სალამი ხალხნო,
არტგენის არც ერთ დღეს არ ვტოვებ და გავკადნიერდები და გეტყვით რაც ხდება

მოკლედ, ბილეთების ფასების თემა მოვიშოროთ უცებ:
თვითონ კონცერტზე დასწრება უფასოა, ფასიანია ეთნოგრაფიულ მუზეომში შესვლა. ფასები შემდეგნაირია.
18:00–მდე – 3 ლარი
18:00–დან 20:00–მდე 5 ლარი
20:00–დან ზევით 10 ლარი
სიტუაცია არის ძალიან მაგარი. სკამებზე სწორი რჩევაა. 33ა–ს კონცერტზე სკამზე კი არა მდელოზეც კი კარგი ადგილები დაკავებული იყო.
დროს რაც შეეხება, ფესტივალის პროგრამა ხშირად არ მისდევს განრიგს. ოფიციალური განრიგი ასეთია:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 შავნაბადა, შვიდკაცა (გურია)
20:00 "სკოტები" (შოტლანდია)
22:30 ნინო ქათამაძე
თუმცა კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ადგილზე შეიცვალოს. ადგილებს კი 20:00 საათიდან თუ არ დაიკავებთ, მერე მდელოზე მოგიწევთ გაჩერება.
სიტუაცია არის ძალიან მაგარი, პუბლიკაც დამაკმაყოფილებელი (აქამდე ასე იყო). ხმაც ხარვეზებით, მაგრამ ჯამში კარგი.
დღეს იყო ნინო ზუმბას კონცერტზე და ცეკვავდა