Ok გავიგეთ რომ მაგრად გიყვარს "ექსპერიმენტალი", ოღონდ კონკრეტულად რას გულისხმობ მაგს მუსიკაში არ გითქვამს. (იქნებ ინდასტრიალ ან ავანგარდ ბენდებს გულისხმობ?)
და რატომღაც პირად შეურაცხყოფად მიგაჩნია თუ ვინმე ამ სიტყვას იხმარს.
მოდი შევთანხმდეთ რომ ეს სიტყვა არ გეკუთვნის არც შენ და არც მაგ. Throbbing Gristlesს და უფრო ფართოდ გამოსაყენებელი სიტყვაა.
თუ არსებობს "ექსპერიმენტალური როკი", რატომ არ შეიძლება არსებობდეს "ექსპერიმენტალური პოპი"?
თუ "ექსპერიმენტალის" გარდა სხვა მუსიკა მოგისმენია, შეადარე და მიხვდები რატომ შეიძლება კუნგფუზე ერდროულად ითქვას რომ პოპ მუსიკაა და ექსპერიმენტიცაა. თუმცა დიდი პრეტენზია არ მაქვს ამ სახელებს და იარლიყებს ჩამოვეკიდო, მე შემიძლია კუნგფუს ესტრადაც დავარქვა და სწორიც ვიქნები.
და რატომ ხარ ესე ჩამოკიდებული ამ იარლიყებს?
ნუ ეხლა თუ ბენდი ტრადიციულ "ბრიტ-როკს უკრავს" და თავზე "ექპერიმენტალ" აწერია.. მაგას არ ვამბობ.
პროსტა თუ "ექსპერიმენტალური მუსიკა" გიყვარს (და რას გულისხმობ ამაში ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო) მაშინ ნებისმიერი ექსპერიკმენტი უნდა გაინტერესებდეს და არა მაინცდამაინც ერთი განხრით. მე მიმაჩნია რომ ადამიანი რომელიც ნოიზს და ავანგარდს უსმენს გაცილებით უფრო დიდი ჰორიზონტი აქვს და მეტის აღქმა შეუძლია ვიდრე მარტო ერთი დაკონკრეტებული გაპაპსავებული სტერეოტიპის.
------
და აჰა ესეც, დარქ საიდ ოფ კუნგფუ
http://eurasianlaboratory.nnm.ru/ * * *
OK?არავინ არ გაძალებს ეს მუსიკა მოგწონდეს. უბრალოდ სულ სხვა საფუძველზეა აგებული.
და ეს შენი აღმზრდელობით-ინტელექტუალური ტონი არასწორია ჩვენთან მიმართებაში.
ის რაც გარკვეულ ტრადიციას არღვევს ან ანახლებს ექსპერიმენტის ხარჯზე -- ექსპერიმენტალურია.
მე თავისუფალ აღქმაზე გელაპარაკები, შენ -- მუსიკალურ სტერეოტიპებზე.
This post has been edited by Kafka on 24 Nov 2008, 19:00