Thandrusტემპერაერთი კარგი ამბავი გამახსენდა: 90-იაანების ბოლო ან 2000-იანების დასაწყისი... უბრალოდ, "ივერიას" ხარისხიანი ჩანაწერები ვერსად ვერ ვიშოვე... გავიგე ფილარმონიის ნომერი, როგორღაც ბასილაიას დაველაპარაკე და ავუხსენი, ვთხოვე... ფილარმონიაში მოდიო მითხრა... ახლა მცხვენია, რომ მოუმზადებელი მივედი - ორიოდ ცარიელი კასეტით ჯიბეში

))))) ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი შეხვედრის შემდეგ ამიყვანა ფილარმონიის სტუდიაში... იქაურ "მეხმეს" ჩამაბარა და უთხრა ჩაუწერე რაც უნდაო... რაღაცები დავუსახელე... სტუდიის მოსხვენო საცავიდან ჩამოიღო უზარმაზარი ბაბინები და დადო დიიიდ სტუდიურ მახინაზე

))))) საოცარი ჟღერადობა იყო!.. არასოდეს დამავიწყდება!.. მეტს ვუსმინეთ და ცოტა ჩავიწერეთ

)))) შეიძლება ეს ორიგინალი ფირები იყო, საიდანაც ადრე ვინილის ასლებს ბეჭდავდნენ... იმედი მაქვს, ეს საცავი ან ამ საცავის შიგთავსი ახლაც არსებობს და ცუდმა დრომ და ადამიანებმა არ შეიწირა...