რავი
1. გაყოლით რომ გავყვე მთლიანად მაგაზე უნდა გადავერთო
2. ისეთ მუსიკალურ ჟანრს ვანიჭებ უპირატესობას და ისეთი გზით წავედი მაგ საქმით საარსებო მინიმუმსაც ვერ ვიშოვი

3. მუსიკოსობაზე პრეტენზია არასოდეს არ მქონია უბრალოდ პროცესი მომწონს და პროცესით ვარ კმაყოფილი როდესაც ვწერ მუსიკას
4. კარგი მუსიკა რომ დაწერო ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და დრო რომელიც სამსახურიდან გამომდინარე არ მაქვს
მოხარული ვარ რომ მოგეწონა

ერთმა ადამიანმა თქვა ასეთი რამ და სულ IDM მახსენდება მაგაზე
"ვ ლისუ დაროგა რაზდვაივალას ი ია ვიბრალ ტუ პა კატორამუ მენშე ხაძილი"
აი ეგეთი მგონია IDM

ბევრი მუსიკალური სტილი არსებობს... ამ ბევრიდან ცოტა ელექტრონული... და ამ ელექტრონულიდან ყველაზე ცოტა IDM

საერთოდ თუკი IDM და ემბიენთი გახდება კომერციული მუსიკა მანდ დასრულდება ალბათ ამ სტილის განვითარებაც. და ამბოლოდროს ბევრი მიაწვა IDM-ს და სულ უფრო ცუდ ჟღერადობას იღებს IDM-ი რაც უფრო კომერციული ხდება. IDM-ს თუ წერ პირველ რიგში მუსიკა უნდა გიყვარდეს და რასაც წერ ის მთლიანად სულიერ სამყაროს უნდა გადმოსცემდეს და არ უნდა იფიქრო კაცმა იმაზე, რომ ამ მუსიკით ხალხს რაღაცეები გააგებინო ან პრეტენზია გქონდეს იმაზე, რომ ეს IDM-ია და სხვები რატომ ვერ იგებთ ამ ჟანრს?!
IDM-ი ჩემი სუბიექტური აზრით არის სამყარო მიკრო ორგანიზმებითა და თავისი ფლორით და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და უნდა იცხოვრო ამ სამყაროში და გაამდიდრო შენივე ფიქრებით, ხასიათით ნოტებით.
ალბათ სამოთხეში თუ მოვხვდები ჩემთვის სამოთხე ასეთი იქნება: საყვარელი ხალხი გარშემო, კომპიუტერი რომელშიც ნებისმიერ სემპლს შექმნი შენით დამოუკიდებლად და ბევრი დრო იმისათვის, რომ მუსიკა წერო და მუსიკას უსმინო
* * *
ჩემ შეყვარებულს < (არ მიყვარს ეს სიტყვა) ჩემს პირად ცხოვრებას Mookid-ს დავუწერე

აი ჩემს ავატარზე ვინც არის