აუუუ გემუდარებიიი გადასვლებიი ვერ გავიგეე რაგაც და იქნებ ცოტა გარკვევით დაწეროო
* * *
ორ ალუბლად ნაყიდ კოცნას
ჩემ ოთახში ნაპოვნ ნოტებს
შენი ხვევნით დაღლილ სხეულს
შემოდგომის ჩამქრალ ფოთლებს
ღამის ცეკვით დაღლილ ქუჩებს
ქალაქიდან წასულ ფიქრებს
მთვარეზე გაბრაზებულ მზეს
სანაგვეზე მიყრილ ოცნებებს
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესრტს
ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს
ახალგაზრდობა გახსენებულ
მოხუცის თვალებს გავხარ
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესრტს
ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს
ახალგაზრდობა გახსენებულ
მოხუცის თვალებს გავხარ
დაგვიანებულ ყვითელ ბარათს
შეყვარებულის დამწვარ შარვალს
ოცნების თოკზე გაბმულ სარეცხს
თამაშში გართულ ვარსკვლავს
პალტოში ჩარჩენილ სუნამოს წვეთებს
მოცარტის აკორდისგან დარჩენილ ექოს
ბავშვის სილაში დახატულ მზეს
სანაგვეზე მიყრილ ოცნებებს
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესრტს
ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს
ახალგაზრდობა გახსენებულ
მოხუცის თვალებს გავხარ
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესრტს
ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს
ცელქობით დაგლილ
ტომსოიერს გავხარ