humanoidiცუდო, რატომ წახვედი? დაგინახე I აქტზე და მერე გაქრი

სოუ
რაც შეეხება პიზდეინტელექტუალურობას
ჩვენში დარჩეს და რაც 'სუფთა ქართული' (თუმცა ასეთი რამე თუ არსებობს ესეც საკითხავია) თუ არ არის, და არის მცდელობა (წარმატებული თუ წარუმატებელი) რაღაც ახლის და უცხოს, იმაში სულ პიზდეინტელექტუალური რატომ გელანდებათ?
მე განსაკუთრებული არაფერი მომისმენია ამ დღეებში
უბრალოდ ძალიან ვისიამოვნე
ამაზე უკეთესი ფესტივალები და ბევრად მეტი რაოდენობით რომ ჩატარდება, აი მაშინ მოგვეცემა უფრო მეტი კრიტიკის უფლება IMHO
მე პირადად თბილისში ამაზე მაღალი დონის მუსიკის ფესტივალს არ დავსწრებივარ თანამედროვე მუსიკის
ყველა დღე განსხვავებული იყო
სიმართლე გითხრათ, გუშინდელი ცოტა იმედგაცრუება იყო იმიტომ რომ უმეტესობა ნაროდის ნიკას სანახავად და კამერების საჩხაკუნოდ იყო მოსული და მერე გაიხვეტა ნიკასთან ერთად
და ზოგადად გუშინდელი დღე ჩვენ დიდ 'კუტულურობას' უსვამს ხაზს (მობილურების ზარები და ხმამაღალი ჭორაობა)
დირიჟორი სერიოზულად დაიგრუზა (ამას ტექნიკური ხარვეზებიც დაემატა)
ტაში არ დაუკრავს ხალხს წესიერად და რომ გავიხედე უკან დარბაზი თითქმის ცარიელი იყო
18ში ბევრად უფრო დაინტერესებული პუბლიკა იყო მოსული
ის მაოცებს რომ ჩვენ არ ვართ კარგი ცოცხალი მუსიკით განებივრებული და პატარა ხარვეზსაც არ ვპატიობთ თუ ვინმე რამეს ახალს გვთავაზობს
პ.ს. და სხვათაშორის, ლუკას ნიგლის ბენდი საკმაოდ დაფასებულია, კორძაიაც და მეიფარიანიც