მამუკა მაგარი კაცია ძველი ზაკალკის როკერია! ისე გუჯა ძალიან მაგარი გიტარისტია, თან გოგაც (ვოკალისტი) ძველი სასტავიდანაა, ეგ მძიმე ჯვარში ბეიტრიშვილამდე მღეროდა, და სულ ადრე თრეშ მეტალ ჯგუფი ქონდა "მორიტური"
* * *
9 აგვისტოს ჯგუფი "მძიმე ჯვარი" უკვე განახლებული შემადგენლობით გამოვა თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ როკ ფესტზე BarisaRock - Rock For Peace 2008-ზე,
ფესტივალზე რამდენიმე სცენა იქნება, ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს რომ მძიმე ჯვარი კი ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება ფესტივალის მთავარ, ყველაზე დიდ სცენაზე! ! ! !
ფესტივალი ყოველწლიურია და შარშან მას 80 000 ადამიანი დაესწრო! ! ! !

მანამდე მოეწყობა გამოსამშვიდობებელი კონცერტი ჯგუფის მეგობრებთან რეზი აბესაძესთან და ნიკა ლეშენკოსთან ერთად (1 აგვსიტოს) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსის საკონცერტო დარბაზში, სადაც საშვალება გვექნება მუსიკითაც ვისიამოვნოთ და გზა მშვიდობისა ვუსუვროთ "მძიმე ჯვარს" BarisaRock 2008 ფესტივალისათვის!
დეტალები აფიშაზე: