დიდი მადლობა რჩევებისთვის. პასუხს გავცემ ეტაპობრივად.
1) ფეის კონტროლის და ეგეთების სასტიკი წინააღნდეგი ვარ, ერთი სოციუმის არსებას მეორე სოციუმის არსება არასოდეს არ ევასება, არადა ეგება და იმასაც უნდა მოსმენა? ნუთუ ვუდსტოკზეც იყო ფეისკონტროლი? თუ რომელიღაცა თქვენთაგანს ვიღაცა არ ევასება, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და სხვაგან დადექით, და კიდე რა გარანტია გაქვთ რომ თქვენ ფეის კონტროლი შემოგიშვებთ?

ასე რომ ეს გამორიცხულია.
2) ფანტასტიური გემოვნება გაქვთ - შემიძლია შეგიქოთ. კარგი ჯგუფები გიწერიათ. მარა 98% არარეალურია

მითუმეტეს 3 კვირაში. გემოვნებაზე მეც არამიჭირს, და რამე კარგს ავარჩევ, რელაქს.
3) რაც ეხება ქართულ ბენდებს: გავიმეორებ - ჩვენი ლეიბლის ფესტივალია, და ვინც ჩავთვალეთ საჭიროდ ისინი გამოვიდნენ. ჩვენი ლეიბლის არტისტები არიან და მემგონი ამის უფლება გვქონდა.
4) ერთი სტილის მუსიკა 1 სცენაზე - Prodigy და Franz Ferdinand რომ გამოდის ერთ სცენაზე ხოლმე, რატომ არავის გიკვირთ? Rock'n'Coke ე რამოდენიმე მაინც იქნებით ნამყოფი და იქ ნამდვილად არ არის ხოლმე 1 სტილის მუსიკა. კიდევ ერთხელ - ფესტივალის ორგანიზატორები იტოვებენ იმის უფლებას რომ A&R თვითონ გააკეთონ. მე სრულიად სწორედ მიმჩნია 1 დღეს ელექტრონიკა და ჯაზი და როკი და ვორლდი - საინტერესოა, ფესტივალია, 3 დღიანია და ყველანაირად მრავალფეროვანი უნდა იყოს.
5) პოლიტიკის თემა - სცენიდან რომელიმემ მოგმართათ პოლიტიკური განცხადებით?

არა
ეხლა რაშიც გეთანხმებით:
ტუალეტები არის სირცხვილი, სასმელი ღირდა ძვირი, კვირას ძალიან გამკაცრებული იყო კონტროლი, და კიდევ ერთი რამე რასაც მე ხმამაღლა ვერ ვიტყვი (ჰეჰეჰე)
რაც ეხება მუსიკას - არასოდეს არავის უთქვამს რომ ჩამოგვყავს მეგა სტარები, და არასოდეს არ მოგვიხვევია ჩვენი აზრი არავისთვის. პირველისთვის არაუჭირდა, ისა ესა - თამამად ვიტყვი ძალიან კარგი იყო. საუნდიც კარგი იყო - ოღონდ მხოლოდ მაშინ როდეს იდგნენ ჩვენს მიერ დაქირავებული ხმის რეჟისერები, არ ვარგოდა სრულიად მაშინ როდესაც დგებოდნენ ბენდების ჩამოყვანილები - ასე მოხდა ჯაზანოვას დროს და ამიტომ ჩაგვშხამდა - რაღაცეები გამოერთო, და ვერაფერი ვერ გაიგო!!! (სირცხვილი მას), კიდევ იყო 4-5 ეგეთი... დანარჩენზე - თუ ვინმე შემეკამათება, რომ თბილისში ასეთი საუნდი აქამდე მოსმენილი აქვს, ქართულ აპარატურაზე - მოვიდეს და თვალებში შემომხედოს!!! 8 ბენდიან კონცერტზე - 15 წუთიანი საუნდჩექებით. ძირითადმა ნაწილმა იცით სადაც მიპოვოთ - მოდით და მეკამათეთ.
შვილს რომ გაგილანძღავენ ეგრე ვარ ეხლა
ესეც ჩემგან
http://www.youtube.com/watch?v=OuvViwxpDwA