ჰეჰ
თემა

რაღაცეები ვინოსტალგიე 90 იანების როკზე
და
ჰა თუ არ გეზარებათ
წაიკითხეთ..ვინმემ

წყარო : ჩემი ახალი სანაგვე :
http://hehnews.wordpress.com/» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და ვცდილობ ყველგან გამოვთქვა მოკლედ ჩემი გულისტკივილი. სამწუხაროდ მოკლედ ,იმიტომ, რომ დიდად არც არავის აწუხებს ეს საკითხი და ვერც მოსმენის სურვილს ვატყობ ვინმეს.
ახლა გადავწყვიტე ,რომ ბევრი ვილაპარაკო …. იქნებ თანამოსაუბრეებიც ვიპოვო….ან მარტო იმიტომ მაინც, რომ მეც არ დამავიწყდეს…
მინდა ყველაფერი დავიწყო ირაკლი ჩარკვიანის ინტერვიუდან ამონარიდით :
”ჩვენი ახალგაზრდები ნაცადი, უკვე განვლილი გზებით მიდიან და ეთნოგრაფიულ მუსიკას ეჭიდებიან, რომელიც მსოფლიოში 60 – 70-იანი წლებიდან არის მიღებული. არავის უჩნდება სურვილი, მუსიკით გამოხატოს საკუთარი აზრი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობაა, რომელიც ძალზედ თვალშისაცემია.”
ამას ირაკლი 2002 წელს ამბობდა. მას მერე მდგომარეობა უფრო გაუარესდა. საქართველოში ყველა ერთ ხმაში და ყველა ერთნაირად მღერის …ბაძავენ ერთმანეთს და თუ მაგათი ფანი არ ხარ ერთმანეთისგან ვერც გაარჩევ.
მოკლედ, დღეს ყველა ღიპიანი შეყვარებულების ჰანგებს უსმენს …აღმოსავლური ფოლკლორის თვალშისაცემი ელემენტებით . თავისუფალ დროს კი, ამ ყველაფრის შემოქმედები პოლიციას ,ბელადებს და პოლიტიკოსებს ასხამენ ხოტბას ისევ სიმღერებით და ქართველი ახლგაზრდებიც აქტიურად უსმენენ ამ ყოველივეს….
მოკლედ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მაგრად გამომძღარი ღიპიანი შეყვარებულების , ყოჩაღი პოლიციელების და ცადაზიდეულ ბელადებზე მომღერალ ქვეყანაში.
21-ე საუკუნის ქართველი, ე.წ. როკერები თვალებს ხუჭავენ სოციალურ თემებზე..ისინი არაფერს ამბობენ პიროვნულ თავისუფლებაზე,არ აპროტესტებენ რეჟიმს. ისინი უარს ამბობენ ერის გამოფხიზლებაზე …ვიღაც შეიძლება შემეკამოათოს და მითხრას ,რომ არსებობენ ნამდვილი როკ ჯგუფები ,თუმცა საუბედუროდ, ახალბედა როკერები მარტივ, გულუბყვილო ტექსტებით და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, სასაცილო ინგლისური აქცენტით მღერიან ….მათ ასე არანაირი წარმატების შანსი არა აქვთ ….
წავიდეთ 90 იან წლებში … მაშინ ქართველ ერს აიბოლიტები ჰყავდა . მაშინ დადა დადიანი ”ტაქსთან” და ”საბავშვო მედიცინასთან” ერთად ხმამაღლა ეუბნებოდა ქართველ ერს : მე მინდა ერს, რომელიც ლპება ჰქონდეს გონება ….
საბრძოლო …პროტესტით სავსენი იყვნენ :რობი კუხიანიძე ,ქიშო,Monoplane და სხვები….
ირაკლი ჩარკვიანი ამაბობდა : ნუღარ უყურებ ჭერს, თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს. წელს აღარ ახსოვხარ ძველს, ვერ გადაგარჩენს ხვალ, ვერ გააღვიძებ ხალხს, თუ არ გაანძრევ ხელს და არ გატეხავ კარს. და მერე თუ არ მიაჭერ გაზს, ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს…
მაშინ, ქართველი ერი გრძნობდა თავისუფლებას …მიუხედავად იმისა, რომ სოციალური გარემო უფრო მძიმე იყო.
და მერე…სად გაქრა ეს მუხტი ? რატომ გავხდით ასეთი უმოქმედოები და მძინარები, რატომ აღარ განვითარდა ქართული პროტესტი , ნუთუ ყველა პრობლემა მოგვარდა ?
ისევ დადა დადიანის სიტყვებს გავიხსენებ და ვიტყვი, რომ როცა პრობლემები არაა, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ,თუმცა უბედურება ისაა,რომ დღეს ,ვინ იცის, იქნებ იმაზე დიდი პრობლემებია ,ვიდრე ოდესმე. ერი კი დამუჯებულია…
ახლანდელი მუსიკოსები კი ერთ ხმაში სისულელეებს მღერიან და იმის ნაცვლად, რომ 90 იანების როკერებივით პროტესტისკენ და გამოფხიზლებისკენ მოუწოდონ ერს ,როგორც ზემოთ ვთქვი ბელადებს და პოლიციას უმღერიან….
და ბოლოს, ვიდრე ჩვენ მზად არ ვიქნებით დავინახოთ ის, რაც თვალნათლივ ჩანს …ისევ გაცვამენ ჯვარს, ისევ ჩაგსვამენ იქ, სადაც სვამენ ამ ბნელ ხალხს და აღმოვჩნდებით ყველაზე ძირს…