gol.ge-ზე დადებულ მასალას მოვუსმინე საფუძვლიანად და სიმართლე რომ ვთქვა გაორებული გრძნობა დამრჩა. რაღაც ტრეკებმა აღმაფრთოვანა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, რაღაც ტრეკებმა უფრო ნაკლებად გამისწორა. ყველაზე ძალიან ვოკალი მომხვდა ცუდად ყურში, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ინტერნეტში დაყრილი free მატერიალია დაბალი ბიტრეიტით, ბოლომდე ვერ ვიტყვი რომ ვოკალი უეჭველი ცუდია, ან საუნდი უეჭველი დაუბალანსებელია/ჭუჭყიანია.
it S Coming Back Acoustic იმჰო ეპოქალური ტრეკია. სხვა დროს რომ მომესმინა აუცილებლად დავსემპლავდი

Post Industrial Boys როგორც მივხვდი ძოძუაშვილის ქავერია. ერთი სიტყვით რომ ვთქვა დიდი გემოვნებით არის დაქავერებული ძალიან ძლიერი ტრეკი.
Standing And Waiting , მინიმალისტური და მელანქოლიურია. ეგრევე განწყობაში ჩაჯდა. სუბიექტურად pad-ების პარალელურად მელოდიური კლავიშის პარტია გამისწორდებოდა
ეს სამი ტრეკია ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა.
საერთო ჯამში რაღაც არაქართული ენერგია მოიტანა. ინსტრუმენტალს, საუნდს, ვოკალს, პროფესიონალების ხელი ეტყობა, ვანაბი მუსიკოსების გაკეთებული პროდუქცია არ არის და იმედს ტოვებს რომ უფრო მძლავრ ტრეკებსაც უნდა ველოდო
ქართული ალტ/ინდი სცენის პირადი ტოპ 2 სამამდე გაიზარდა. მანამდე კუნგფუს და playparanoid ვაფასებდი

პ.ს არადა მეუბნებოდნენ, მანდ რას უნდა მოუსმინო, ჭაობიაო

მატყებდნენ
This post has been edited by DJ Muggs on 28 Oct 2009, 01:58