ბიჭებო ბიჭებო რა კარგია რომ გიცნობთ

მოკლედ Radiohead_ის თემაში რიგითი პოსტვის დროს მე და ჩემს მეგობარ Yes_I_Am_ს ჯანსაღი შელაპარაკება მოგვივიდა ფორუმის რიგით მაცხოვრებელ ვინმე playparanoid_თან, ხოდა ცოტა არ იყოს მტრულად განვეწყვეთ ჩვენი იდილიის დამრღვევის მიმართ. გამოხთა ხანი

სიტუაცია მიწყნარდა. ამას წინად ღამენათევი მივაშურებდი უნივერსიტეტში რუსთაველის გამზირის გავლით, წარმოიდგინეთ ვუსმენ Reckoner_ს და უცებ რუსთაველის ძეგლის წინ მდგარი ვიღაც 3 სანტა კლაუსი მირღვევს მყუდროებას. მე ვუსწრაფებ ნაბიჯს და ამ დროს მიკროფონიანი სანტა მომმართავს "ნუ გარბიხარ!". მეთქი "სომეხია" უეჭველი და დავგაზე ჩვეული სისწრაფით. კიდე გამოხთა ხანი და დადგა იმავე დღის საღამო, სკაიპის მეშვეობით შევიტყვე, რომ ალპ კლუბში კონცერტია, წავიდეთო და წავედით. ვიხდი 3 ლარს, შევდივარ და რას ვხედავ: აბრას Play Paranoid აწერია და წარწერის წინ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ზემოთ აღნიშნული სანტები დგანან. აზრზე ხართ რა დამემართა, თავში ორი სიუჯეტი გამიერთიანდა: ფორუმელი P.P. (პლაყ პარანოიდ რა) და სომეხი სანტები

ყველაფერს ვფიცავარ 3 ლარი დამენანა და იმიტო არ დავტოვე კონცერტი, მაგრამ მოხდა საოცრება: ვუსმენ ვუსმენ ამ ბიჭებს და მომწონს ე! ე! და ე! წავიდა ერთი ვეში მეორე და უცებ AiR_ ვეში რომელსაც ცოტა ხანია ვიცნობდი, არ ვიცოდი ვისი იყო, მაგრამ მაგრად მევასებოდა. პირი არ დამიღია, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე მოკლედ.
ხოდა რაღა ბევრი გავაგრძელო გუშინ შარდენზე გავიცანი გიგი და გიტარისტი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსენდება. სტანდარტული "რეჩის" გარდა მე მათ დავუსახელე Can You Feel და აღვნიშნე, რომ ძალინ მაგარია. ხოდა ბავშვებივით გაუხარდათ ჩემი სიტყვები, მეც ზუსტად მასე გამეხარდებოდა ჩემი შემოქმედება (რომელიც მალე წამოვა იმედია) ვინმეს მსგავსად მაინც რომ შეეფასებინა.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ის ხალხია, ვინც ბევრ სხვა ნიჭიერ ადამიანებთან ერთად უნდა შექმნას ჯანსაღი ტენდენცია კარგი მუსიკის მოსმენისა ქართულ რეალობაში და ამ გზაზე დიდ წარმატებებს ვუსურვებ, რომლებიც თუ ასე გააგრძელეს მალე იქნება.
თქვენს გვერდში გვიგულეთ ძმებო
This post has been edited by Swollenfeetwasher on 5 Jan 2009, 00:08