F R E Y Anikala1MadcapradioactivathumanoidiStarfuckerდიდი მადლობა

ხალხ გაიხარეთ გენაცვალეთ

* * *
ჯერ არც თუ ისე თეთრად გადაპენტილიყო პავლოვი.... სულ ახლახანს წამოეთოვა...
ისე უყვარდა ვერც ხვდებოდა მაშინ ... უბრალოდ უყვარდა ... მალე მიხვდებოდა როგორ უყვარდა...
ცის სუნი ქონდა ... ოცნებობდა ხოლმე მთელი ძალით ჩახუტებოდა და შეესუნთქა ცა...
თმებზე მოფერება უყვარდა... და გვირილასავით წამწამებზე კოცნა...
სიძველის ნატამალი აღარ შერჩენოდა სახლს... სადღა იყო ის აგურები...
ერთი აგური სახლში წაეღო სამახსოვროდ... წითელი ძველი აგური ....
ხელებზე ეფერებოდა სულ და კოცნიდა...
-მთელი ცხოვრება მიყვარხარ და მეყვარები უმეორებდა....
ბევრი წელი გავიდა ...ხალხი მთლიანად შეცვლილიყო...
ტელეფონი რეკავდა გაბმულად ოთახის ბოლოში...
არავინ იღებდა ... შუაში გაწყდა ზარი დამთავრება არ აცალეს ცივად დადეს ყურმილი...
დისკიანი ტელეფონი მოაგონდა....
სიძველე მოაგონდა .....
შარდენზეც დაენგრიათ ის შენობა... სადაც უყვარდათ ყოფნა...
ფანჯარასთან იდგა კარგა ხანს... საფეთქლები ტკიოდა...
-ასე ძაან გიყვარს...?
-მიყვარს ..მიყვარს....
ცას უყურებდა ...
საათს დახედა და ყელში მოაწვა სიმძიმე...
თვითმფრინავში ჩაჯდომა უკვე დაწყებული იყო...
თბილისი-მიუნხენი... ჩასხდომა დაწყებულია იუწყებოდა მოციმციმე აბრა
ღრუბლებს იქით მოციმციმე ნათურები თვალებს გავდა...
ლამაზ თვალებს რომლისთვისაც ყველაფერს იზავდა...
სულ უფრო და უფრო მოაწვა სევდა
თვალები აემღვრა....
სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან მოუკიდა და საწოლზე მიწვა ....
ხისგან გაკეთებულ ლამაზ საფერფლეს გახედა და ხელი გადაუსვა....
ნივთები და გრძნობები ... საჩუქრად დარჩენოდა...
სულ უფრო და უფრო აწვებოდა სევდა...
შუქი ჩააქრო....
და ბალიშისქვეს აგური მოძებნა....
მთელი ძალით მოუჭირა ხელი და ღრიალი აღმოხდა...
ჯერ არც თუ ისე თეთრად გადაპენტილიყო პავლოვი.... სულ ახლახანს წამოეთოვა...
ისე უყვარდა ვერც ხვდებოდა მაშინ...