ვა რა საინტერესო კლიპია ტო APHEX TWIN ის მაუმუნ ბარაბანშიკს მაგონებს

და ისე VENETIAN SNARES ის დისკს ახატია მსგავსი ტიპის კონსტრუქცია ... ნაღდათ იცით რომ ნიკას ვიდეოა ?

Shot at 2007-06-26
NAUTICA გიგანტური ყინულმჭრელი ყინულებში გაჭედილა უკვე რამდენიმე დღეა და გაუნძრევლად დგას ერთ ადგილას, ... მხოლოდ მისი ეკიპაჟის წევრები მოძრაობენ გაყინულ გემზე რომელსაც რკინის გულში არსებული ტაოტი სიცივიაგან ისე აქვს გასქელებული, რომ ალბათ ვერანაირი სითბო და გლობალური დათბობა ვერ უშველის.. . .
- დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე ერთ ადგილას ? კითხულობს ეკიპაჟის ერთერთი უსახელო წევრი.
ბავშვი მაგიდასთან ზის და მომცრო ზომის აწყობილ გემს უყურებს...
ოთახში ტკაპატკუპის ხმა ისმის ვიღაც საბეჭდ მანქანას უკაკუნებს . . . თან მუსიკის ხმა ერთვის იქაურობას... shunat მერამდენედ მეორდება ნიკა მაჩაიძის ეს ტრეკი... უკვე გემზე მყოფ მეზღვაურებსაც კი მობეზრდათ. . . თუმცა ბავშვის მამას არ მობეზრდა რეომელიც წიგნს წერს მეზღვაურებზე.... აი უკვე მერამდენეთ წაიკითხა ბოლოს დაწერილი თავი რომელშიც ყინულმჭრელი გემი ყინულებში გაიჭედა... არ იცის კაცმა როგორ დაამთავროს მოთხრობა. . . იქნებ კურსკის ეკიპაჟის წევრებივით დავტოვო აქ ყველა ... სამუდამოდ... ფიქრობს კაცი.
რამოდენიმე დღეა კაცი არ დამჯდარა თავის სამუშაო მაგიდასთან ვერ არის კარგად გული აწუხებს... ძმაკაცები მოდიან ყოველ დღე მის სანახავად კაცს ცრემლები ადგება თვალებზე.. იცის რომ ვეღარასოდეს შეძლებს მოთხრობის დამთავრებას... ცუდათ არის ეტირება წამდაუწუმ პატარა სათამაშო გემისკენ იყურება... ნეტა როგორ არიან ჩემი ეკიპაჟის წევრები... ფიქრობს სევდიანად და გული უკვდება.... ერთ დღესაც ბავშვი სკოლიდან ბრუნდება და სახლის კარები ღია ხვდება... სადარბაზოში მამამისის ძმაკაცები არიან შეკრებილები და ბავშვს თავზე ხელს უსმევენ... მამა გარდაიცვალა....
ბავშვი უკვე დიდი კაცია თუმცა ის მეზღვაურები ისევ ისეთივე ახალგაზრდები არიან მხოლოდ მტვერი ადევს მათ გემს და ნაწერებს... რომელსაც ერთ დროს ვიღაც წერდა... არც ოთახი არ არის შეცვლილი მუსიკაც იგივეა ნიკა მაჩაიძის shunat .... ოთახში ტკაპატკუპი ისმის . . . გემს გული მოუშუშდა ხმაურით აჭრიალდა ტაოტიანი ძრავა.... ყველაფერი იგივე რჩება... მეზღვაურებიც ახალგაზრდები არიან... რამდენიმე საათში გემი პორტში შევა. . .
(ZURNAteK 2006)
This post has been edited by electri_chka on 26 Jun 2007, 20:44