ ო, ო, ო. უღმერთოდ არ არსებობს ცხოვრება ყველა მოკვდება, ქონება ყველას უკან მოხვდება. მორჩება, ო რა მალე მორჩება, უკვე გაქრა, დიდი ხიდი გზად ბინდით ცად მიდის. ხო, ხო, მე ვარ, დიდო ღმერთო, არ შემინდო მე, თუ ცუდს მოგთხოვ შენ, დღეს დამეხმარე, გამინათე ცა და დამანახე საით მიდის გზა ავის. გზად კი სიბნელე არის უსიტყვოდ ავის ხმები გაგჭყლიტავს ღამით ავო რისთვის სხვისთვის მე ხომ არაფერი მიქნია ჩემთვის ვარ, სხვები კი ჭორებს მიყრიან! ითვლიან ჩემს ნაბიჯებს-ერთი, ორი, სამი, წამი, წუთი, წელი და გამივრცელდა ხმები და თან წლებიც ისე გავიდა, არ მეჯერა ღვთის, არც დღეს მჯერავს ძმის, აღარც ჩემი ხმის. მის: ვხედავ მთქმელი კვდება, ვინც გვიყრიდა ხმებს მათი ხმებიც სადღაც რჩება. ვხედავ მთქმელი კვდება, ვინც გვიყრიდა ხმებს მათი ხმებიც რჩება. მორჩა ძველი წლები, ბევრს ვენატრები, მაგრამ მაინც "ექსცესზე" ცუდის მთქმელი თბილისში ბევრია, ხმებია და ეს ჩვენთვის ძაან ძნელია, ო, რა ცუდი ხმებია, აი, არ გესმის ბებია?! ვა! რა? ხმა ისმის შორიდან, ვხედავ გორიდან მე ეს ვერ დავინახე ქოხიდან, ხმები ომიდან მარტო მოისმოდა ჩვენამდე და ჩვენში ტირილის ხმამ კი მოაღწია ჩემამდე. წელამდე მე ჩავიფალი ტალახში მე ამ ქალაქში მარტო არ დავრჩები წავალ და ძმა დამეხმარება, აბა რას იზამს, ამას არ იზამს, მაშინ დააბრალოს თავისთავს. მან მიშველა ცუდ ხმებისგან ყველგან, ხოდა, მერიდეთ ყველა, კარგს ნუ ელის ბევრი ჩემგან, ჰა, გაიქეცით აქედან დროზე! მოეგეთ სუყველა გონზე, "ექსცესის" ფონზე. და მე ხშირად ვუსმენ ხმებს სხვაზე და ჩემს თავზე და არც სხვაზე არ ვიტყვი, რა აზრი მაქვს მათზე, ავზე, ტანზე არ ეტყობა ნაკვალევი ხმის, მის ძილს არავინ არ დააფარებს ნისლს. გაქრით ნელა, სულ ყველა, არ გვინდა თქვენგან შველა! არც ვამბობთ, რომ გვინდა შვება, ხმებისგან გადარჩენა, სხვა არა სთმობს, არც ჩვენ დავთმოთ, რა ხმებია, ეს რა ერია, ჩვენზე ცუდი ხმები ბევრია! მის... * * * * * * * მევალე მის: ის ღამე რომ ისევ გათენდება, ის დილა რომ ისევ დაღამდება, და ფული თუ მე აქ არ მექნება არავინ გადარჩება, სულ ყველას დაერხევა! მიშველეთ ყველამ, რომ ვიგრძნო შვება, ამ საღამოზე რაღაც მოხდება, სიტუაციას აგიხსნის, თუ ამ საქმიდან დაიხსნით! რა ცუდი დღე გამითენდა, ვაი დედა! რა მოხდება, ეს საღამო არ დაღამდეს ნეტა და მეც ბნედა დამეცემა თავზე, ოი, ოი, ოი, ჩემს სულში თოვს და ყვირილმა მომიყვანა გონს. ვიღაც ყვირის გარეთ, დამიბრუნეთ ვალი, ფანჯარა რომ ღია მქონდა მეც გავყავი თავი. ვხედავ არის ბნელი ღამე, სად გავიქცე, ვაიმე რაიმე პრასვეტი რომ იყოს სადმე, გავიქცევი მალე. გარეთ ყვიროდა უბნის ძაღლიო -მითხარიო, ვისთან გაქვს ვალიო, და მითხრა -ვინ არიო ეს ქალიო, ან რას აკეთებს აქ ამდენი ხალხიო. გაკიოდა ხალხში ქალი - დამიბრუნეთ ჩემი ვალი, გავგიჟდი და მეც დავისერე ტანი, მე ვუთხარი, ის ხომ ძველი ვალია, ეს რა ტვინის წამღები ქალია! მის... გზის იქით ვიღაც ხმამაღლა ყვირის, გზის აქეთ ვიღაც იარაღს ისვრის, მანქანამ იქით ვიღაცას ხია, ვიღაცამ აქეთ ფული დახია... ამ საღამოზე რაღაცა ხდება, ამავე ღამეს ვიღაც მოკვდება. ვიღაცამ არ დააბრუნა ვალი, გზაზე იპოვეს ვიღაცის გვამი. მოკლედ გარეთ არის ხმაური, დარტყმა მიდის თაური, ისეთი ამბავი არის, დედა შვილს არ იყვანს ხელში, თავში მომხვდა თეფში, სისხლი მიდგას თმებში, თვალის დახამხამებაში გავერიე სწრაფად მკვდრებში. მე ამ დღეში არ ვყოფილვარ არასდროს, ამავ დროს მიმატოვა საყვარელმა, ჰა, ასე თქვა “თამაშობს!” თავი ამატკივა მევალეთა გროვამ, ეხლა გარეთ რომ გავიდე დამესევა ხროვა, ხოდა გამჭყლიტა ვალმა, დამბრიდა თავმა, მიჩივლა ჩემმა ქალმა და მითხრა ძაღლმა -ფეხს ნუ დაარტყამ სიყვარულის ბურთს, ნუ დატანჯავ გოგონების ათასობით გულს, და ისევ მის... ოუ, შეთ, ვიღაც გვიმიზნებს, ჩვენი გაგორება უნდა იმ თინეიჯერს. მან ის არ იცის საქმე ვისთან აქვს, კუკიაზე იპოვნიან თინეიჯერის გვამს! გრძელი ღამე გათენდება, ტრაგედია ტრიალდება, ფული თუ არ დააბრუნე, საქმე ცუდად დამთავრდება. დამთავრდება ის ცხოვრება ამდენ ხანს რომ ხედავ. გათენდება, ჯოჯოხეთი თავზე დაგადგება. შენ რა გინდა, სული გაგძვრეს და წააწყდე ბნედას, იმ დღეს არ იფიცებოდი შენს წმინდა პატიოსნებას? ვნებას დაუჯერე, გადათვალე მანი, ვალი გადაიხადე, ჩამოკიდე კარზე ნალი. მიდის აურზაური, არ აბრუნებს ვალს, მის მომავალს არ უყურებს, ამით იკლავს თავს. გადათვალე დროზე ფული, ნუღარ იკლავ თავს, მევალეს ვალი მიეცი, ნუ მიხვრიტავ თავს.მე გუშინ სულ მივეცი რა? -ვალი, რა? -ვალი, სულ მივეცი თავანი, დამანებეთ თავი, უკვე აღარა მაქვს ვალი და არც თავი ავიღო ახალი ვალი რომ მომჭრას მევალემ თავი. და ისევ მის... * * * * * * * (დღ)ეს რა ხდება ?! დავდივარ ქუჩებში, ცრემლი მადგას თვალებზე, დაყვირება მინდა, სიტყვა შემახმა ბაგებზე და ბაღებზე ვათევ ღამეს, აღარ ვითვლი წამებს, რა ხანია ამას ვხედავ და მეც ვხუჭავ თვალებს. მდის ცრემლი თვალზე, მივხვდი, აღარ მწყინს სხვისი. აღარავინ მესალმება, ანდა თუნდაც ვინ და რისთვის. უკუმაგდეს ყველამ, როცა გამითხელდა ჯიბე ისევ, არ დამადგა საშველი, მეც რომ ამას მივხვდე. მცივა და მძინავს წამებით და წვალებით. ვხედავ თვალებით ბნელა, ვამბობ ბაგებით ბგერას. მერე რას დგეხარ, ანდა რას ხედავ, დღეა თუ ღამე, ეხლა ჩემთვის მაინც ბნელა. და კვლავ ნელა ღვინით ძველ სუფრაზე ხმელი პური ლბება. წყალთან მივალ დასალევად, ისიც ძაფივით გაწყდება. გადაწყდება ჩემი ბედი, წყლად დაშრება ძველი წლები, ბნელი ქუჩა მისას იზამს, აღარ გასჭრის ჩემი ხმები. მის: რწმენა დნება - ეს რა ხდება? ვიღაც კვდება - ეს რა ხდება? კითხვა ჩნდება. დღეს რაც ხდება ეს რა ხდება?! რწმენა დნება - ეს რა ხდება? ვიღაც კვდება - ეს რა ხდება? ხმები რჩება, კითხვა ჩნდება დღეს რაც ხდება ეს რა ხდება?! წლები გავიდა და მე არ ვიღებ ხმას, თმები გამცვივდა, დავემგვანე ქაჯს და ხმები გავრცელდა დაიღუპა კიკა, მეხსომება, ამას ვიზამ, რომ შემჭამოს თუნდაც მიწამ. ჰა, ასე მითხრეს, ნუღარ იღებ ხმას, ვითომდა ჩემი ჩურჩულით ვუხვრიტავდი თავს. ასე მითხრეს, ნუ გვიყურებ, თორემ მოგთხრით თვალს, ვითომდა ჩემი ბრმა თვალით თვალს ვუყრიდი თვალს! თურმე მე ვიღებდი ხმას, თურმე მე ვუხვრიტავ თავს, თურმე თვალში ვუყრი თვალს და ვატყუებდი ხალხს. თვალთახედვის, ყურთასმენის, და ტრიალის ენის, ფასს ვერასდროს გაიგებენ, ვერ გაიგეს ღმერთის. მერე რა, რომ ბრმა ვარ, გავალ მე თუ სხვა ვარ, თუ სხვა ვარ-ნუღარ მიყურებთ და მეც მათთან წავალ. და ხალხთან დავიჩოქებ, შეწყალებას მოვთხოვ მათ, სხვას აღარ მოვაწყენ თავს, გავუყვები გზას. მის... დავიმალები ბნლ ღამეს, თავს შევაფარებ ნისლს. არ შევრცხვები, არ გავხდები დასაცინი სხვის. ძმის მომერიდა, მომერია სირცხვილი, მე მეგონა, რომ ის მეძახის, გადავედი გზის იქით. ღვთისთვის არ არსებობს დაბალი, პატარა, დიდი. ჯოჯოხეთიდან ნათელში არ არსებობს ხიდი. მაშინ მიდი, იწანწალე, ბევრს შეშურდეს შენი თვალის, დაიჯერე, ღმერთი მოვა; არ მიიღო ავის სიტყვა, არც მიუშვა გულთან და არც სულთან, გასაჭირში მიგაგდებენ, მიირბენენ ფულთან. ნულთან ისევ ერთი დგას, ერთთან ისევ ორი, მესემესაც მიამატებს, თუ გამოჩნდა ვინმე ღორი. მე ვიწამებ ღმერთს, მე ავიტან წლებს, არ მოვუსმენ ხმებს, რომლებიც აღარ მესმის მეც. სხვებს ეგონოთ მე რომ ბრმა ვარ, ეგონოთ თუნდაც რომ სხვა ვარ, მაგრამ მაინც რა ვარ, მე ხომ მართლა ბრმა ვარ. მის... * * * * * * * აპოკალიფსი მის: მე ძირს ხალხს ვხედავ, ზევით კი ცას, მე ღმერთის მესმის, არ ვუსმენ სხვას, ბევრს ვიცნობ, ღამე უსმენენ ხმებს, და ღმერთს ფარულში უხრიან ქედს. მეშინია, შიშით ვყვები, მე მგონი ვკვდები, მესმის, როგორ მიზიდავენ უფსკრულისკენ ხმები, მე კი ვხვდები, რატომ, რისთვის არ მეჯერა სხვისი, მეშინოდა, არ მოვიდეს აპოკალიფსი. დიდი არაფერი მოხდა, ღამეს ნისლი მოჰყვა, ნისლი, მთვარე, ბნელი ღამე, ყველა ერთად მოკვდა, და რა მოხდა, როცა მახსენდება, სისხლი წვეთავს გულში, ღმერთო ჩემო, ეს რა იყო, ეს რა ვნახე გუშინ! რაღაც უნდა მომხდარიყო, ღამე ისე ბნელდებოდა, ბერდებოდა ნელა მთვარე, დილა აღარ თენდებოდა, ბეზრდებოდათ ყველას ღამე, ყვიროდნენ -მალე! დიდო ღმერთო მოგვხედე, მოგვაშორე მთვარე. მაგრამ ღამე ისევ ნისლში გახვეულიყო შემზარავად, თავად მთვარეს არ აწუხებს ის, რომ ხალხი გახდა ავად, ეპიდემია მოვიდა ბნელ ღამის სახით, გავრცელდა ქარი, ქალაქი გაივსო ავით. ღამით დაფარული ქალაქები, სოფლები, შემზარავი შფოთვები, ტირილები, ლოცვები, სულთა ცოცვები,თან გამყინავი ხმა, რწმენა თუ ნაკლები გაქვს, გახდი ქაჯთა ყმა. გაუყვება ქაჯთა გზას, თან წაიღებს ავს, ყველაფერზე პასუხს აგებს, თავს აჩუქებს ხრამს, დიდ ქვას სქელი ჯაჭვით გამოიბამს ფეხზე, არასდროს არ გავიგო, ცუდი რომ სთქვათ ღმერთზე. მომაკვდავი მოკვდება, გეზს აიღებს ღვთისკენ, რაც კი ცუდი რამე შექმნა, ყველა ცოდვა მისკენ, და ის ღვთისკენ პირს იბრუნებს მაშინ ქარში, თუ სიკეთე მეტია ღვთის სასწორის ჯამში. ყველამ უნდა შეასრულოს ცხოვრებაში ეს წესი, სულ ერთია ვინ იქნება, "Dogstreet"-ი თუ "ექსცესი", ღმერთი არის ერთადერთი და იწამე მისი, არ დაუშვა სხვისი აპოკალიფსი. მის... საათმა სამჯერ ჩამოკრა ბნელში, სულებმა იწყეს სიმღერა ხმებში, ძვლებში გამჯდარი დაუნდობელი ავი ქარი, მას სიმართლე გააქრობს, როგორც ცეცხლზე წყალი. და ამის ფასი არა, არ არის მოკვდავი, ღმერთო მომკალი, მე რატომ ვარ ცოცხალი! მიდი, მოკალი, ავი ხომ ძაან ბევრია, ღმერთია ყველაფერი და ის ერთადერთია. სანამ სულ ყველა არ მიხვდა, ღამე რატომ გრძელდებოდა, ბერდებოდნენ, თან ღამეც აღარ თენდებოდა, ყველა მიხვდა, ბნელმა გრეხმა მოიყვანა ეს ღამე, ნისლი, მთვარე, ბნელი ღამე, მორჩება მალე. მოინანია სულ ყველამ ცოდვა, დაივიწყეს ხოცვა, ყველამ ერთად განაახლა ლოცვა, სულთა ცოცვა ბნელ ქალაქში შეწყდა, როგორც სეტყვა, ღამე ისევ დილად იქცა, ეს მინდოდა მეთქვა. მის... * * * * * * * ბნელეთის დედოფალი ერთზე ვიცი უცნაური ამბავი, ვიცი, მოვა ავდარი, მოაგლიჯოს მხარს თავი, ავი ეგონება ბევრს დღეს, ყური უგდეთ ბერს, გრეხს მოიშორებთ გაიწმინდავთ სველ წლებს. დღეს მე მოგიყვებით ტანჯვით, სისხლით დავწერთ თქვენს ოჯახში კალმით და თან წამით დაგანახებთ მე იმ ალაგს, ბნელეთის დედოფალი თავად დაადგა ქალაქს. მე შენ რას გიზამდი, მითხრა, რას დაძვრები, რას დამყვები, როგორც სახლში დიდი ვირთხა, მითხრა, რატომ გგონია შენი თავი ძლიერი სხვებზე, შენ ხომ არ ხარ ხნიერი, მოდი, ნუ ხარ სხვებზე ცბიერი. დღეს მოდის ტანჯვის წამები, არ აცლის სხვას სუნთქვას, ყველას ღუპავს, დღეს ვისაც კაცი მოუკლავს, ყველას უყვარს დედოფალი ხმელეთის და ამას ყველაფერს უყურებს დედოფალი ბნელეთის. ქელეხის სუნი დაჰქრის, სუყველა გაჰქრით, ე, სულებო ღამით გაჰქრით, წადით, ჩაქრით, ყველა გაჰქრით, დარდით ამბობს ბევრი, ნეტა ვინ იყო წინად, რატომ ყინავს, ვის სძინავს, ან რატომ არ ხვრინავს, ვისაც სძინავს. მის: ყველას სძინავს თუ ღამე არ ყინავს, ბნელეთის დედოფალს არც მაშინ არ სძინავს, სუდარა აქვს მოხვეული მხრებზე, ის არასდროს არ ლოცულობს ჩვენზე, ცუდს არ ამბობს ღმერთზე. ღამე მძინავს შიშით, ძილში მესიზმრება კიო, სულს იმის თავი აქვს, სულ კუდში რომ მსდიოს, ღამე ადგას თავზე ყველას, ვისაც დიდი აქვს ცოდვა, ვისაც ხშირი აქვს ბოდვა, ღამე მორჩა, ის კი არ მოკვდა. და მას რად უნდა სხვის შველა, მას ყველა აღარ აწვება, ვინც აწვება ის უეცრად კვდება, ყველა ხვდება ვინც არის და რაც, დაინახავს ბრმაც, ბრმასთან ერთად დაიძახებს ძმაც, რომ ღმერთს ვთხოვ, მომაშოროს ხმელეთის დედოფალი ბნელეთის, სანამ სხვას მოაგლიჯავს თავს და სხვას დაკლავს, გაკრავს კბილს, მოკლავს ძილს, და მას მისცემს ბინდს, თან წაიღებს სხვისთვის. ვის? ვისაც დიდი აქვს ცოდვა, ის ხომ მოკვდა, მაგრამ ღამე ხომ მაინც არ მორჩა, რჩება, ხოდა როცა მორჩება მაშინ, ყველა წახვალთ სახლში, რომ შევიდეს ყველას თავში. მის... სძინავს, ვიცი, მას რად უნდა ფიცი, მე რომ აღარ მძინავს ეს თუ ვინმემ იცის, ჰა? თუ გათენდა ღამე და აი მაშინ, მალე, დაგვადგება ცად მალე, მზე მთვარედ. ის კი კლავს ახვრებს, სუდარას აცმევს, სუყველას დიდ ბნელს აძლევს, ძმები რომ გასცეს, ნეტა რას აწერს იძახიან, ნელა თუ მოგვივა შველად, ვინც გადაიქცა, მგელად, ჩამოახრჩოს ყველა ველად. შველად მომეჩვენა ჩემი გულის ჯიბე, ხელზე სისხლის დანახვაზე მე ჩამენგრა ფეხქვეშ კიბე, გამხეთქვია შუაზე გული, გამექცა სული, არაფერი მეშველება, მე არ მაქვს ფული. წამიღო ბნელეთის დედოფალმა, ბევრი გაქვს ცოდვა, ჩამაგდო უძირო უფსკრულში, დაგეწყო ბოდვა, მესმის შფოთვა, სულთა მოთქმა, წანწალი ჯურღმულში, არავის სძინავს, ღამე კი ყინავს, დღე მოკვდა უფსკრულში. მის... * * * * * * * შაბაშის ღამე (შიშმა მოიცვა მთელი ქვეყანა)... შაბაშის დღე ღამდებოდა და ქალაქი წყნარდებოდა, შავ-ბნელ ქუჩებში უცხო ხმები ვრცელდებოდა. ის წვიმიანი ღამე ახსოვს ყველა ჩვენთაგანს, ისეთი ჭექა-ქუხილი ჩვენ არასდროს გვინახავს. მინახავს ჰა... და ნეტავ სულ არ მენახა, ეკლესიის ჩამონგრევა, ანაფორის შემოხევა, საფლავებზე ჯვრების მტვრევა და კარების გამოღება ქვეყნიდან, სადაც ისვენებენ წასულები ჰაა... და ისევ ჩვენთან მოსულები. ღამე არის დაფარული სატანური შავი ნისლით, ვამპირებს სისხლი სწყურიათ, უკვე სულერთია ვისი, აჩრდილების ხეტიალი, შავ სულთა კივილი, სახლებიდან შემზარავი მსხვერპლთა ტირილი. ეძახიან ხალხს და ისინიც ბრმად ნებდებიან. ნებდებიან, ტყვევდებიან და სასტიკად ისჯებიან. ისინი, ვინც ვამპირთა პრინცთან არ იჩოქებს, ისინი, ვინც სატანას მის სულს არ უბოძებს. დახოცავს ყველას, მე მაგის დედაც... არ დასთმოთ არვინ დიდ ღმერთის რწმენა! გჯეროდეთ ყველას აღდგომის, და გახეულ ანაფორის! წამოდი ჩემსკენ, შეეშვი ყველას, იმ ადგილებში, სადაც ცა ელავს! . . . ო, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, უმწეო ხალხის ხოცვა-წამება. შანდალში შავი სანთელი ქრება, ვამპირთა პრინცი მზის შუქზე კვდება. წმინდა სანთელი აინთო ქარში. სატანას სული მიცურავს ზღვაში. საფლავზე ისევ აღდგება ჯვარი, ილუზიები მთავრდება ღამის. შაბაშის ღამე მთავრდება მალე და ქალაქიც დაწყნარდება ხვალე. შავ-ბნელ ქუჩებში უცხო ხმები ქრება, ის წვიმიანი ღამეც უეცრად წყდება. წყდება ჰა... და სიზმარიც მთავრდება, ღამის ილუზიები სიზმრად გვევლინება. ნეტავ მალე გათენდეს, ეს რა მესიზმრება, თუ თვალებს არ გაახელ, აღარ დამთავრდება ეს ღამე... * * * * * * * ექსცესის ჩრდილში არსებობს სადღაც სასახლე ბნელი, გარს ეკვრის ციხეს კლდიანი ხევი, აჩრდილი ბნელი დადის და მღერის, მღერის და კვნესის დამწყები მესის. დაიმკვიდრეს ავებმა, სულებმა და ქაჯებმა, დიდ ციხეში სისხლისმსმელი ქაჯთა მეფე დაჯდება. გაჩნდება ყოვლისშემძლე შავ სულთა დუდა, არ დაინდობს, მის სისხლს დალევს ვისაც დუდა აღარ უნდა. დუდა ქაჯთა მეფეა, ბოროტების შემძლეა, უფესვებო ხმელი ხეა, სისხლიანი ქაჯთა ტყეა. მისთვის წელი დღეა, საუკუნე_თვეა. ყოველი უმზეო დილა მისი მესის დღეა. მისი ტანი დამდნარი, დამჭკნარი და დამპალი, დასტრიალებს თავზე, ხელზე თაყვანს სცემს გამხდარი ალქაჯი, შავ სულთა მბრძანებელი, მწამებელი ცაში სულთა ცივი ხმა, ა... ხმელეთზე მსხვერპლთა ხმა. მის: სასახლე დგას ექსცესის ჩრდილში, ეს არ ხდება ძილში, ვხედავ, სული როგორ ცეკვავს ნისლში, ბინდს გაყვებიან, გაცურავენ ზღვას, მის კვალს აღარ დაანახებს სხვას, მიიხურავს კარს. გაკივიან უღრან ტყეში სულ ნაირ-ნაირ ხმებში, და ატირდა ვიღაც ბნელში როცა დუდა მისწვდა ხელში, ძვლებში გამჯდარი შიში და რწმენა, გამწირავი ხმები მოდის, მსხვერპლთა გადამრჩენი ხვეწნა. ჯოჯოები დაფოფხავენ დიდი სახლის სველ კედლებზე, ზოგი უჩინარდებოდა და ზოგი ეცემა ხმელეთზე, ხელებზე სისხლის კვალი აილოკა მუმიამ, აქეთიქით იყურებოდა, სისხლი ძლიერ სწყურია. ამოვარდა ქარი, ჩამომწკრივდა სულთა ჯარი, ჩამოშორდა ყველა ციხეს, გაანათეს ბნელი ხრამი. აღარა აქვს წმინდას ძალა, რომ აღმართოს მათკენ ჯვარი, ქაჯთა ხროვა დაესია, დააცალეს ყველას თავი. ეს იქნება საუკუნე და იქნება მუდამ, კაცის მოკვლა, თავის მოჭმა, სისხლით სავსე დიდი ბოცა, შფოთვა ღამღამობით და შიშისგან ბოდვა, ადამი და ევას მოდგმის უსაფუძვლო ხოცვა! მის... უკანასკნელ წვეთამდე გამოწრუპავს სისხლს, ღამღამობით ბნელ სოფლებში დააფრთხობენ ძილს, ბინდს გაყვებიან, გაცურავენ ზღვას ნისლში, ტომთა სხვა ჯიში აღარ არის მათ სისხლში. მათ წიგნში რაც იყო წინათ მას დღეს სძინავს, ძილში ხვრინავს, ო, _ რა მაგრად ყინავს, გახდი ბნელ სასახლის მონა, თორემ შენგან ნასროლი ისარი ისევ შენთან მოვა! ავთა შფოთვა, ხალხთა ხოცვა, მათგან ლოცვა, ბნელ ოთახში სველ კედლებზე ცოცვა, ბნელ ტყეებში ხეტიალი, სულთა წვა... ა... ტყიდან მოდის გამწირავი ხმა... ნისლი დგას, ის ავს უძღვნის ქარს და დუდას თავს ნელ-ნელა უვლის გარს, უთვლის წამს, მას გაატანს ქარს, მის კვალს აღარ დაანახებს სხვას, მიიხურავს კარს. მის... * * * * * * * ბნელია ცოდვილთა დღე რას უზამ სხვას, როცა დაბრიდავ ძმას, აი, მაშინ მიგასწავლის ეშმაკისკენ ღმერთი გზას. ვალს, გადაიხდი როცა მოვა დრო გონს ვერ მოხვედი და დაიწყე ისევ ხოცვა. როცა რამე ცუდს ჩაიდენ და დაბრიდავ ძმას, ცოდვა მუდამ წამოგყვება, გაგიხვრიტავს თავს. ცოდვა დაგედება, დაგეწყება ბოდვა, უკან ვეღარ დააბრუნებ რაც წარსულში მოხდა. ხოდა მოინანიე, თუ შეგეფეთა მღვდელი კართან. მერწმუნე, მოინანიე, მოგეშვება, იბრძოლე თავთან. არ გინდა სხვათა მიბაძვა, ავთა, რომლებიც სხვათა, დახოცავს ხალხს და ჩამოშორდი მათ და ღმერთიც გადაგაფარებს მის კალთას. ბნელია ცოდვილთა დღე, ეშმაკი დაუთვლის დღეებს, ქუჩაში დაუყრის სატანურ ხმებს, მისკენ ბევრს მისცემს გეზს, აუწეწავს ყველას თმებს. ბნელია ცოდვილთა დღე... ნუ მოიკლავ თავს, ტყუილად ნუ აცინებ ხალხს. ნუ ცდილობ, რომ დაინახო, ან ანახო სხვას ჯოჯოხეთი ბნელი, შემზარავი ხმები, მოინანიე და შენთან მოვა უცოდველი წლები. გაიგებ ძმის ფასს, ანდა მის ფასს, ვინც ღმერთისთვის გასწირავს თვის თავს და ისიც სხვის თავს გადაარჩენს და შესწირავს თავის თავს, ის არასდროს გააკეთებს, არ ჩაიდენს ცხოვრებაში ის ავს. სხვებს ანახებს ღმერთს, გადაარჩენს ბევრს, გადაარჩენს იმ ხმებისგან ვინც ანახებს ცოდვილს ბნელს და დღეს ისიც მის დღეებს ნელა თვლის არ ღალატობს, ისევ ისმენს რეპის ხმას და მძიმე რიტმს. შარს თუ მოგდებს დღეს, დღესვე გაპატიებს გრეხს, არ გარეკავს, არასოდეს უღალატებს ღმერთს, ის არასდროს შეინახავს თუ არა აქვს სხვას, მას ვერასდროს ვერ მოაჭრიან თავს. ბნელია ცოდვილთა დღე... სხვას. უყურე ცოდვილო, ყველა როგორ ცხოვრობს, მონობს! - არა, გველო, სიცოცხლისთვის ბრძოლობს. ბოლოს გამოჩნდება მოგებული ამ ბრძოლაში ღმერთი როცა ესტუმრება და თავს უკრავს ყველას ცაში. ჩამოგიწერს ღმერთი თვესა და დღეს, შენს გავლილ გზებს,თვეს და დღეს გალევს. და სულ დალევს შესანდობარს გაცლის თასს ვერასდროს ვერ გებულობდი შენ სიცოცხლის ფასს უყურე სხვებს,როგორ ახარებენ ძმებს... მიჰყვებიან ღმერთს და ამით ცხოვრობს ბევრი დღეს. უცოდველი ყველა,გაიხარებს ყველგან.ხოლო ცოდვილი კი ლპება,ხმება, უმოწყალოდ ხდება ბნელია ცოდვილთა დღე... ეშმაკი დაუთვლის დღეებს ქუჩაში დაუყრის სატანურ ხმებს, მისკენ ბევრს,მისცემს გეზს,აუწეწავს ყველას თმებს... ბნელია ცოდვილთა დღე... * * * * * * *
This post has been edited by ValenciaCF on 25 May 2012, 15:57
--------------------
[COLOR=red]
|