მგონი ძაან ძველი თემა ამოვაგდე

) გენეტიკურ კოდს ვეძებდი და მაგიტომ ალბათ. 90-იანების ბოლოს მოვედი მე ტუსოვკაზე, 96-ში უფრო სწორად, 17 წლის ვიყავი მაშინ, თმები მქონდა გაზრდილი და ცეპები და საყურეებიც მეკეთა

) მეჭირა ხელში ინსტრუმენტი და ვაწვალებდი ძმაკაცებთან ერთად. მეც და ჩვენც, ყველას ვინც ფაბრიკაში, ალექსანდროვში ან ბაუჰაუსში ვაბირჟავებდით თავი ,,ეზოთერიკები" და პანკები გვეგონა. ასე იყო ეს და ტეხავს ეხლა ბავშვებს რომ ვასწავლოთ ჭკუა

) ასაკის ბრალია ყველაფერი. მე გავიზარდე, ჩემი მეგობრები გავიზარდეთ, გადავდეთ გიტარები, მოვიხსენით საყურეები, დავოჯახდით, დავაჩინეთ შვილები და დავიწყეთ პახაობა სისტემაში - არ გამოვიდა სხვანაირად. ბესელა (,,კონტრაბანდა,,) ვააბშე კინოლოგი გახდა

) ლუცი (,,ჭაობის ცენტრალური ქუჩა,,) ავტონაწილებს ყიდის

) ერთადერთი რობი დაბლაყუნობს ქალაქში და ბუხაობს ძველებურად.
ალბათ გვშურს ამ ბავშვების და მაგაშია საქმე, ჰა რას იტყვი?