აქ ბევრად ეფექტურია მაგის დადება, აქ ბევრად მეტი ხალხი შემოდის ვიდრე იმან რომ დადო იმ თემებში

ხოდა თან ტოქსი მოვაო რომ გაიგოს მგონი ყველა წავა

ისე მაგარი იქნება მანდ ტოქსის ნომერი რომ იყოს ,,როკერთან ბრძოლა"

რა ამბავი ატყდება

ისე ბევრი საქმე გვაქვს ხალხო.
1. გასარჩევი გვაქვს ტოქსის ინსტრუმენტალები, რა საიდანაა
2. გასარჩევი გვაქვს მისი ლირიკა, ჩამოსაწერი გვაქვს ლეგენდარული ფრაზები, და რას გულისხმობდა იგი ამა თუ იმ შემთხვევაში
3. ჩამოსაყალიბებელი გვაქვს ოფიციალური ფან-კლუბი, რეგისტრაცია გვაქვს გასატარებელი და ა.შ.
4. ვინც ტოქსიზე ცუდს იტყვის იმათი IP გვაქვს გასაგები და მერე უნდა დავადგეთ
5. თვითონ ტოქსი უნდა მოვნახოთ, ავიღოთ ინტერვიუები, სურათები გადავუღოთ, და აქაც უნდა შემოვიყვანოთ ხოლმე რომ ახალი ამბები და ახალი სინგლების შესახებ თვითონ გააკეთოს ანონსები.
6. ყველა ვინც მელომანიში პოსტავს და აქ არ პოსტავს იმათ ხმა არ უნდა გავცეთ და საერთოდ ამ განყოფილებიდან უნდა ავაბარგოთ
7. მოდერატორ პლაცებ0 ვთხვოთ რომ აპინოს ეს თემა, მემგონი ნამდვილად იმსახურებს!
8. უნდა ჩამოვწეროთ 100 მიზეზი თუ რატომ უნდა იყო ტოქსი და რატომ არის ტოქსი მუსიკის ხელმწიფე
9. გასაკეთებელია უამრავი რემიქსი ტუ მიქსი, საჭიროა ვითრიოთ ტოქსის აკაპელები და ინსტრუმენტალები რომ კარაოკე იყოს შესაძლებელი
10. ავაგროვოთ ფული რომ ტურნე ჰქონდეს საზღვარგარეთ
11. გავხსნათ თემები ფორუმებზე: www.funkysouls.com, hip-hop.ru და კიდე უამრავ ფორუმზე! სადაც შესაძლებელია, გავუხსნათ გზა ტოქსის და გავიგოთ რას ფიქრობენ უცხოელები
და კიდე ბევრი რამე, მერე მივამატებ, საქმე ბევრია მეგობრებო!
This post has been edited by C Agent on 21 Mar 2008, 20:51