დემეტრეს... /გელა დაიაური/
მომენატრე, ჩემო შვილო,
შენს ცრემლიან თვალებს ვფიცავ,
დარდი უნდა შემოგჩივლო,
ვისაც არ გეღირსა მიწა...
ყურს არღუნის ჩარჩა ხველა,
გული გამეხლიჩა სამად,
ვერაფრით რომ ვერ გიშველა,
რატომ არ მოგიკვდა მამა...
მოდი, მამას უდარბაზე,
გეფიცები, შენს სულს, შენს თავს,
ყოველ ავლა-ჩამოვლაზე,
შლეგ არღუნის ტალღებს შანთავს...
მოდი, გამოტეხე კარი,
მოდი, გამინათე ცანი,
ანგელოზის სიანკარით,
მომანათე ორბის თვალნი...
მოდი, შენ შემიშრობ ცრემლებს,
მონატრების პერანგს ვიცვამ,
ხომ წესია, ჩემო დემე,
უნდა დამაყარო მიწა...
მოდი, დამანატრე თავი,
თუ მანდედან ვინმე მოდის,
თან ცივია ეს გულშავი,
როგორ გამეყინებოდი...
3.11.2010
აუუუუუუუუუ გამიჩერდა გულიიიიიიიიიი

რა საცოდაობააააა

ხსოვნა იყოს მათი საუკუნოდ
This post has been edited by ekageo on 23 Jan 2013, 17:52
მიმაგრებული სურათი