tane4Em_________F#__________H7___Em
რა ვიღონო, რით უშველო იარებს,
_ ___________F#_______________D7_____G
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს,
E7____________A7___________D9-_____G
ცრემლის ნამი, რა ვქნა, მე არ მასვენებს,
C7______________F________H7____Em
ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
Am7___________D9-___________G
ვგძნობ, უშენოდ წლები როგორ მაკლდება,
F#________H7__________Em
გამიღიმო, მითხარ რა დაგაკლდება?
Am7__________D9______D9-__G
არც არა მსურს მოწყენილი გიხილო,
F#_________H9-______Em
ამას მიჯობ, სამარეში მიხილო.
მოხიბლული მაგ შენს თვალით, წამწამით,
განა ვლოთობ, არ იფიქრო ეგ წამით,
დღე ვლოთობ და ღამით დავეხეტები,
მე მიჯნური, ღობე-ყორეს ვედები.
ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები,
სიყვარულით, ბედით განაწამები ,
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები,
დროზე მომკალ , ზედ დამადნე ლალები.
ტატოსავით ლექს ვწერ, არა მწყინდება,
შენზე ფიქრი არასდროს მომწყინდება.
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ.
მემგონი ტო შტო ნადა

მაგარია...
This post has been edited by one_day- on 5 Dec 2008, 00:06