ფესტივალი კარგია და ხელი გამიხმეს და ენა მომძვრეს რამე რო ვთქვა ასეთი კარგი ფესტივალის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ ქვეყანაა დამპალი და ამ ფესტის ბექგრაუნდიც ისევ სახელმწიფო ხელშეწყობა და ისე პოლიტიკური ამბიციებია, რათქმაუნდა ეს იმ შემთხვევაში თუ ვენდობით ამ ცოფიან დასახვრეტ ჟურნალისტებს სთარს.ჯი-დან.
ციტატა:
"თბილისში “დიდი” ევორვიზიის დროს ჩატარდება სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი “Tbilisi ofen iar altervizioni”. აბა რა ეგონათ რუსებს ასე გავჩერდებოდით და ამ “ უდაო ნიჭს” არავის არ მოვასმენინებდით?! ვერ მივართვით, “მას შემდეგ რაც ქართველი კონკურსანტები ტექსტის გამო “დაიწუნეს” რუსებმა, სწორედ იმ დღიდან დავიწყეთ ამ ფესტივალზე ფიქრი და განვახორციელებთ 16 და 17 მაიისს იპოდრომზე” - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ. ეს ფესტივალი ღია პროტესტია რუსული ევროვიზიისთვის. 16 და 17 მაისს გაისმება თამამი სიმღერები. პროექტის ფარგლებში შეიძლება საქართველოს ეწვიოს მომღერალი ბიორკი. ხოდა ჩვენი “კეთილსმოსურნეების” გულის გასახარად მსოფლიო მოსახლეობის თვალი არა დათუჩასკენ არამედ საქართველოსკენ იქნება. აი ჩვენზეა რა ნათქვამი “ზოგი ჭირი მარგებელიაო”. აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას put in-ო. "
ევროპაში რო არ მიგვიღონ როგორც ევროვიზიაში იმის გამო რომ ასეთი ბანძები ვართ, იქნებ ანიტი-ევროპაც გავაკეთოთ?
ალტერვიზიონ არა კვახი.
ჰოდა ეს არის რა ქართული "დამოუკიდებელი მუსიკა" და ფესტივალები.
სხვა მხრივ მივესალმები, რამდენიმე მართლა კარგი ჯგუფი ჩამოდის და სამივე დღეს შევეცდები მოვიდე.