ჯერ ეს ერთი, სპეციალისტობა არაფერს შუაშია, ჯიგარო. თუ მღერი უაქცენტოდ უნდა იმღერო, ან ქართულად, ან ინგლისურად, ან რა ენაზეც გინდა. ცუდი აქცენტი აქვს მეთქი არც მითქვამს, ვთქვი, გაუმჯობესებაზე და სრულყოფაზე კაი იქნება თუ იმუშავებს მეთქი
საუნდი კი, როგორც ნოვემ აღნიშნა, მართლაც ოთხმოცდაათიანებისაა, ანუ ბრიტპოპის, როგორც თავად აღნიშნე, ხოლო ბრიტპოპი და ოთხმოცდაათიანები ისეთივე ურთიერთდამოკიდებულებაშია, როგორც ფსიქოდელია და სამოციანები

ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამოციანების იქით ფსიქოდელია არ კეთდებოდა, უბრალოდ ის საუნდი, რაც დორზმა, ჯეფერსონმა, ჰენდრიქსმა და ჯოპლინმა შექმნეს . ყველაზე უფრო მაგ ათწლეულთან ასოცირდება. იგივე ვთქვი სტრინგზე, აქვთ საკმაოდ გამოკვეთილი ოთხმოცდაათიანების საუნდი და ოდნავ გაახალგაზრდავონ მეთქი. ეს ყველაფერი ჩემი სპეციალისტობის და ალმაცერობის გამო არ მითქვამს (ეგ პერიოდი დიდი ხნის წინ გადამივიდა , დამიჯერე

) , არამედ იმიტომ ვთქვი, რომ მინდა საქართველოში იყვნენ ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად საერთაშორისო ბაზარზე გავლენ და ქვეყანას გარკვეულ სახელს მოუტანენ.