wuma
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 152562
რეგისტრ.: 1-August 12
|
#37338231 · 22 Jul 2013, 12:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თეონა ქუმსიაშვილს
1. ჩემი ფშავლის ქალა გალობს...
შაშვი დადუმდა, არაგვი გაირინდა, მზემდე ცაბაურთა ჰყუდავ ჩაღრუბლული, ჯაბანიშვილების კოხტა აივნიდან ციდა ფშავლის ქალა გალობს – მთის ბულბული. ხელს ცამდე იწვდიან მისი გვარ-ჯიშანი, ამ ცა-მზეს გაუმრავლდი, ბულბულის ცალო. ჰყუდავ ცაბაურთა ჯავარ-ზავთიანი, გული ყელში მჩრია, ჩემს სათქმელს გალობს... ერთპირ გაუხსნია ზეცას ცხრავე კარი, მთავარანგელოზი გვფარავს და გვწყალობს, ხევისპირ, ფიცრული კოხტა აივნიდან, ჩემი ფშავლის ქალა გალობს...
2. ნამით პირნაბანი სამყურები
როგორ ციმციმებენ ალმასივით, ზეცის თითობეწო ნაჟურები, ახლა აღარაფერს აღარ ვჩივი, შენც თუ შეგაყვარე სამყურები... … კარგაძალი გზაა შატილამდე და შავი არაგვი მიგვაცილებს ჩვენს დუმილს ვიხსენებ ამდილანდელს, უხმო სინანული მინაპირებს...
თურმე რა ლამაზი ფიქრი იცი, სურვილს გვიზიარებ არცთუ იოლს, ბევრს ვერ დაგპირდები, თეო, წინწინ, ცხენები ბლომად ჰყავთ შატილიონთ...
შენთვის ლამაზ თეთრონს ამოვარჩევ, (მე წაბლა მომწონდა თავიდანვე), ჭენებით მივიდეთ არდოტამდე და იქ გავითიოთ სამი ღამე.
დღისით ვიქეიფოთ ხევსურებთან, ვწრუპოთ ქალაქური შავი ღვინო, ლექსით თრობის ეშხში შესულებმა გათენებმდე ვერ დავიძინოთ...
უფრო მომინდება შენი ნახვა მერე, თბილისში რომ დავბრუნდებით, თუკი შენც ჩემსავით შეგიყვარდა ნამით პირნაბანი სამყურები.
3. მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..
ჩაგაცმევენ საქორწინო წითელ კაბას, ლამაზ თვალებს ვერ დამალავ მანდილში, თავსდამტყდარი ემგვანება უცხო ამბავს, ორხევიდან წაგიყვანენ შატილში....
ქედს გადაღმა მშობლიური იალნოა, არდოტისკენ კვლავ საავდრო ნისლია, სიყვარული ცოტა უფრო გვიან მოვა, თვალებს ცრემლით ნუ იშავებ, ნიბლიავ!
ალუდას და ზვიადაურს დანაფერი სიძე მაყრებს მოიყოლებს მის მგვანებს, ქმარ-მაზლანი გიმღერებენ “არხოტოს” და კარკუჩით რომ ქალი ჩამაიყვანეს...
ცხენზე ჯდომას გასწავლიან ფშავლის ქალას, ვერცხლის შიბით დაიქარგავ საკინძეს, კოპალა და იახსარი დაგიფარავს, კაცრიელი გინდაც ყველა გაგიწყრეს...
გალაღდები, ქალის ჯარში დამშვენდები, გაივსები, მტერსაც მოეწონები, გაის ამ დროს ტყუპი ვაჟით გაბევრდები, გულისგულში შეგნატრებენ სწორები...
შენი სულის და ოცნების ლურჯი ჩიტი სიმღერებად თუ გადმოსკდა ნაპირებს, შენს ქმარს აღარ დასჭირდება ბარად ჩასვლა, ზამთრის დღეებს ისე გაუაპრილებ...
ხევსურ ქმარ-შვილს შეავედრებ მამისხატებს, მიმწუხრისას ფშაურ ფანდურს მაჰხელავ, დრო მოვა და სხვა სიზმრებსაც ამიცხადებ... მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..
4. სამყურა
ჩარგლულა დაწრეტილა, ცრემლად დის, ნატვრის ხეს გაჰხმობია ფესვი. სადღაც დაგიკარგავს იმედი, ნუგეშად გაქვს ჩემი ლექსი... ნისლი მოუბურავთ ფშავის ხევებს, ტაროსი ირევა ცუდად. ჩემსკენ გამოშვერილ ფერმკრთალ ხელებს გულის შეშველება უნდა... ნათალ თითებშუა თოთო ბალახს ქარი ანანვებს ნელა, ხვალ არ ეყოლება თბილის-ქალაქს შენზე ბედნიერი, მჯერა. - “ნატვრის ხეო...” - ჩუმად ჩაიმღერებ, ქვეყნად ურწმუნოებს წყევლი, ჩემს ძუნწ ალერსს უხმოდ შეიფერებ, თვალში გაგიკრთება ცრემლი. შენი ცრემლი წმინდა მირონია, სულში უნებურად დამთბა. “ოთხყურა”სამყურა გიპოვნია, ღმერთმა აგიხდინოს ნატვრა!
5. ნათლისღების ნათელ დღესა
ნათლისღების ნათელ დღესა, ვეგებები დილის მზესა, ვიფაქიზებ სულს და ხელსა, სუნთქვას ვაყურადებ შენსას... გელოდებით მკათათევეში, ორთა მოციქულთა დღესა, გელოდებით, ვემზადებით, შენით ვისხამთ ფერადებსა... სახლს მამაშენი გიშენებს, დედა გიმღერს ნანინებსა, ბიძებისთვის იმედი ხარ, გააჯავრებ იმათ მტერსა. ერთი ბებო - სანათაც გყავს, ზის და გიქსოვს ჭრელ-ჭრულებსა... ენას ჭიკჭიკით აიდგამ, გაამრავლებ ხევსურეთსა... დააბედებ შენ დედმამას წელჩაგდებით სამ-ოთხ ძესა. გეფერებით, გელოდებით, ზუსტად ლაშარობის დღესა... ლაშარს სამწლისთავზე მიგგვრით, უფალს - მეორმეოცე დღესა... აღმოსავლის ცის კიდურზე ლოცვით ვეგებები მზესა... ნათლისღების ალიონზე სიხარულად მოხველ ჩვენსას...
მარიამ ხუცურაული (სანათა)
--------------------
was born to fly
|