ვახ ეს კაი რაღაცა გააძრეს ფბ-ზე
http://berafans.wordpress.com/ეს უძლიერესია მართლა:
რაც არ უნდა გერქვას,შენი სისხლია წითელი
რაც არ უნდა გეცვას,შენ დაიბადე შიშველი
და თუ გამიჭირდა მითხარი ვინ მიშველის
ან საერთოდ არ ვიქნები ან ვიქნები პირველი
ხანდახან ვიბნევი,პასუხებს გთხოვ
როგორ ავაშენო ის რასაც ვერ დაანგრევს დრო
მოგმართავ შენობით ვიყურები მაღლა
მხოლოდ შენ,იცი ვინ ვარ მართლა
სიყვარულსაც ვნახავ დიდ ოჯახს შევქმნი
მოვივლი მსოფლიოს ისტორიას შევცვლი
ბოლოს გეტყვი ქართული ოცნება ავიხდინე
დავიბადე ცრემლებში წასვლის წინ გავიღიმე
დეკემბერი 1994 აქ ვარ
გამარჯობა ცხოვრებას,მოვედი
მეშვიდე პალატა,მეოთხე სართული
დავიბადე პარიზში,თავიდან ფეხებამდე ქართული
ნახე რას გავს,ქართველია თეთრია
მოდით დავცინოთ,მთელს სკოლაში ერთია
გეგონეთ სუსტი,შეგშლიათ ქართულ ოცნებას ვერ ხედავთ
ის თეთრია,ვიყავი მარტო,არავინ არ მყავდა
ყველა ცდილბდა,ვერავინ მჩაგრავდა
ჩემი მიზანი გეგონა სიზმარი
მივაღწევ,მოვალ და გეტყვი “ხომ გითხარი”
და თუ ჩვენთან ხარ ბოლომდე დარჩები
გახსოვდეს ვინ ხარ,არ იტირო ხალხში
მალე ყველა იამაყებს ჩვენით,გპირდები
ქართულ ოცნებას ვჭირდებით
დრო მიდის დე,აღარავარ ბავშვი
ქვეყანა რომ დაინგრევა როგორ ვიჯდე სახლში
მალე ყველა იამაყებს ჩვენით,გპირდები
ქართულ ოცნებას ვჭირდებით
არავინ მელოდა,არავის ჯეროდა
ვიშრომე,ვიბრძოლე შევძელი უთქვენოდაც
მე გთვლიდი მეგობრად შენ ითვლიდი ფულს
ყველა მცნობს,არავინ იცნობს ჩემს გულს
გგონია უდარდელად ვიზრდებოდი,
გგონია ჩემს ადგილას ყველაზე ბედნიერი იქნებოდი
გგონია თავს ვთვლი ვარსკვლავად ცაში ვარ
გგონია ნიუ იორკშიც სახლში ვარ
გგონია არ მინახავს ტკივილი და სიცივე
8 აგვისტოს მეც შენსავით ვიტირე
მეც შენსავით მეტკინა,მეც მაქვს გრძნობა
მეც მყავს დები,მეც ვიცი ძმობა
შეუძლებელს შევძლებ ჩვენი ახალგაზრდობით
ვაჩვენოთ მთელს ქვეყანას გზა ბოლოს ვთქვათ
ქართული ოცნება ავიხდინეთ
დავიბადე ცრემლებში წასვლის წინ გავიღიმე
და თუ ჩვენთან ხარ ბოლომდე დარჩები
გახსოვდეს ვინ ხარ,არ იტირო ხალხში
მალე ყველა იამაყებს ჩვენით,გპირდები
ქართულ ოცნებას ვჭირდებით
დრო მიდის დე,აღარავარ ბავშვი
ქვეყანა რომ დაინგრევა როგორ ვიჯდე სახლში
მალე ყველა იამაყებს ჩვენით,გპირდები
ქართულ ოცნებას ვჭირდებით
გავიხსენოთ როგორ მოვედით ამ ქვეყნად
გვიხაროდა გვიყვარდა და ვიყავით ერთად
ვუყურებდით ცას და ვეხებოდით ვარსკვლავს
ბედნიერ ბავშვობას არაფერი არ გავს
გავიხსენოთ როგორ მივაღწიეთ მიზნებს
როგორ ვეფერებოდით ჩვენი შვილების შვილებს
გავიხსენოთ როგორ არ გვინდოდა წასვლა
არ ვიცოდით რა გველოდა
ჰეი,შეიძლება დღეს ვერ მხედავ
მაგრამ იცოდე რომ აქ ვარ
და ყოველთვის შენს გვერძდზე ვიქნები
ქართული ოცნება!
მალე ყველა იამაყებს ჩვენით,გპირდები!
ქართულ ოცნებას ვჭირდებით
დრო მიდის დე,აღარავარ ბავშვი
ქვეყანა რომ დაინგრევა როგორ ვიჯდე სახლში
მალე ყველა იამაყებს ჩვენით,გპირდები
ქართულ ოცნებას ვჭირდებით