რატომ უჩივიან ჯგუფ "ელდრაინი"-ს წევრებს? პირდაპირ ეთერშია სოფო ტოროშელიძე
GADACEMA COTA YAVA BEVRI CHORI
http://www.youtube.com/watch?v=a3JfEWpknBQ...be_gdata_player * * *
"პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გაუკეთებიათ ყოფილი ელდრაინის წევრებს :
http://primetimenews.ge/category/10/cultur...resklubshi.htmlჯგუფ "ელდრაინის" ირგვლივ გაუგებრონა კვლავ გრძელდება
ელდრაინიჯგუფ "ელდრაინის" ირგვლივ გაუგებრონა კვლავ გრძელდება. ჯგუფის ყოფილმა წევრებმა მუსიკოს სოფო ტოროშელიძის ხელმძღვანელობით "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს და საპროდიუსერო კოპმანიასთან არსებულ გაუგებრობაზე ისაუბრეს.
"ელდრაინის" ყოფილი წარმომადგენლების თქმით, დავა სახელწოდებაზე საქპატენტში კერძო პირ სერგო სულაძესა და ჯგუფის წევრებს შორის მიმდინარეობს.
რაც შეეხება რეპერტუარს, რეპერტუარი ეკუთვნის ბესო ციხელაშვილს და მისი გამოყენების უფლება არავის არ აქვს.
სოფო ტოროძენიძე (მუსიკოსი): "ჩვენ საპროდიუსერო ჯგუფ "ტიტანთან" მოხდა შეუთანხმებლობა, რის შემდეგაც მათ ჩვენ გვიჩივლეს, აგვეკრძალა სახელ "ელდრაინის" გამოყენების უფლება და პრობლემები შეგვექმნა რეპერტუართან დაკავშირებითაც. ყოფილმა საპროდიუსერო კომპანიამ ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი, პარალელურად და ის რეპერტუარი, რომელიც არის ჩვენი ჯგუფის წევრის ბესო ციხელაშვილის მიერ შექმნილი აპირებენ შეასრულონ 18 მაისს მათ მიერ დაგეგმილ კონცერტზე, რაც ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არ ვწყვეტთ არც კარიერას, შემოქმედებას და ვაგრძელებთ საქმიანობას".
ნიკოლოზ გოგილიძე (ადვოკატი): "დავასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ჯგუფ "ელდრაინის" წევრებს უთანხმოება არ აქვს შპს "ტიტანთან". სასაქონლო ნიშანზე დავა მიმდინარეობს ფიზიკურ პირ სერგო სულაძესა და ჯგუფის წევრებს შორის. აქიდან გამომდინარე საქმის წარმოება დაწყებულია და ჩვენ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ "საქპატენტი" მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რეპერტუარის გამოყენებას, რეპერტუარი ეკუთვნის ბესო ციხელაშვილს და მისი გამოყენების უფლება არავის არ აქვს ავტორის გარეშე. საავტორო უფლებები ეკუთვნის ციხელაშვილს და ის რეგისტრირებულია საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში. აქიდან გამომდინარე, თუ კი ვინმე მესამე პირი შეასრულებს საჯაროდ მის რეპერტუარს შეთანხმების გარეშე, ეს არის კანონდარღვევა, წინასწარ მოუწოდებთ ყველას ნუ დაარღვევენ კანონს".
ბესო ციხელაშვილი (ჯგუფის წევრი-კომპოზიტორი): "მე რეპერტუართან მიმართებაში არანაირი კონტრაქტისთვის არ მაქვს ხელი მოწერილი. ეს არის ჩემს მიერ შექმნილი რეპერტუარი და საავტორო უფლება ამასთან დაკავშირებით მეკუთვნის მე".
გაუგებრობა ჯგუფის წევრებსა და საპროდიუსერო კომპანია "ტიტანს" შორის ცოტა ხნის წინ დაიწყო, რის შედეგაცად ჯგუფის მთლიანმა შემადგენლობამ უარი თქვა კომპანიასთან თანამშრომლობაზე. შპს "ტიტანმა" კი ძველი სახელწოდებით "ელდრაინის" ახალი შემადგენლობა მარიამ ტომარაძის ხელმძღვანელობით ცოტა ხნის წინ წარადგინა.
* * *
* * *
ვიდეოც დაიდოოოოო
http://www.youtube.com/watch?v=bO0VvKm32NY...be_gdata_playerდასკვნა :
1. შპს ტიტანს ჯგუფი ელდრაინის ფულები შაუჭამია
2. სერგო სულაძეს ბესო ციხელაშვილის კონტრაქტი გაუყალბებია და სახელი "ელდრაინი" თავის თავზე გაუფორმებია
ისევ ფინანსებამდე მივედით ...
საინტერესოა სად წაიღო შპს ტიტანმა ის თანხები რაც ჯგუფმა თავისი კონცერტებით მოაგროვა?! სხვისას თუ არ თხოვდნენ თავისი შრომით მოპოვებული რატომ არ მისცეს?!