მე ჩვეულებრივი ჩაინიკი მსმენელი ვარ და დიდი მუსიკალური ბაგაჟით ვერ დავიტრაბახებ, უბრალოდ ვუსმენ იმას რაც სიამოვნებას მანიჭებს...
რაც შეეხება "აზრი არა აქვს"-ს... ვერ შეგეკამათებით იმიტომ რომ არ ვიცი რომელ გადაცემაზე საუბრობთ, თუმცა თოქ-შოუს მსმენელის და მაყურებლის მყისიერი გამოხმაურებაც სჭირდება გადაცემის მსვლელობისას და ალბათ ამიტომაც ამბობთ აზრი არა აქვსო (სულ ერთიდაიგივე ხალხს ხომ არ მოიწვევთ გადაცემაში...), შესაძლოა არც რადიოსადგურს აწყობს ამ მასობრივი დაქლიავების გამო ნაკლებად აქტუალური გადაცემა რომ გადიოდეს ეთერში...
როკის მსმენელებს ბოდიშს ვუხდი გადახვევისთვის და ორი წლის წინ ერთ ერთ საღამოზე მოვისმინე ფშაველი გოგონების ტრიო, რომლებსაც ქონდათ განსხვავებული, ძალიან უცხო ხმის ტემბრი. მალე ისიც გავარკვიე, რომ თავად წერდნენ სიმღერებს. გადავაქოთე ინტერნეტი და მხოლოდ მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები ვნახე. მანამდე, რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ავტორ-შემსრულებელი ისე გარდაიცვალა ტრაგიკულად, მათი გვარ-სახელი მხოლოდ გარდაცვალების დღეს გავიგე, არადა წლების განმავლობაში ვის არ ვკითხე სიმღერების შემსრულებლის და ავტორის ვინაობა და ვერავინ ვერ გამცა პასუხი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ქვეყანაში ნიჭს ყურადღებას არავინ არ აქცევს და მხოლოდ პატრონიანები მიფრინავენ კოსმოსური სიჩქარით წინ და ასევე სწრაფად ყვინთავენ კიდევაც, ხოდა გავბრაზდი, ავიღე ვიდეოკამერა, ვსწავლობ მონტაჟს და გადაღებას და თან დავყვები ფშაველი გოგონების ტრიოსაც და ვისაც წავაწყდები იმათაც. თავს ვერ დავდებ და ვერ ვიტყვი, რომ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვინც გადავიღე ან რაც გადავიღე, ყველაფერი ღირებულია და კარგი, მაგრამ ამასობაში გადაღებას და მონტაჟს ვითვისებ და თანაც ცოტა მდარეს და შედარებით უკეთესის მსმენელი ერთ სივრცეში მოვაქციე და მდარეს მსმენელს ნელნელა ვაპარებ იმას, რაც მთის შეიძლება მელოდიურად ძალიან მწირ, მაგრამ სუფთა ქართულ საძირკველზე დგას და თავის ინდივიდუალურს აშენებს ამ საძირკველზე... გაგიკვირდებათ და ეს ნაზავი წარმატებით მუშაობს
პირველი 8 თვე აქტიურობა და ნახვების რაოდენობა იყო ძალიან მცირე, მაგრამ მზარდი და ბოლო სამი თვეა თვეში 80 000-მდე ავიდა ვიდეოების ჯამური ნახვების რაოდენობა და ყოველთვიურად მატულობს. ფეისბუკის გვერდზეც კვირაში 100-150 კაციანი მატებაა. ზოგადად ეს ძალიან ცოტაა, თუმცა მატების ტემპებმა და მსმენელ-მაყურებლის აქტიურობამ საგრძნობლად მოიმატა. რაც შეეხება იმ შემსრულებლებს და ანსამბლებს, ვისი შედარებით ხარისხიანი ჩანაწერებიც გადავიღე და ავტვირთე, მათგან უკვე პოპულარულებს სხვადასხვა ტელევიზიები და რადიოსადგურები ერთმანეთის მიყოლებით იწვევენ ეთერში და ეს დასაწყისისთვის კარგი შედეგია., თუმცა აქაც არის ერთი "ნო": რატომღაც ქართული მედია უცებ აიტაცებს ხოლმე ნაკლებად ცნობილებს ან დამწყებებს, რამდენიმე კვირა ან თვე ყველა მედიის ყურადღების ცენტრში არიან და ამით ამთავრებს მათთან ურთიერთობას. შედეგად ვღებულობთ იმას, რომ გაიელვებს რომელიმე შემსრულებელი ხანმოკლე პერიოდით და მერე არავის აღარ ახსენდება. არადა, მიუხედავად იმისა, რომ დღე და ღამე ინტერნეტში ვართ, ჩვენს მსმენელ-მაყურებლებზე ტელე-რადიო მედიას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე თუნდაც სოც.მედიას და ეს ნათლად ჩანს იუტუბზეც და მაივიდეოზეც - ის ჩანაწერები, რომელიც ტელეეთერით გავიდა, ნახვების რაოდენობით ბევრად აჭარბებს სოც.მედიის მიერ მომზადებულ ჩანაწერებს მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხშირად სოც. მედია სთავაზობს Full HD ჩანაწერებს უკეთესი ხარისხის სტერეო აუდიოთი...

ტელე ეთერში მუსიკალური გადაცემების სერიოზული დეფიციტიც იგრძნობა. მხოლოდ სერიალები და უცხოეთიდან საკმაოდ ძვირად ნაყიდი შოუები. სულ ესაა ჩვენი ტელევიზია დღეს. მათ წარმოდგენაც არა აქვთ რა შესაძლებლობებს ფლობენ და არც ის ესმით, თუ როგორ შეუძლიათ ფეხზე დააყენონ და კომერციულად მომგებიანადაც აქციონ ქართული მუსიკალური სამყარო...
ამ ყველაფრით იმისი თქმა მინდა, "რომ აზრი არა აქვს" და ფარ ხმალის დაყრა ძალიან ნაადრევია.
მესმის, რომ ერთი შეხედვით იოლად გადასაღებ-მოსასმენი მიმართულება ავირჩიე და როკს სულ სხვა დონის მხარდაჭერა სჭირდება თუნდაც აპარატურულ დონეზე და მხოლოდ კამერის მიშვერით და იუტუბზე ატვირთვით არაფერი გამოვა, მაგრამ აქაც შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი. რასაც ვაკვირდები, ქართული როკ ჯგუფების უმეტესობას თითო ატვირთულ ჩანაწერზე 200-300 ნახვა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული მსმენელი იცნობს ამ ჯგუფს. ფეისბუკზე გავაკეთეთ გვერდი, სადაც დასაწყისისთვის გვინდა ქართული როკის მსმენელი ერთ სივრცეში მოვაქციოთ და ჯგუფების მსმენელებს სხვა ქართული როკ ჯგუფებიც გავაცნოთ. ეს ჯგუფებისთვისაც სასარგებლოა და მსმენელისთვისაც.
გვერდზე მხოლოდ ჩანაწერებს არ ვაზიარებთ. რამდენიმე ადმინი მუშაობს, ვინ ერკვევა და იცნობს ქართულ როკს და ჩანაწერების ბმულებთან ერთად ამ ჯგუფებზე რევიუებიც ქვეყნდება, მაგრამ ინფორმაციის მოპოვებაც ძალიან ძნელია და ჩანაწერები ხომ სანთლითაა საძებნი. ლამის ორი თვეა გვერდი არსებობს და ჯერ 36 წევრი ყავს

ძალიან ცოტაა და არც იმისი ილუზია გვაქვს რომ უცებ მოაწყდება ხალხი, მაგრამ სულ ასე ჯდომას და პანაშვიდების გადახდას ჯობია ნელნელა და მიზანმიმართულად, თუნდაც დილეტანტურად ვაკეთოთ რაღაც მაინც. რაც უფრო მეტად ჩაერთვები ადამიანი, მით მეტსაც გაიგებ და გამოსავალიც ნელნელა გამოიკვეთება. არც ადმინების რაოდენობა გვაქვს შეზღუდული და ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შეუძლია და სუვილი აქვს ქართულ როკ ჯგუფებზე ინფორმაცია და ჩანაწერები მოიპოვოს, დიდი სიამოვნებით ჩავამატებთ. ვნახოთ რა იქნება...
...და ის სტერეოტიპი, რომ როკს საქართველოში ძალიან ცოტა მსმენელი ყავს, მცდარია. უბრალოდ მათი უმეტესობა თავს არ იწუხებს ქართული ჯგუფების ჩანაწერების მოძიებით - უცხოურის უაზრმაზარი და მუქთა არჩევანი აქვს

აი ნახეთ თქვენ "თბილისი ოუფენ ეაზე" რამდენი ადამიანი გადაიხდის თუნდაც მინიმუმ 40 ლარს ბილეთში. დავუშვათ აქედან 60% ის ხალხი იქნება, ვისაც როკისა არაფერი გაეგება და მხოლოდ სნობიზმი ამოძრავებს. დამერწმუნეთ: იქ მისული დანარჩენი 40% ცოტა ხალხი ნამდვილად არ იქნება და ვისაც ძალიან გული დასწყდება და ვერც იმ 40 ლარს ვერ იშოვნის ასეთები გაცილებით მეტი...
This post has been edited by AraGviani on 26 Mar 2013, 19:39