სიმართლე რომ გითხრა მაგარი გათიშული ვარ, 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე გამოძახებაზე ვიყავი :| დღეს პირველად დავისვენე ნორმალურად და ნორმალურად მეძინა. რაგა დღეს... გუშინ უფრო სწორად :\ 7 საათში ისევ ავდგები და GO ჯარში ეგრევე.
შენ როგორ ხარ?

პლიუს ამას კომპიუტერმა დაიწყო ჭედვა და არ ვიცი რატომ, ვინდოუსი კი გადავაყენე 1 თვის წინ... მოკლედ პროგრამა მიჭედავს მაგრად და ნერვები მაწყდება

მარა მაინც ვაკეთებ მუსიკას, ოღონდ დიდი წვალებით ...
ეს რამოდენიმე დღეა რაც დავიწყე Cyclorama-ს პირველი ვარიანტის დასრულება და 1 კვირაში უკვე დავასრულებ მგონი. ამის გარდა კიდე ბევრ პროექტზე ვმუშაობ მარა ძირითად დროს cyclorama-ს ვუთმობ.
მოკლედ მომდევნო 1 თვის განმავლობაში ერთი 5-6 ტრეკს დავასრულებ. ესენია:
Autumn; (chillambient)
Cyclorama; (Subient)
Priest part II; (Dark ambient/Drone)
Virus; (Darkstep)
System activated. (Dark Electronic)
მეექვსე პროექტი ახალია და სახელი ჯერ არ შემირჩევია

ჟანრი Drum n bass-ა ოღონდ ცოტა განსხვავებული.
დანარჩენ პროექტებზე უფრო მეტია სამუშაო, ეს ჩამოთვლილი პროექტები კი მინიმუმ 60%მდეა მიყვანილი ^^
მოკლედ იმედია მალე ვიხილავთ დასრულებულ ტრეკებს. ვეცდები მალე დავასრულო.