ზუსტად ვერ ვიხსნებ დროს, დიდი ზამთარი იყო. მე და ალუდა მთაში წავედით.უყვარდა იქ წამოსვლა ყოველთვის.ამბობდა ამ ქოხში თავს ყველაზე მაგრად ვგრძნობ და ჩვენი აქ გატარებული საღამოები ყველაზე კარგი ტკბილი მოგონებააო. აქ ყველაფერი სხვანარია, როცა ყველას და ყველაფერს მოშორებული ხარ უფალთან კი ახლოს ხარო.აქედან დანახულ სიყვარულს გაუამრჯოსო !!.ავიხირეთ და წავედით,დილით რიჟრაჟზე წასულები საღამოს ბინდდებოდა რომ გადავედით, თოვლში ჭირდა სიარული. ალუდა წინ მიდიოდა, მე უკან მის გაკვალულში მივდიოდი.მივედით ჩვენ ქოხში. ალუდამ ბუხარი დააგიზგიზა, ტანსაცმელი გავიშრეთ, სახელდახელოდ უბრალო მაგრამ გულიანი სუფრა გავაწყეთ და დავიწყეთ ქეიფი ,რა თქმა უნდა ბალალაიკაც თან გვქონდა. მთელი ღამე გავიტანეთ ასე საუბარში და სიმღერებში. თითქმის გამთენიას ერთ ხის ნარზე დავწექით ორივე დასაძინებლად. უცებ მომიბრუნდა და მითხრა მოდი ეხლა ავდეგთ და ერთმანეთზე ლექსები დავწეროთ, ერთმანეთი დავახასიათოთ ლექსებადო. დავჯექით და დავიწყეთ წერა, დაახლოებით 5 წუთი ვწერეთ. მერე ავდექით და ერთმანეთს გამოთქმით წავუკითხეთ ეს ლექსები.
ალუდას დაწერილი:
ეხლა დავსხედით საწერლად,
ხევსური, იმერელია,
სიტყვებს ვწონით და ვათანხმეთ
ამბავი ცოტა გრძელია.
ეს ჩვენი ძმობა მსმენელო
ასახსნელადაც ძნელია,
სიტყვები მომდის ღვარცოფით
აზრები მახრჩობს მწველია.
არ ვიცი კიდევ რამდენი
გზები გვაქვს გასავლელია,
ვინ იცის, კიდევ რამდენგან
ვინ იცის, როგორ გველიან.
იცოდე ჩემო ძმობილო
და სადაც უნდა მიცდიდე
შენს და ჩემს საკეთებელსაც
სჯობია ძმობის სიწმინდე.
მერე იტყვიან ამბადა
და გავრცელდება ხალხშია –
ჩვენი კაცობის გვირგვინი
იქ ზევით მაღლა მთაშია.
იქ ზევით, სადღაც მთის იქით,
თუ გინდაც ზემოთ ღრუბლები.
ჩვენ გვიყვარს სივრცის გახსნა და
გადაბიჯება ზღურბლების.
ვამთავრებ წერას ძმობილო
სულ დამეფანტა გონება,
ძმობა და ძმობის სიწმინდე
ეს არის ჩვენი ქონება!!!
ჭანჭლებას...
ჩემი დაწერილი:
ძმობა როცა ვთქვით, იმ წუთიდან შენ ჩემად გგულობ,
მაგ გულიც გერჩის კუშტი ხარ და შეუპოვარი.
არ უღალატებ ძმობის სიტყვას და იერთგულებ
ვიცი ეს ჩემთვის არის დიდი მონაპოვარი.
კაცი კაცს იცნობს, გული – გულს და ეგ სული ამ სულს,
სულის ძმები ვართ, ამ გულშიდაც გაგიჩნდა ბინა
ვიცი არ ვტყუი ჩემი სიტყვა ამ წუთს არ ფლიდობს,
კაცურად ივლი სანამ სული პირში გაქვს მინამ.
და ეს ცხოვრება დიდიც არის და ძალზე მცირეც,
მე ვიცი ძამი ცხოვრებაში წინ წახვალ კიდევ,
შენ შეგიძლია, შენ მას შესძლებ, მასაც გაუსწრებ,
ის არ დაკარგო მისი გწამდესი ისევ და ისევ.
შენ იცი კაცის სიმაღლე და გარჩევა კარგის,
გაქვს სიფხიზლე და ფასი იცი მეგობრის ნაღდის
გონება გიჭრის თვალით ნახულს მაგ გულში მალავ
ეს ჩვენი ძმობა წმინდა იყოს ალალ და ალალ!!!
ჭანჭლებას...
/დავით ტყეშელაშვილი/