ტიროდა მთელი დარბაზი...
გული დამეწვა - ასეთი ხელოვანი ყავდა საქართველოს (შეადარეთ თუნდაც ცნობილი ანსამბლების მიერ ნამღერი თეონას ნამღერს) და არც ერთი პროფესიონალური ვიდეოჩანაწერი არ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ გამოჩენილა)!
რადიოსადგურები?
პროდიუსერები, ორგანიზატორები...?
სანამ თეონა ცოცხალი იყო სად იყვნენ ესენი?
რასაც მე ვუყურე, პაატას და გელას ორგანიზებული კონცერტებია... სად იყვნენ პროფესიონალები?
2006 წელს ჩამივარდა ხელში თეონას რამდენიმე სიმღერა და იმის მერე, გარდაცვალების დღემდე ვერავინ ვერ მითხრა ვინ მღეროდა... 23 ივლისს ერთ ერთ სამძიმრის თემაში წავაწყდი ლინკს და აქამდე უცნობის ნაცნობი ხმა რომ გავიგე...

!
თეონა ყვითელი ვარსკვლავი არ ყოფილა და არც მოთხოვნილება ქონია პოპულარული ყოფილიყო. უბრალოდ, აკეთებდა იმას რაც უყვარდა, აკეთებდა ყოველთვის მთელი გრძნობით და ამას მის ნებისმიერ სიმღერაში იგრძნობ. აუდიოჩანაწერში იმასაც კი ხედავ როგორ და როდის გიღიმის სიმღერის დროს...
სამწუხაროა, რომ ოჯახის და იმ ახლობლების გარდა, ვინც თეონას იცნობდნენ, ჩანაწერები არ არსებობს. გაივლის დრო და ბევრი ქართული ხელოვნების ქომაგი თავში შემოირტყავს იმიტომ, რომ დროს უკან ვერ მოაბრუნებს და მომავალ თაობებს თეონას რამდენიმე სიმღერას გადასცემს იმ უამრავიდან, რომელსაც თეონა მღეროდა!

პ.ს. გუშინდელი საღამოს მაგივრად თეონას სოლო კონცერტზე მოვსულიყავით ჯობდა, მაგრამ რეალობა დაუნდობელია.
მადლობა გელას, პაატას და თეონას ყველა ახლობელს, ვინც გუშინდელი ხსოვნის საღამო გაგვიზიარა... პროფესიონალები გუშინაც არ ჩანდნენ (არა მგონია გელას და პაატას საიდუმლოდ დაეგეგმა ყველაფერი და ვერც იმას დავიჯერებ, რომ საღამოს მოსაწყობად პროდიუსერების და ა.შ. სურვილზე -წვლილი შეეტანათ გუშინდელი საღამოს ორგანიზებაში - უარს იტყოდნენ ).
...