2014 წლის 27 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. თეონას გაიხსენებენ მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, კლასელები, მოსწავლეები, მეგობრები, თანაშემოქმედნი და ყველა ის ადამიანი, ვინც თეოს პირადად იცნობდა. საღამოზე იქნება მოგონებები თეოს შესახებ და ვიდეო ჩანაწერები მისი შესრულებით.
დასწრება თავისუფალია.
www.paata.ge