TokaCaamora-ს "She" გაქვს მოსმენილი?

2008 წლის პროექტია სხვათაშორის... შენ თუ მაგაზეც ავოიეს იტყვი, მაშინ რავიცი... მერე, ამ ფორმატმა თვითონ რა დაგიშავა? და როკ-რევლუცია რა შუაშია?
Me_Da_Chemi_Maimuniიმდენად ვიცნობ, რომ ქართულ როკ-მუსიკაზე მეტ-ნაკლებად წარმოდგენა მქონდეს. თუ ვინმე სარდაფებში მალავს თავის შედევრებს, არ ვიცი...
საუნდს რაც შეეხება, არ არის ყველაფერი ყოველთვის ჯგუფზე დამოკიდებული... მაგალითად, თუ რომელიმე გამაძლიერებელი არ გაგაჩნია, მისთვის დამახასიათებელი ხმა შენს "საუნდ"-ში არ იქნება.
რავიცი, აქ თუ სინთეზს ვერ ამჩნევ... თან რატომღაც ჰარდ-როკს ეძახი... მაისფეისზე რომ თითო ჯგუფს (მარტო ქართველებზე არ ვამბობ) სამ-სამი სტილი აქვს ჩამოწერილი და საბოლოო ჯამში უმეტესობა 2-3 წუთიან სიმღერებს "აკეთებს", ესაა სინთეზი?
"ყოფნა-არყოფნა.. ეს არის კითხვა, სულს რომ მიკაწრავს ვით ქორის ბრჭყალი"და ამ ფრაზასთან რაღა გინდათ... ნუთუ უარესი არავის არაფერი დაგიწერიათ?
P.S
კარგი შევეშვათ ამ უაზრობას... ყველას შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ... იქნებ ცოტათი მაინც გამრავალფეროვნდეს ჩვენი სცენა... ეს ალბომი ამას ხელს შეუწყობს.
This post has been edited by Thandrus on 13 Feb 2009, 17:12