ღამის საინფორმაციო-გასართობი-ანალიტიკური გადაცემა “არტ კლუბი” საზოგადოებრივი მაუწყებლის ღამის ეთერშია ყოველ კვირას.
გადაცემა აშუქებს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტს (მუსიკა, თეატრი, კინო, მოდა, ლიტერატურა და ა.შ) წამყვანი:
ქეთათო (ქეთევან პოპიაშვილი).“არტ კლუბის” მიზანია მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომხდარ მოვლენათა შესახებ, გაანალიზოს კონკრეტული მიმართულებანი, ტენდენციები, საზოგადოების დამოკიდებულება ხელოვნების ამა თუ იმ დარგთან, თავად ხელოვანებთან, მიმდინარე მოვლენებთან და ა.შ. გადაცემის ძირითადი ნაწილი ეთმობა ქართულ კულტურას, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს მის პოპულარიზაციას, ასევე გადაცემაში ადგილი დაეთმობა უცხოური კულტურის სიახლეებს, ძირითად ტენდენციებსა და მათ გავლენას ქართულ შემოქმედებაზე.
გადაცემა განკუთვნილია საზოგადოების ფართო ფენებისთვის და დააინტერესებს სხვადასხვა ასაკის მაყურებელს.
გადაცემის მიზანია დაანგრიოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და იზრუნოს ახალგაზრდების ჭეშმარიტი კულტურული ღირებულებებისკენ შემობრუნებაზე.
This post has been edited by lost_for_words on 7 Jan 2008, 14:39
მიმაგრებული სურათი