ხალხური არ უნდა იყოს პოლში, მე ასე ვფიქრობ... იმიტომ რომ რაც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა, იმას ნუ მივაწერთ ბოლო პერიოდში მოქმედ სუბიექტებს, ანდაც ჯგუფებს...
გააჩნია რას ეძახი განვითარებას...
ჩემი აზრით, არც ერთი ჟანრი არ განვითარებულა საქართველოში ჯერჯერობით (არის როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური მიზეზებიც), თუ არ ჩავთვლით ხალხურს, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა და აქაც ერთიანი აზრი არ არსებობს, ანუ ზოგს მიაჩნია, რომ იკარგება ნელ-ნელა, ხოლო ზოგს კი პირიქით. რაღაცა მცდელობები შეინიშნება მეტნაკლებად ნიჭიერი ხალხის შემოქმედებაში, რომლებიც უდაოდ არიან დღეს ქართულ სცენაზე, მაგრამ მაინც კიდევ ვერ არიან მთლად თავისუფალი გაურკვეველი წარმოშობის "კლიშეები"-სგან... მაგალითისთვის ერთს მოვიტან - სერგი გვარჯალაძეს და მის მეგობრებს არ ვემადლიერები მაგის გამო - მათ მიერ შემოტანილი (რაღა ეგ შემოიტანეს!?) მოგუდული ვოკალი დღემდე ვერ მოიცილა ქართულმა ალტ+როკ+.... სცენამ.
ნუ მეტალში ძირითადად არის ერთი-ერთზე გადმომღერება უცხოურიდან (თუმცა მომისმენია ერთი ორი გამონაკლისიც

), მაგრამ განვითარებისა რა მოგახსენოთ.
ელექტრონიკასთან ძაან არაკომპეტენტური ვარ, ასე რომ აზრზე არ ვარ რა ხდება მაგ მხრივ, თუმცა მაინცდამაინც არ მსმენია, ეს ან ის ჯგუფი სასწაულებს ჩადისო...
საოპერო-საორკესტროსაც მაგარი მირხეული აქვს.... მემანიშვილს უყურებს ყველა ხელებში, მაგარი კაცი გვყავდა ერთი - ჯანო კახიძე, რომელმაც შეიძლება ითქვას, . თავისი სამყარო შექმნა, მაგრამ აბა სად არიან მისი საქმის გამგრძელებლები? დამანახოს ვინმემ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება...
მოკლედ რა! დრო მოვა ალბათ და წავა წინ ეს საქმეც. მითუმეტეს არის ნიშნები (შინ)...