სიმღერას არვიცი რა ქვია, მაგრამ ლექსი ტერენტი გრანელისაა და უსათაუროა.

* * *
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა
ძვირფასო... რატომ დაიგვიანე.
ეხლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ეხლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს...
ესე გაივლის წამება ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ისევ მოგეფერები..
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები... ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის......