მოკლედ ნება მიბოძეთ გამოვთქვა ჩემი ზეკომპეტენტური ჰაზრი საბჯექთთან დაკავშირებით.
მუსიკა კაია. დაჟე შეიძლება ითქვას საკმაოდ კაი. ტეხნიკა მომეწონა. მელოდია მომეწონა, ტემპი მომეწონა, მოკლედ კაი იყო.
ცალკე საკითხია ვოკალი. მანდ არის ერთი ნიუანსი. რაც არ უნდა იბაზრონ, ქართული ენა როკ მუსიკას ნაკლებად უხდება. პა აპრედელენიუ ასე ვთქვათ. სხვადასხვა განზომილებების ჟღერადობებია.
მოკლედ ესეა.
ხოდა რო მოუხდეს, ამისთვის ტექტი უნდა იყოს სწორად დაწერილი იმდენად არა აზრობრივი თვალსაზრისით, რამდენადაც ჟღერადობის თვალსაზრისით. პრაქტიკამ გვიჩვენა რომ მსგავსი რამ სრულებითაც არ არის გამორიცხული, მაგრამ გარკვეულ მუშაობას მოითხოვს და შესაბამისად ნაკლებად ხდება. თუმცა პრინციპში შესაძლებელია რომ მოხდეს.
ამ მხრივ მეტალი, როგორც უფრო უხეში და დოღრიალა მუსიკა, ნაკლებ პრობლემებს განიცდის ვიდრე როკი, მითუმეტეს აი ესეთი, ფაქიზო, დავარცხნილი, დრიმთეატრული და აღმოსავლური მოტივებიანი ჰარდროკის მსგავსი ვეში. ვერ იტანს პროსტა ეგეთი მუსიკა ქართულ ენას და შეეცი თუ გინდა.
პირველივე სიტყვები რო მომესმა, "შოოოოოოოორს ჩაუიდა მზუეეე" მეთქი ავოიე

არ ჯდება რა, ძნელი ჩასასმელია.
შესაბამისად ვისაც მოსმენასთან გარკვეული პრობლემები აქვს (და უმეტესობას - აქვს) , მას ადვილი შესაძლებელია რომ ყურადღება სწორედ ამ "ჩაუიდა"-ზე გაუმახვილდეს და დანარჩენს ყურადღება აღარ მიაქციოს.
ბევრს ეგრევე "ოეეე უაკეეე" აზრი უჩნდება, ვეში კლასიფიცირდება როგორც ბოროტი პაპსა და შესაბამისი პირველი რეაქცია shift+delete.
და ეს არამარტო მსმენელი პრობლემაა, ეს შემსრულებლის/დამწერის პრობლემაცაა. უნდა იცოდე ესე იგი რა აუდიტორიასთან გავქს საქმე. შენ ხომ სწორედ მისთვის უკრავ და მღერი.
ხმას რაც შეეხება, ავს ვერ ვიტყვი. საკმაოდ ნორმალური ვოკალი აქვს მაგ გოგოს, მუშაობა კი რა თქმა უნდა ბევრი დასჭირდება რომ სრულად მოახდინოს თავისი რესურსების რეალიზება. ვიმეორებ რესურსი აშკარად არის, და არც თუ მცირე.
ხო ეხლა რახან კლიპზეა სუბარი, გარეგნობაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. კარგად დავაკვირდი და ბრიტნი სპირსს ისე გავს როგორც მე.
მომენტ ის რომ ბრიტნი სპირსს გავდეს ვინმე, არა მგონია გრეხი იყოს. რავი, მე არ მგონია ეხლა და თუ ვინმეს გონია, რა ვქნათ, მაგას საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს.
სიმპათიური გოგნაა. მაგ მხრივ არა უჭირს.
აი შემდეგი კლიპებისთვის კი ჯგუფს ვურჩევდი დაიქირავონ ან რავი, ძმაკაცი ქორეოგრაფი ნახონ რა

კლიპი დელო ტონკოე, მონაწილის ერთმა არასწორმა და ზედმეტმა ჟესტმა შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი.
თეზისი "მთავარია მუსიკა" აქ არ გამოდგება. აქ უკვე ვიზუალური მხარეც მთავარია.
ზოგადად თუ ვიტყვით, იდეა არცთუ უინტერესოა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ რევოლუციური.
რაც არ უნდა "პროგრესივი" იძახონ, მაინც წარსული ეტყობათ

დანჯენებში ანაფორებიანი დამკვრელები ეტა კრუტა, შაითან ლივზ ენდ რულზ და ვორლდ

ტიპა.
იდეა კაია. დამუშავება შედარებით მოიკოჭლებს. განხორციელება კიდევ უფრო. თუნდაც არსებული მწირი რესურსებითაც კი ხარისხი უკეთესი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა რახან პირველი ნამუშევარია, შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს.
მოკლედ რეზიუმე ეგეთია:
მეტი ქორეოგრაფია
მეტი მუშაობა ტექსტებზე (სასურველია ენის შეცვლა

)
მეტი მუშაობა იმიჯზე
მეტი მუშაობა
დეტალებზე. როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებში იმალება.
და ისა... არ ვიცი რატო, მარა ჯგუფის სახელის გაგონებაზე ვეჩნა ლეგენდარული "ნდობის ფაქტორი" და "ვნების ფაქტორი" (ეგ უკანასკნელი აღარ მახსოვს რა არი, მგონი კინოა

) მახსენდება.
პახოდუ ინგლისურად ამ სახელის დაწერა
არ შეიძლება. რამოდენიმეჯერ ვნახე აფიშებზე მაგის მცდელობა და ჩემი სული შეზარა უკლებლივ ყველა მაგ მცდელობამ tbh.
შოუბიზნესში ეგეთი მომენტები გასათვალისწინებელია.
სხვაფრივ რავი, მეტი მუშაობა და უკეთესი კლიპები.
ნიორი აშკარად არის.
This post has been edited by Zyklon on 7 Jun 2006, 16:58