ძველი შემადგენლობა მე პირადად მაგრა მომწონდა (ვადაჩკორიაც კარგი სოლისტი იყო თავის დროზე)
რავი წავიდოდი ახალი შემადგენლობის კონცერტზე,რომ ვნახო რა შესაძლებლობები აქვთ იმედია გაამართლებენ.
ძველი წევრებიც არ უნდა დაიკარგონ,შექმნან ახალი სახელწოდების ჯგუფი,(თუკი გადაწყვეტილია ყველაფერი,ჩანს რომ ასეა)ნიჭი კი აქვთ ამ საქმეში და იმედია გაიქაჩებიან კიდევაც.

შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს საპროდიუსერო კომპანია "ტიტანმა" მუსიკალურ ჯგუფ "ელდრაინის" განახლებული შემადგენლობა წარადგინა. კომპანია ჯგუფის ძველ წევრებთან აღარ თანამშრომლობს, ინტერესთა სხვადასხვაობის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია "ტიტანი" გახლავთ მუსიკალური პროექტ "ელდრაინის" ავტორი, მას სრული უფლება ჰქონდა, განეახლებინა ჯგუფის შემადგენლობა, ხოლო ძველი წევრებისათვის აეკრძალა იმავე სახელის ("ელდრაინის") გამოყენება. მიუხედავად სამართლებრივად ასეთი მარტივი სიტუაციისა, სიახლემ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია საზოგადოების ერთ ნაწილში, რასაც ხელი შეუწყო ჯგუფის ძველი წევრების მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ. პირველ ეტაპზე საპროდიუსერო კომპანია "ტიტანმა" თავი შეიკავა აბსურდულ ბრალდებებზე პასუხისაგან, თუმცა ახლა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ყველა საინტერესო საკითხს დეტალურად განვმარტავთ".
"ტიტანი" და "ელდრაინი" - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ტიტანი" დაფუძნდა 1996 წელს. თავდაპირველად საზოგადოების ძირითადი მიმართულება გახლდათ მუსიკალური/საესტრადო ინსტრუმენტებისა და აპარატურის საქართველოში იმპორტი. 2007 წლიდან კომპანია "ტიტანი" დაინტერესდა მუსიკალური პროექტებით და შესაბამისი მიმართულების მენეჯერად, პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა სერგო სულაძე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ "ტიტანის" მუშაობა უფრო საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, ვიდრე კომერციულს. მუსიკოსებს კომპანია უზრუნველყოფდა აპარატურით, სტუდიით და ყველა საჭირო რესურსით, რაც საქართველოში ხელოვანთა მცირე რაოდენობისთვისაა ხელმისაწვდომი.
წლების წინ, სერგო სულაძის თანაორგანიზატორობით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში როკფესტივალი გაიმართა. ამავე დროს, იგი ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე ჯგუფის "სინათლის წელიწადის" არტმენეჯერიც იყო.
პროექტ "ელდრაინის" კონცეფცია სერგო სულაძემ 2009 წელს ჩამოაყალიბა და დაიწყო ჯგუფის ფორმირება. ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ, 2011 წელს ბევრისთვის უცნობმა ჯგუფმა - "ელდრაინმა" ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შიდაშესარჩევ ტურში გამარჯვება მოახერხა.
ვის ეკუთვნის სახელი "ელდრაინი" - სასაქონლო ნიშან "ელდრაინის" და შესაბამისი სიმბოლიკის მფლობელი გახლავთ სერგო სულაძე, რაც თავის მხრივ დასტურდება "საქპატენტის" მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობით. ჯგუფის ყოფილი წევრები დღეს აცხადებენ, რომ ჯგუფი "ელდრაინი" თავად შექმნეს 2010 წელს და მხოლოდ 2011 წელს დაუკავშირდენენ "ტიტანს". მათ ამის დასტურად მოჰყავთ "ელდრაინის" გამოსვლა 2010 წლის "ალტერვიზიაზე" და ამბობენ, რომ ფესტივალში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა. ამის საპასუხოდ, "ტიტანმა" ინფორმაცია "ალტერვიზიის" საორგანიზაციო ჯგუფისაგან გამოითხოვა. მათ მიერ გამოგზავნილ წერილში გარკვევით არის აღნიშნული, რომ "2010 წლის Newcomers Tbilisi altervision-ის კონცერტებზე "ელდრაინის" გამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა სერგო სულაძე".
ამასთანავე, არსებობს დოკუმენტაცია, შესაბამისი გადახდის ქვითრით, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სერგო სულაძემ ჯერ კიდევ 2009 წელს იყიდა დომენი Eldrine.com. აქედან გამომდინარე, აბსურდულია იმის მტკიცება, თითქოს სხვა ადამიანებმა შექმნეს იმავე დასახელების ჯგუფი და მოიფიქრეს იგივე სასაქონლო ნიშანი ერთი წლის შემდეგ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც ოპონენტი მხარე ვერ (არ) ითვალისწინებს ის არის, რომ პროექტ "ელდრაინს" დაარსების პირველ წელს სხვა წევრები ჰყავდა. მაგალითად, "ელდრაინის" პირველი სოლისტი ნათია ქართლელიშვილი იყო, რომლის დროსაც ჯგუფის წევრი ჯერ კიდევ არ იყო ბესიკ ციხელაშვილი. შესაბამისად ციხელაშვილი ვერანაირად ვერ იქნებოდა "ელდრაინის" დამფუძნებელი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით, რომ ასეთი პრიმიტიულ დეტალებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საჭიროება დადგა.
მსოფლიო შოუბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართულ სინამდვილეშიც არსებობს პრეცედენტები, როდესაც ანსამბლის შემადგენლობა იცვლება, მაგრამ დასახელება რჩებათ პროექტის ავტორებს. მაგალითად, "სუხიშვილებისა" და "ქართული ხმების" შემადგენლობა გამუდმებით იცვლება, მაგრამ გუნდის ყოფილ წევრებს აზრადაც არ უჩნდებათ ბრენდის (სახელის) თან წაღება.
იარსებებს თუ არა ორი "ელდრაინი" - ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (განჩინებით), ჯგუფის ყოფილ წევრებს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ეკრძალებათ სასაქონლო ნიშან "ელდრაინის" გამოყენება. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება კომპანია "ტიტანსა" და ჯგუფის განახლებულ შემადგენლობაზე, შესაბამისად, სახელის დუბლირებას უბრალოდ არ ექნება ადგილი. აქედან გამომდინარე, არ იარსებებს არც ორი "ელდრაინი". ასე რომ, დღევანდელი მდგომარეობით ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი - კომპანია "ტიტანთან" არსებული "ელდრაინი".
რეპერტუარი - საუბარი იმაზე, რომ "ელდრაინის" ახალი შემადგენლობა ძველი სიმღერებით ეცდება თავის დამკვიდრებას, საფუძველს მოკლებულია. "ტიტანისთვის" არაპრიორიტეტულია ძველი რეპერტუარის თემა, რადგან განახლებული ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ახალი სიმღერების ჩაწერაზე. ამასთანავე, კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ პირს აუკრძალოს იმ რეპერტუარის შესრულება, რომელიც პროექტ "ელდრაინისათვის" შეიქმნა. საპროდიუსერო კომპანია "ტიტანი" ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთებას არც გეგმავდა, მაგრამ რადგან ჩვენი ოპონენტი მხარე მედია საშუალებებით გამუდმებით ამაზე საუბრობს, გადავწყვიტეთ, მცირე განმარტება გავაკეთოთ.
პროექტ "ელდრაინის" ყოფილ წევრებსა და "ტიტანს" შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, "დამსაქმებელი ("ტიტანი") ისარგებლებს ყველა საავტორო უფლებით ჯგუფში დასაქმებულის მუშაობის პერიოდში შესრულებულ ყველა სამუშაოზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მუხლის დებულებები ძალაში დარჩება ჯგუფში დასაქმებულის დასაქმების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგაც". ამასთან, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული". აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ "ტიტანს", როგორც დამსაქმებელს, შეუძლია, ნებისმიერ პირს აუკრძალოს იმ სიმღერების თავისუფლად შესრულება, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების დროს შეიქმნა. მათ შორის მოხვდება ის ნამუშევარიც, რომლითაც ჯგუფ "ელდრაინის" ყოფილი წევრები გაიცნო საზოგადოებამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. აქვე დავძენთ, რომ ამ ეტაპზე, საპროდიუსერო კომპანია "ტიტანი" ამგვარი აკრძალვით არ არის დაინტერესებული და ძველი რეპერტუარის შესრულება ორივე მხარისთვის შესაძლებელია.
სიმღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორების შესახებპროექტ "ელდრაინის" ყოფილი წევრების მიერ მედიასაშუალებებში გაკეთებული კომენტარებიდან ისე ჩანს, თითქოს კომპანია "ტიტანი" უარყოფს ბესიკ ციხელაშვილის მიერ ჯგუფისათვის რეპერტუარის შექმნას. ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის - კომპანია "ტიტანი" ყოველთვის მიუთითებდა და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სიმღერების მუსიკის ავტორია ჯგუფ "ელდრაინის" ყოფილი წევრი - ბესიკ ციხელაშვილი (თუმცაღა სიმღერებს შექმნა დაკავშირებული იყო სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებასთან), ხოლო 9-დან 7 სიმღერის ტექსტი დიჯეი როკს ეკუთვნის. 5 მაისს ჯგუფის ყოფილი წევრების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯგუფის ყოფილმა წევრებმა და მათმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ სიმღერების ტექსტის ავტორია არა დიჯეი როკი, არამედ მიხეილ ჭელიძე, რაც, გარდა იმისა, რომ არაკოლეგიალური ჟესტია, დიჯეი როკის საავტორო უფლებებსაც არღვევს. საინტერესოა, რომ 2011 წლის 24 თებერვალს პორტალ sana.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბესიკ ციხელაშვილს კარგად ახსოვდა, ვინ იყო სიმღერების ტექსტების ავტორი: "ღიღინით ვწერ ხოლმე რაღაცას. მერე ეს მიგვაქვს ჩვენს მეგობართან, დიჯეი როკთან და ტექსტს ის გვიწერს".
ხელმოწერის ნამდვილობა - მას შემდეგ, რაც საპროდიუსერო კომპანია "ტიტანმა" სადავო საკითხებთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივი დოკუმენტაცია წარმოადგინა, ჯგუფ "ელდრაინის" ყოფილმა წევრმა, ბესიკ ციხელაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მას არანაირი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული, მათმა ადვოკატმა კი პროექტ "ელდრაინის" დამფუძნებელს ხელმოწერის გაყალბება დასდო ბრალად. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს ბრალდება პარადოქსულია, რადგან თუკი ბესიკ ციხელაშვილს კომპანიასთან შრომითი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული, გამოდის, რომ ის პროექტ "ელდრაინის" წევრი არც ყოფილა და ევროვიზიის სიმღერის კონკურსშიც ვერ უნდა მიეღო მონაწილეობა.
ამგვარ გაუგებარ და უპასუხისმგებლო ბრალდებებზე პასუხის გაცემის მიზნით, კომპანია "ტიტანმა", ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად მიმართა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შესაბამისად კვლევისა და პასუხის გაცემის (შედარების) მიზნით ბიუროს წარუდგინა ბესიკ ციხელაშვილსა და "ტიტანს" შორის დადებული ხელშეკრულება და კომპანიის მიერ მოპოვებული, ბ. ციხელაშვილის მიერ ოფიციალურ დოკუმენტებზე შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები.. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხელმოწერის გაყალბება არ დადასტურდა, თუმცაღა დადასტურდა ოპონენტი მხარის მიერ შპს "ტიტანის" საწინააღმდეგოდ ცილისმწამებლური კამპანიის წარმოების ფაქტი.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მწუხარებას გამოვთქვმთ, რომ საზოგადოების ერთ ნაწილში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სამართლებრივი აზროვნება და იმედია, რომ სამომავლოდ, ამგვარი შემთხვევები აღარ განმეორდება. სურვილის შემთხვევაში, მედიის ნებისმიერ საშუალებას წარვუდგენთ ტექსტში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ამასთანავე, "ელდრაინის" პირველი სოლისტი, ნათია ქართლელიშვილი და ტექსტების ავტორი, დიჯეი როკი მზად არიან მედიასთან სასაუბროდ. "ტიტანი" მათთან უპრობლემოდ დაგაკავშირებთ".
ელდრაინის" წევრები და სამომავლო გეგმები: ამჟამად "ელდრაინის" ვოკალისტია პროექტ "ნიჭიერის" 2011 წლის ფინალისტი მარიამ ტომარაძე, კლავიში - თამუნა შეყილაძე (ძველი შემადგენლობიდან დარჩა ახალ ჯგუფში), დასარტყამი ინტრუმენტი - გუფი, ბასგიტარა-სუხო, სოლო გიტარა -გიორგი იმედაშვილი. ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ახალი სიმღერების ჩაწერაზე და უახლოეს მომავალში ღია ცის ქვეშ გაიმართება ცოცხალი კონცერტი. დეტალები გამოქვეყნდება "ელდრაინის" ოფიციალურ საიტზე - Eldrine. com
ეს ტიტანი ამ ბაზარს აწვება.
ესეც ახალი სასტავი. 14 წლის სოლისტი ... რავიცი რავიცი