
ედგარ პო, ყორანი,
მორალი –
წარსული მუსიკის
უსიტყვო
და ძველიი ფორანი.
ცრემლები,
დრო შურისძიების,
გემების
დაღუპვა ქარებში,
მთვრალებში
სიმართლის ძიება.
დუელი
ქალების წყალობით,
სულელი,
სულელი აკორდი...
არ მოკვდე, გასწორდი!
შეხედე
ჩემს ფეხებს
და ისე დამშორდი.
სასახლე
უზომო დრამები,
სინაღვლე
ბუხარი, კალმები,
ბარათი, ცხენები,
ჭენება,
თუ ღამისთენება...
ცხენებში
ვცვლი მთლიან სამეფოს!..
სიჩუმე გამეფდეს!
ღამდება,
რაღაცა მთავრდება.
ბევრი ვეში აქვს გაგას ლექსებზე გაკეთებული
აი კიდევ ეს:
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს
და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.
კიდევ:
დამიჯერეთ, MISS
ვარდისფერი გზის,
ოცნებების გვის
ვდგავარ მოწამე.
დამიჯერეთ, MISS
ქარბუქები ზღვის,
ფერი მომწვანო.
დამიჯერეთ, MISS
ფერმიხდილი თვის
კაბადონი თრთის,
თვალებს მიშტერებს.
დამიჯერეთ, MISS
მოგონება სხვის
აუტანლად მღლის,
მოდით, მიმღერეთ!
კიდევ:
გაზაფხულდა, მოკლე კაბა ჩაიცვი,
სხვა რა გითხრა, შემიყვარდი, მოკლედ,
უიმედო არ მინახავს მაისი
და ნუ მეტყვი: იმედები მოკლეს.
საგიჟეთმა ოცნებები გარეკა,
იფანტება ოცნებების ჟინჟღლი,
შებმული მაქვს შენთვის ლექსის კარეტა,
თან დამყვება გადარევის შიში.
მოკლე კაბით მოდი, რამე მითხარი,
ავირჩიოთ უკაცური კაფე,
გავაღვიძოთ იმედები მიმფრთხალი,
ჩქარა, თორემ წყვეტენ შვების ძაფებს !
კაფეს კართან ჩამომჟდარი პოეტი
უყურებდა ფანჟრის შიშველს რაფას,
ერთობოდა თავის სიმარტოვეთი...
გაზაფხულდა, გაქრა მოკლე კაბა!