ვერც მე გავიგე მოკვდა თუ არა. ალბათ გეი პარადისთვის ემზადება და იქ გამოვა. იავიცი აბა
* * *
13:01 / 01-06-2009
რა ბედი ეწია ჯაბა ბოჯგუას
უკვე ორი თვეა მომღერალი ჯაბა ბოჯგუა სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს და 8 მაისს სახლში გაწერეს. დიაგნოზი ტვინის შეშუპებაა. ჩვენ მის დედას, ქალბატონ მანანა გვასალიას დავუკავშირდით და ჯაბას მდგომარეობა გამოვკითხეთ:
- ჯაბას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, არ გაუარესებულა, მაგრამ თვითონ უკონტაქტოა. ვერ აზროვნებს, ვერ გვცნობს. სახლიდანაც ვერ გავდივარ. მის საწოლთან მიდგას სკამი და კანის ფერს ვაკვირდები, იმის შიშით, არაფერი დაემართოს. ასეთი ავადმყოფის სახლში ყოფნა არ შეიძლება, ის ხომ ვერ იტყვის, რა სტკივა, რა უჭირს, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ღუდუშაურის საავადმყოფოში რომ იწვა, ყველა ხარჯი საავადმყოფომ გაიღო, რაც შეეძლოთ, ყველაფერი თავიანთი სახსრებით გაუკეთეს, არავის არაფერი გადმოურიცხავს, ღმერთის ანაბარაღა ვარ დარჩენილი.
- რამ გამოიწვია ტვინის შეშუპება? გავრცელდა ჭორი, რომ ჯაბას ციხეში სცემეს...
- არ დაიჯეროთ, ეს ტყუილია. ჯაბა გულით იყო დაავადებული. ადრეც გაუჩერდა გული, მაგრამ დროულად მივხედეთ და ორ საათში გაწერეს საავადმყოფოდან. ციხის ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ შაბათს დილის ათის ნახევარზე რომ გაუჩერდა გული, კვირას დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჯაბას უჟანგბადობით შეუშუპდა ტვინი. გულის გაჩერება კი ნერვიულობამ გამოიწვია. ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი ციხეში. ადვილი გადასატანი ხომ არ არის, ამდენი რამ დავკარგეთ, ჯაბამ მომხდარი ძალიან განიცადა. შაბათს დამირეკა და მითხრა, ცუდად ვარო... დავამშვიდე, გაგივლის, ნუ ნერვიულობ-მეთქი. ვერ წარმოვიდგენდი, ასე მძიმედ თუ იყო საქმე, თორემ მე თუ ვერ შევიდოდი ციხეში, თქვენი, ჟურნალისტების დახმარებით მაინც გავახმაურებდი ამ ამბავს, კეთილს ინებებდნენ და დროულად მიხედავდნენ...
- იმედს თუ იძლევიან ექიმები?
- არაფრის იმედი აღარ არსებობს. რამდენჯერმე ჭორიც გავრცელდა, ჯაბა მოკვდაო. არ დაიჯეროთ, ის ჯერ კიდევ სუნთქავს და სანამ ასე იქნება, ის ცოცხალია.
- ყველაფერი დავკარგეთო, მითხარით, რას გულისხმობდით?
- ბინა გავყიდეთ, ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, რომ მომჩივანი, დაზარალებული გაგვესტუმრებინა, მაგრამ არაფერს ვჩივი, ოღონდ კი ჩემმა შვილმა ხელი მომკიდოს, თვალებში ჩამხედოს და მიცნოს...
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/kultura/5356-ra-bedi-...l#ixzz0xlDpx1w1
Even though I walk through the valley of the shadow of death, I will fear no evil
acceƨƨ gяanƭeɗ ☠✭⌨