გამარჯობა,
ვიცი ბევრს მოვენატრე ალბათ

)
მოკლედ როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე ჩემმა "გასახმობმა" ფეხებმა მაინც მიმიყვანეს ამ ფესტივალზე, კარგად მოვისმინე დავაკვირდი ყველაფერს და მოდით ეხლა ვთქვათ...
ორგანიზების პრობლემებზე აღარ შევჩერდები ამით ვერავის გავაკვირვებ საქართველოში... ასე რომ პირდაპირ მუსიკაზე გადავალ. დავიწყოთ იმით რომ პირველ დღეს რომ იტყვიან "ძაღლი პარტონს ვერ ცნობდა" და "დედა შვილს არ აიყვანდა ხელში" ისეთი "ზვუკი" იდგა... მეორე დღეს "ძაღლმა პატრონი იცნო", "დედა ისევ ძალიანდებოდა და უარყოფდა საკუთარ შვილს"...
არ ვიტყოდი რომ ქეთათომ და რობიმ დაგლიჯეს ბულვარი, პირდაპირ ვიტყვი რომ უხარისხობის აპოგეაში ვიგრძენი თავი და მეორე დღეს ფესტივალის დახურვაზე გახეული მთვრალი რობი და თინეიჯერი 16 გოგოსავით (რაღაცის დამტკიცებას რომ ცდილობენ სამყაროსთვის) რაღაც გაუგებარი ტექსტების მოყვირალი ქეთათო ხომ საერთოდ ვერანაერ კრიტიკას ვერ უძლებს... ამ მომენტში თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი პირდაპირ გეტყვით როგორც მსმენელმა.
როგორც იქნა ვნახე "კუნგ-ფუ-ჯანკი" და "სპანდერა და კომპარტია" ცოცხლად, ცოდვა გამხელილი ჯობს და რაღაც მომეწონა მათში... მაგრამ ეს რაღაც ნამდვილად არ იყო მათი მუსიკა, მე მიმაჩნია რომ ისინი "ზარმაცები" არიან... ნუ ეს სხვა თემაა... კიდევ "მუსირებდა" აზრი საერთოდ რატომ არიან აქ ესეთი ჯგუფებიო (ანუ ელექტრონიკა), მე ამ აზრს არ ვეთანხმები, როკ-ფესტივალი აუცილებლად მძიმე ბუგის დაკვრას არ ნიშნავს ...
დაწვრილებით აღარ მოვყვები ჩამოთვლას რა ხდებოდა იქ და რა სასტავები გამოდიოდნენ... მდგომარეობა სავალალოა..!!! ჯგუფების უმეტესობა საერთოდ ვერაფრით გამოირჩევა. თუმცა მინდა მაინც ავღნიშნო რამოდენიმე ნათელი წერტილი, იყო რაღაც გამონათებები მაგალითად "ნებო-სსსრ" და კიდევ ჩემდა გასაოცრად კარგად გამოვიდნენ "პორნოპოეზია" და "665", არ ველოდი... მოკლედ ბოლო-ბოლო ვიტყვი და დავამთავრებ ისევე როგორც ყველა სფერო ეს სფეროც საქართველოში ქვევით-ქვევით მიექანება და ამის გამო ძალიან მტკივა გული... ნეტა მეც ქალაქურებს ვუსმენდე და ხომ არ მექნებოდა ეს პრობლემა? ეეეჰ...!!!

(