დასტური იმისა, რომ ნიჭი არასოდეს არ დაიკარგება და შრომა დაფასდება.
არავის არ ბაძავს. ყველაფერი თავისია და ის მუსიკოსებიც, რომლებთანაც ერთად აქვს ჩაწერილი სხვადასხვა დროს ალბომები, ზუსტად გრძნობენ რასაც ასრულებენ.
ამიტომაცაა მთლიანობაში ყველაფერი ასეთი ლამაზი და გენიალური.
<3
ერთი მომენტი: იუტუბზე, ნინო ქათამაძის ოფიციალურ არხზე ვიდეოების ნახვების რაოდენობა გასაკვირად მცირეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან პასიურები ვართ გაზიარებაში.
ვიდეოჩანაწერები (მათ შორის საკონცერტო გამოსვლებიც) Full HD ფორმატშია ატვირთული და აუდიოს ხარისხიც საკმაოდ მაღალია...
დარწმუნებული ვარ ისინიც კი, ვინც კარგად იცნობენ ნინო ქათამაძის შემოქმედებას, არაერთ ისეთ ჩანაწერს აღმოაჩენენ, რომელიც ჯერ არ უნახავთ...
რაც მოგეწონებათ ნუ დაიზარებთ - სხვებსაც გაუზიარეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ძალიან პოპულარულ და დიდი ნაწილისთვის უსაყვარლეს მომღერლებსაც ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს თქვენი თანადგომა, თან სხვებსაც მისცემთ შანსს გაიცნონ და შეიყვარონ მისი შემოქმედება