1. How many times
2. Yet I Cannot Be ...
3. Wait
4. Life Starts Killing You
5. No Deal
6. Labyrinth
7. Man And Time
8. Winter Evening
9. The Way (Through Catharsis Gallery)
10. In The Bar
Catharsis Gallery კათარსისი გალერეა - სიცოცხლე - გრძნობების, ფიქრების, გარემოებების ვითარების და კონცეპციების გალერეა. ჩვენ გავდივართ მას ჩვენი ოცნებების და მიზნების მისაღწევად. არ ვაქცევთ ყურადღებას გარემოს, ვინაიდან ჩვენი უფრო მნიშვნელოვანია, ან პირიქით დამოკიდებულები ვხდებით მათზე.
"How many times" ეს არის ალბომის და ალბომში მოთხრობილი ისტორიის დასაწყისი. წარმოვიდგინოთ ვინმე პიროვნება რომელიც ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით – ოჯახი, სამსახური, მეგობრები, მაგრამ აწუხებს ახალგაზრდობაში დავიწყებული ოცნებების ასრულების მოთხოვნა. მან ეს გააკეთა ვინაიდან უნდა ყოფილიყო რეალისტი და ეცხოვრა ნორმალური ცხვორებით, და ვერ გარისკა თავს დროზე მიეძღვნა ყველაფერი თავის ოცნებებს. ოცნებები სურვილები - მოცემულია თვით ღმერთისგან და ძალიან მარტივია, ჩვენი ამპარტავნობით და სიხარბით, ვაქციოთ ისინი ყველაფერ უარყოფითში. მეორე საშისროება – მაგათზე უარის თქმა, რაც მოცემულია ღმერთისგან არ უნდა იყოს უარყოფილი.
ორი ტიპის ადამიანებია - ისინი ვინც გაბრუებული და დაბრმავებულია თავიანთი შესაძლებლობებით, ნიჭით და წარმატებით, და კარგავს კავშირს რეალობასთან – გონია რომ ყველაფერი შეუძლია და არ არსებბს არაფერი რამაც შეიძლება შეუშალოს ხელი. სერიოზულ პრობლემას ვერ საერთოდ ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ აქცევს სათანადო ყურადღებას. და ეს პრობლემა საბოლოო ჯამში მოუღებს მას ბოლოს.
მეორე - უმნიშვნელო პრობლემას როგორც კი წააწყდება - მზად არის დანებდეს და დაარწმუნოს საკუთარი თავი იმაში რომ მაინც არაფერი გამოვა და აზრი არ აქვს ბრძოლას.
ორივე მათგანი ამ შემთხვევაში ებრძვიან სიცოცხლეს. პირველი კატეგორიის ადამიანები - იმისათვის რომ დაარწმუნონ გარემო თავიანთ უპირატესობაში, მეორე კატეგორიის ადამიანები – ებრძვიან თავიანთ სურვილებს და ოცნებებს – რომ მოიპოვონ სტაბილურობა და თავიანთი სისუსტის გამართლება. ვებრძვით მოკლედ ცხოვრებას, ვკლავთ ჩვენში არსებულ სიყვარულს, ვხარჯავთ იმედებს. საკითხავია კი – რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე შეცდომები? ანუ how many times?
ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი პერსონაჟი ვეღარ უძლებს მის გარშემო შექმნილ ტრივიალურ და ბანალურ ვითარებას და მასში იბადება პროტესტი. მას უფრო მეტი უნდა და სტაბილურობა და კარგად ყოფნა მაგისთვის უკვე საკმარისი არ არის. Yet I cannot be. მას არ შეუძლია იყოს ვინმე სხვა – რაციონალური, სტაბილური, წინდახედული. მას უნდა იყოს ის ვინც არის – ადამიანი რომელიც მზად არის დადოს კონზე ყველაფერი.
"Wait" - უბრალოდ რჩევა მისთვის. ჩვენ როგორც კი გვეძლევა რაიმე შანსი ყოველი დაფიქრების გარეშე მზად ვართ გამოვიყენოთ ის ვინაიდან სხვა შანსი არ იქნება. ხშირად კი ასეთ და ვითომ უნიკალურ შესაძლებლობას მოაქვს უფრო მეტი უარყოფითი ჩვენი სულისთვის. არ შეიძლება ვიცხოვროთ და მივიღოთ გადაწყველტილება, როდესაც არ ვიცით რა და როგორ. ყოველთვის ჯობია დაელოდო და დააკვირდე. არ ვგულისხმობთ უარის თქმას, ვგულისხმობთ მოთმინებას. სანამ რაღაცას ავიღებთ სულიერად უნდა ვიყოთ მზად.
"Life starts killing you" - როდესაც ჩვენ ვხდებით ჩვენ სურვილებზე, ოცნებებზე დამოკიდებულნი, ჩვენ ვექცევით ჩვენი სიხარბის მონებად, და ცხოვრება კი არ გვმატებს ენერგიას და ძალღონეს – პირიქით. ჭეშმარიტი სიყვარული – თავისუფალია ყველანაირი შურიანობისგან, სიხარბგან და ფანატიზმისგან. ჩვენი გმირი კი როგორც ადამიანების უმეტესობა ვერ უძლებს ამ გამოცდას, ვინაიდან აიღო რაღაც ძვირფასი როდესაც სულიერად არ იყო მზად.
"No Deal" - აიღო, და წააწყდა ისეთ პრობლემებს რომლისთვისაც მზად არ იყო და ელის შველას. გასაჭირი კი მოცემულია თვით ღმერთის და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გადავლახოთ ჩვენით ამიტომ - No Deal.
"Labyrinth" - ეს ასე ვთქვათ დაკვნაა. ჩვენ (კაცობრიობა) ვართ დაკარგულები რელიგიების, ადათების, ფილოსოფიური კონცეპციების, წესებისა და კანონების ლაბირინტში და ვიმედოვნებთ რომ ბოლოში მაინც გამოჩნდება ჭეშმარიტების სინათლე. მაგრამ თუ გაგვაჩნია რომ რააცა არის მართალი და რაღაცა პირიქით ჭეშმარიტებას ვერ ვიპოვნით. ყველაფერი რაც ხდება ხდება ღმერთის ნებით და ყველაფერს აქვს დანიშნულება. კარგია თუ ცუდია მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო და იმიტომაც არის. და არ აქვს მნიშვნელობა რა გზით მიდიხარ, არც იმდენად მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ გადიხარ.მთავარია რა გაქვს შიგნით როდესაც გადიხარ ამ გზას. და თუ შიგნით ყველაფერი დალაგებულია უფრო მეტი შანსი გექნება აირჩიო საუკეთესო გზა.
"Man And Time" - არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდ მდგომარეობაში ხარ. თუ სულში დარგრჩა ის რაც არის ჭეშმარიტი ყოველთვის მოგეცემა საშუალება იპოვო შენი სიმშვიდე და ბედნიერება.
"Winter Evening" - ღამის წინ. სანთელი – სიცოცხლე, ზამთრის საღამო – სიკვდილი რომელიც ნელა მაგრამ გვიახლოვდება. მაგრამ სიკვდილი დასასრული არ არის.
"The way" - სწორე გზით მივდივართ თუ არა, ჩვენ ვირჩევთ თუ უკვე კარგი ხანია გადაწყვეტილია რა გზით წავალთ და მაგას ვერ შევასწორებთ - ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ჩვენი დანიშნულების ადგილი. თქვენ იცით თქვენი?
"In the Bar" - ოფიციანტი ჯოჯოხეთიდან და ბარმენი, რომელიც აშკარად სამოთხესთან არის დაკავშირებული. ისინი ყოველთვის ჩვენს გარშემო და ჩვენში არიან. ოფიციანტს მოაქვს ჩვენი ცხოვრება, მოხარშული ჩვენს დანაშაულში და სისუსტეში, რაც უნდა ვიზიაროთ და რაც უნდა გამოსწორდეს. და ბარმენი არ არის ის ვინც გამოასწორებს ამას. ის უბრალოდ გველოდება.
ალბომის მოსმენა შეგიძლიათ აქ
http://georgian-rock.com/?p=475