Rumi
TaV-HeaD-I

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1813
წევრი No.: 48625
რეგისტრ.: 6-December 07
|
#7665592 · 10 Dec 2007, 00:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი კოცნა ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული, ისევ გამოჩნდება გზა; სევ გაანათებს სითბო არნახული ისევ გალურჯდება ზღვა. სანამ მე ვცოცხლობ, სანამ მე ვსუნთქავ, სანამ მე ვგრძნობ, სანამ მე მიყვარს, სანამ მე მახსოვს, სანამ მე გცნობ, მინდა შენი კოცნა, ერთი კოცნა...
ჰგავდე სხვას პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე... არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს, მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს, მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის, მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს, მე რეაქცვიას ვიწვევ და რეაქცია მშობს, მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს, ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას, თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს, დაგალევინებ კოლა-ს დაგალევინებ კვასს, მე არ აგიწევ კაბას არ დაგიგდებ კლასს, რაც შეეხება ყველას ის შეეხება ფულს, ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს, მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ, რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო, მე ოპტიმიზმით სავეს ვარ და არ მოვიკლავ თავს, მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრებიც მყავს, მიყურე როგორ დავდივარ ხან იქ ვარ და ხან აქ, მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს რაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას, გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას.
გადმოვცურავ ზღვას მინდა ისევ შენთან ვიყო, შენი ღიმილი მკლავს, უშენობა არ მასვენებს, ვიცი უნდა ვუშველო თავს, ყველაფერი შეიცვალა, ომი შენთან ლაპარაკს გავს, ვიცი ისევ დავბრუნდები, წამოვყვები ქაღალდის ნავს. ვეღარსად ვერ გაგექცევი, სიყვარული სევდაში თვლემს, აღარავინ აღარ გვიცნობს, აღარავინ იხსენებს ძველს, ვიცი ახლა სხვას უცინი ემალები სიყვარულს ჩემს მაგრამ ბოლოს შენთან მოვალ, წამოვყვები ქაღალდის გემს. მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ, მე შენთან მოვალ, დავბრუნდები.
მენატრება ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს, შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს. ისევ შორს დავრჩი ისევ მარტო, შენზე ფიქრი თუ შემომიღებს კარს მე აღარ მახსოვს შენი ქუჩა და ამ სიმღერას გამოვატან ქარს მენატრება, მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა.
გვარდია ჩვენ ვართ გვარდია, ვიცავთ ყოველ მეტრს, ჩვენ ვართ გვარდია, არ მოვითმენთ მეტს, ჩვენ ვართ გვარდია, გადავარჩენთ ერს, ჩვენ ვართ გვარდია, არ მოვუშვებთ მტერს, გვარდიელია, ვინც სამშობლოს იცავს, გვარდიელია, ვინც დარაჯობს მიწას, გვარდიელია, ვინც სიცოცხლის ზღვარზე დგას.
შავი ფერი შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა, ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა, მოვადუღე, გავიკეთე შემეცვალა ფერი, სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა, დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა, აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა, ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდად.
დავინახე შენი სახე, მომერია სევდა, სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა, მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს, მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე, გავაბოლე, დამავიწყდა დარდი, მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავვარდი. ჩემი ცუდი საქციელი აღარაფერს არ გავს, ვინც ეხლა არ გაიღვიძებს ის სამშობლოს კარგავს.
მე მინდა შენთან მე მინდა იცოდე ჩემი სიტყვები, მინდა გესმოდეს გესმოდეს ჩემი სიმღერა, მინდა გახსოვდეს, მინდა გახსოვდეს, რომ მინდა შენთან. ვიცი არ გიყვარს ცივი სამოთხე და ამბობ სიტყვებს რომელიც მწვავს. გახარებს სიჩუმე სიცილზე მეტად, შენი ვარ იცოდე, მე მინდა შენთან. სიტყვები არაფერს აღარ ამბობენ, სიმღერაც მალე დარჩება სხვებთან, მაგრამ მე იგივეს, იგივეს გიმღერებ... მე მინდა შენთან
მოგიტან წყალს ისეთი სახლი მინდა გაჩუქო, შენ რომ იცხოვრებ, ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ, ისეთი შუქი მინდა აგინთო, შენ რომ გაგათბოს, ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს, მე რომ მოგიტან, შენ იცხოვრე ჩემთან, მე მოგიტან წყალს.
თბილისო შენთან ისევ წვიმს, შენთან ისევ თოვს ალბათ, შენთან ისევ ქრის ქარი, შენთან ისევ მოაქვს ღრუბელს სითბო… შენთან ყოფნა სჯობს, შენთან დარჩა ყველა ჩემი ფიქრი, გადაკარგულს შორს, შენთან დამრჩა, შენთან დამრჩა ყველაფერი.
ომარას ძაღლი ომარას ჰყავდა პატარა ძაღლი, აჭმევდა `კალბასს~ სირბილით დაღლილს ძაღლს ჰქონდა თვალები სულ ცრემლით სავსე და მთელი ქალაქი ამბობდა ასე: ომარას ძაღლი ომარას არ გავს, ის ძილის წინ მაინც მიირთმევს ნაგავს, აიღებს ომარა ჟანგიან ნაგანს და მოკლავს იმ ფინიას, რომელიც არ გავს.
მე ჩემო დედა, კარგად მესმის შენი და ვიცი როგორ შეიცვალა დრო, დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო. მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს, ჩვენ ყველა ერთად ვერ მოვედით აზრზე, რომ სიყვარული ანარქიას გავს.
ირაკლი ჩარკვიანი `ამო~
უსაფრთხოება ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში, ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს, მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში, მე დღეს ვერ მოგცემ ფულს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს. ნუ ეტყვი საყვარელ დედას რომ ცდა მოთმენად ღირს, რომ წყენას შენს, ვერავინ ბედავს, რომ შენ უყვარხარ გმირს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს.
ბუია
შენ მიყვები ქუჩას, ვერ ხედავ სხვებს, ქალი ხარ მაგრამ, იპარსავ წვერს, შენ ძულხარ ქალაქს, აშინებ ხალხს, კაცი ხარ მაგრამ, შენ გავხარ ქალს. ვერავინ იტყვის ვერასდროს, როდის მოხვედი ან როდის წახვალ, დატოვებ ქუჩას, შენ ქალაქს. ბუია, ბუია ხარ.
ორღანი 78 გაივლის დრო, წაიღებს ტკივილს, სიტყვები დაადნობს თოვლს, დავბრუნდები ისევ, ყვავილებით ხელში, დავივიწყებ წაგებულ ომს, მე მოვალ , შენთან ალბათ დღეს, მე მოვალ, შენთან ალბათ დღეს ყვავილებით ხელში.
დისკო
შენ მიდუღებ რძეს და ყავას, შენ მილაგებ აშლილ ლოგინს, შენ ყიდულობ პურს და წამალს, შენ მართავ ჩემ ავტომობილს, მე კი ვგრძნობ, რომ ეშმაკთან მძინავს. შენ მინათებ ღამით ქუჩებს, შენ მიხეხავ დილით კბილებს, შენ მისველებ დამშრალ ტუჩებს, შენ მიკერებ შარვლის ღილებს, მე კი ვგრძნობ, რომ ეშმაკთან მძინავს. დისკო... დისკო.
სექსი
გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი, და გამაგონე შენი ნაზი ხმა, მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკი და ის რომ წითლად შეიღებე თმა, გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა, და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს. მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი, რომელიც ისევ გადაირჩენს თავს მე მჯერა შენი ძუძუების ზომის და ვიცი ისევ მოგენდობი ბრმად შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის და მოგწონს ის რომ მაიმუნები ვართ მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს ჩვენ ყველა ერთად ვერ მოვედით აზრზე რომ სიყვარული ანარქიას გავს მე ჩემო კარგო სწორად მესმის შენი და ვიცი როგორ შეიცვალა დრო დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო მე მჯერა შენი დიდი მკერდის ზომის და ვიცი როგორ მოვეფერო მას შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის და ჩვენ ამ ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს, თქვი სექსი, სექსი...
როგორც ჩანს
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ ამ სიტყვებს ათასჯერ ნათქვამს ვუცხადებ ომს, ისევ ქარს მოაქვს მზე ისევ სიყვარულს ათასჯერ გათელილს ვუტოვებ სხვებს, როგორც ჩანს, ისე ჩანს, რომ ეს სიმღერა ათასჯერ ნამღერი მიტოვებს შანს, მოგკიდო ხელი, გაგხადო კაბა, გაჩვენო ის რასაც ვერასდროს, ვერსად ვერ ნახავ, ვერსად ვერ ნახავ.
ამო ჭერს, ნუღარ უყურებ ჭერს, თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს, შენ წელს აღარ ახსოვხარ ძველს შენ დღეს ვერ გადაგარჩენს ხვალ. შენ ვერ გააღვიძებ ხალხს, თუ არ გაანძრევ ხელს და არ გატეხავ კარს და მერე, თუ არ მიაჭერ გაზს, ისევ დაგიჭერს ის ვინც ვერ უშველა თავს, ისევ გაცვავენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს, ისევ იჯდები იქ, სადაც სვავენ ამ ბნელ ხალხს... დღეს თუ არ უშველი თავს არავინ გაგიღებს კარს არავინ გაგიღებს კარს შენ თუ არ უშველი თავს არავინ გაგიღებს კარს არავინ გაგიღებს კარს და მერე, თუ არ მიაჭერ გაზს ისევ დაგიჭერს ის , ვინც ვერ უშველა თავს, ისევ გაცვავენ ჯვარს ისევ მოიკლავ თავს, ისევ იჯდები იქ, სადაც სვამენ ამ ბოზ ხალხს... ციხეს რად უნდა რკინის კარები მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები გავტეხავ შუშას გავიპარები, ვეღარ დამიჭერ შენ... `შენ მე ვერ დამიჭერ~, `შენ მე ვერ დამიჭერ~ დღეს თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს არავინ გაგიღებს კარს, შენ... უშველი თავს.
საქართველო
მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას, მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას, ჩვენ განშორებას, როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს, და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს, დრო იტყვის ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა
თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვქნა და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს ბავშვები ნახავენ თუ ოდესმე მოვიგებთ ომს, ჩვენ მოვიგებთ ომს...
ისტორიას მოდი ჩემთან შენი ძველი ქუჩით მოდი ჩემთან შენი ძნელი გზით მოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანს, და ოცნება გამინათე მზით, მოდი ჩემთან სანამ მოვა თოვლი, მოდი ჩემთან სანამ მოვა სხვა, მოდი ჩემთან სანამ მზეზე ჩამოწვება სევდა და ნაპირებს მიატოვებს ზღვა. ისტორიას დარჩება ჩვენი შეხვედრა, ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა, ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვეთ ჩვენ... მე და თქვენ I was born on Sunday morning when my dady took a plane to India!
ერთად
მისმენ ვიცი რომ შენ მისმენ ნუ დამიკარგავ იმედს იმედს რომ ხარ ნეტავ როდის მოხვალ სტუმრად მე ვიცი რომ შენ ცხოვრობ შორს ყველაზე შორს ცაზე თუ შემოაღებ კარს მე დაგახვედრებ სკამს დავსხდებით ერთად და ვუყურებთ ცას ვიქნებით ერთად მე მოგიტან წყალს თუ შემოაღებ კარს მე დაგახვედრებ სკამს დავსხდებით ერთად და ვუყურებთ ცას ვიცხოვრებთ ერთად ერთად
ხალხს
ნუ უსმენ ხალხს, რომ თითქოს ჩქარა გადის დრო რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს ხომ გრძნობ ამ ფიქრს, კართან ჩუმოად რომ გიცდის შენ კი კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს შენ ხედავ სიზმრებს ისევ და სიყვარულის გწამს მე მინდა შენთან ისევ და უშენობა მკლავს ნუ უსმენ ხალხს, რომ თითქოს ჩქარა გარბის დრო რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს ხომ გრძნობ ამ ფიქრს კართან ჩუმად რომ გიცდის შენ კი კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს დღე ისე წაიღებს დარდს, ჩვენ ალბათ ნოტებზე დავრჩებოით სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს შენ ხედავ სიზმრებს ისე და სიყვარულის გწამს მე მინდა შენთან ისევ და უშენობა მკლავს დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს დღე ისევ წაიღებს დარდს ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს დღე ისევ წაიღებს დარდს ჩვენ ალბათ ნოტებზე დავრჩებით სვებს არ მოვაბეზრებთ თავს
|