მან გვირგვინი სიცოცხლეში დაიდგა, თუმცა სიკვდილის შემდეგ გაამეფეს - ეს მარტო ქართული საქმე როდია, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ გვახასიათებს. თუ ვინმე გამორჩეულია, მის გარდაცვალებას ველოდებით, თითქოს მანამდე კარგის გამეტება გვრცხვენია. მას შეიძლება, გულის სიღრმეში ასეც ერჩივნა - მშვიდი ცურვა, სანამ ნაპირს არ მიაღწევდა. შეიძლება - პირიქითაც.
ახლა მკითხაობა რთული საქმეა:
ეს კი უსათოუა - თუ ვინმე არის მეოცე საუკუნის მიწურულის და ოცდამეერთეს ქართული ხელოვნების სახე - ერთ-ერთი პირველი ირაკლი ჩარკვიანია - რეაქტიული კლუბიდან დაწყებული ჰიპერრეაქტიული კომპოზიციებით დასრულებული.
ჭირდება თუ არა ძეგლი ირაკლი ჩარკვიანს? ეგებ არტისისტის სახელი სწორედ ძეგლომანიის საწინააღმდეგო სიმბოლოდ ,,გამოგვეყენებინა’’, თუ პირიქით - მეფის მემორიალი მისი ფენომენის ახალი თაობისთვის შეხსენების ყველაზე კარგი გზაა? ეს კითხვა საზოგადოების ნაწილს აწუხებს და დღემდე კამათობენ კიდეც.
19 ნოემბერს მას 50 წელი შეუსრულდებოდა. სტუმრად , მუსიკალური პროდიუსერი - გიორგი ასანიშვილი გადაცემაში "წითელი ზონა"
ფილმი - გიორგი შენგელაიას ,,ორფეოსის სიკვდილი’’ (1996)
11 ნოემბერს, პარასკევს, 00.00 საათზე - პირველ არხზე
* * *
This post has been edited by ამნეზია on 8 Nov 2011, 18:43