minerva25
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 457
წევრი No.: 136856
რეგისტრ.: 11-October 11
|
#31809877 · 24 Jun 2012, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალუდას ბევრ რამეში ვერ გაუგებენ ჩვეულებრივი მოკვდავები... ის გამორჩეული იყო და საცოდავები არიან ისინი ვინც უკირკიტებს იქნებ რამე გაიგონ. ამით მხოლოდ საკუთარ უგუნურებას უსვამენ ხაზს....
"ერთი ადამიანი არ შემხვედრია ისეთი, ვინც ისეთად მიმიღებდა ბოლომდე, როგორიც ვარ. ყველა ცდილობს შენში რაღაც შეცვალოს და თავისნაირი გაგხადოს. მე კიდე ჩემნაირი ვარ და რა ვქნა, არაფრის გულისთვის და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები..."
/ალუდა ქეთელაური/
ახლა მაინც შეიგნეთ რომ ის ის იყო....
“უთხარით ყველას, რომ ცხოვრობდა ქართველი ბიჭი ალუდა, ზუსტად მაშინ როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით. უთხარით, რომ ასეთები იშვიათად იბადებიან. უთხარით ყველა შლეგს და უბირს სხვისკენ რომ გაურბის გული და გონება, რომ საქართველოში ბიჭი ცხოვრობდა. ვაჟი ცხოვრობდა ქეთელაური! ალუდა ქეთელაური! იამაყეთ მისით, უთხარით ყველას, ვისაც კი ალუდას სამშობლოს ზეცა დაჰყურებს! უთხარით უბრალოდ ყველას! ყველას ვისთანაც კი სიტყვა გეთქმით და ასე ვაჩვენოთ ჩვენ დაბრამვებულ ხალხს ფშაველი ვაჟას ხევსურმა ალუდამ 24 წლით ხორცი შეისხა და ჩვენთან, ჩვენს დროში იცხოვრა!”
ალუდა, ჩემო ძვირფასო (რა კარგი სიტყვა ყოფილა), გადავწყიტე, რომ გესაუბრო, "ზეცაში" თუ "ფეისბუქში", ჯერ ამასაც ვერ ვხვდები!.. მაინც არ გვძინავს და ტკივილი და ცრემლი გვახრჩობს ყველას!.. ასე როგორ გაგვიმეტე, შენ ნამდვილად იცოდი, როგორ გვიყვარდი და გვეიმედებოდი ყველას, როგორ ვამაყობდით შენი ნიჭითა და მეგობრობით და როგორ ველოდით შენს "ტრიუმფს"!.. ვეღარ მოიცადე!.. მოცდა ძალიან გიჭირდა... სულ სადღაც გეჩქარებოდა და თან ძალიან!.. ტიპიური (სწორი ფორმაა ტიპური, ჩვენ ხომ ხშირად ვასწორებდით გრამატიკულ შეცდომებს და ვიცინოდით, ახლა მე დაუშევებ უამრავს) რომანტიკოსი ხარ-თქო, გეუბნებოდი და არ გსიამოვნებდა, გინდოდა, რომ თავისი იდეალი დედამიწაზევე ეპოვნა ადამიანს და არა ზეცაში! . . . რელიგია მხოლოდ ზეცაში რატომ გვპირდება ყველაფერს, დედამიწაზევე რატომ არ შეიძლება ამქვეყნიური სამოთხის შექმნაო. არადა, გიჭირდა დედამიწაზე ცხოვრება, იმიტომ, რომ ხშირად ზეცისკენ იყურებოდი და იმ იდუმალებასა და სიხარულს აქ ეძებდი. აივსებოდი ოპტიმიზმით, ყველაფერს შევძლებთ და გავაკეთებთო, მერე ისევ მალე მოიწყენდი და იმედს კარგავდი . . . .რომანტიკოსობას მაინც უარყოფდი. ტყე და ტყეში გაქცევაც მათსავით გიყვარდა და იქ უფრო მთის კაცს ან "მაუგლს" (ხუმრობით) ემსგავსებოდი. ჩვენ რომ არ გხედავდით, ალბათ იქაც ისევ რომანტიკოსად იქცეოდი, იმდენი ლამაზი ხის ტოტი თუ სხვა რამ ჩამოგქონდა . . . რამდენს ვწუხდით და ვდარდობდით შენზე, როცა ისე კარგად არ იყავი, როოგრც გვინდოდა, მაინც ვერ დაგეხმარეთ და ვერაფერი გიშველეთ! (ბოლოს), თორემ, ისე, ალბათ, რაღაცით გეხმარებოდით . . . ერთად ვიცხოვროთ და ძალიან ბედნიერები ვიქნებითო, ხშირად იხვეწებოდი, ერთ ქოხს ავაშენებ და მეტი არაფერი მინდაო! სამომავლოდ გინდოდა შენ შვილებს ჩვენს შექმნილ სკოლაში ესწავლათ და შენც სიმღერა გესწავლებინა იმ სკოლაში. გვაპატიე, რომ ვეღარ შევძელით ეს ერთად ცხოვრება! იქნებ ეს გადაგვარჩენდა ყველას, ჩვენც, შენც, დიტოსაც! (ალბათ ისიც ჩვენთან იქნებოდა) გახსოვს, როგორ ტიროდი, გია "მასწს" ყველაზე ძვირფასი მეგობარი მოუკვდაო, ახლა შენც ხომ ასე მოგვიკვდი, ამაზე არ ფიქრობ?! . . ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "სიკვდილი" არ არსებობს, მაგრამ შენც ხომ ტიროდი? ნეტარი ავგუსტინეს ვუსმენდი შენს გვერძე და მივხვდი რომ ასე უნდა გელაპარაკოთ, თორემ შეგვჭამა დარდმა და სინანულმა, რატომ ვერ გადაგარჩინეთ! . . შენი "რომანტიკოსობის" მიუხედავად, ჩვენ ცოცხალი და განხორციელებული გაგვიხარდებოდი. იმდენი რამ გინდოდა და გეგმავდი . . . სამომავლოდ გეგმავდი და გვჯეროდა რომ განახორციელებდი . . .გვჯეროდა რომ ვაჟას პოემებზე ოპერას დაწერდი (შენ გვპირდებოდი), ცნობილი ფსიქოლოგი გახდებოდი, და შეიძლება პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსიც! (ეს ჩემი სურვილი იყო), რადგან ყოველთვის მაოცებდი შენი ნიჭითა და შესაძლებლობებით . . .რასაც მე გასწავლიდი, ჩემზე უკეთესად იგებდი და უღრმავდებოდი! სულ რომანტიკოსობას რომ გაყვედრი, დამავიწყდა შენი განსაკუთრებული გატაცება მითოლოგიით. ზურაბ კიკნაძის ყველა წიგნი თუ ნაშრომი თითქმის ზეპირად იცოდი და ხევსურულ რჯულს და ადათ-წესებსაც ზურასეული ინტერპრეტაციით შეხედე . . .(გახსოვს შენ და შავლეგო უცხო სიტყვებს რომ იწერდით და ძალიან ხალისობდი შავლეგოზე). ბოლოს "ვეფხისტყაოსანს" "ჩავუღრმავდით" და იმ არქაიზმებსაც ჩემზე უკეთ იმახსოვრებდი . . . მაინც ვერაფერი მივიყვანეთ ბოლომდე, თუმცა არსებობს ეს ბოლო?! ახლა ისევ "გაკვეთილზე" მგონიხარ და ისე გესაუბრები. უამრავი სათქმელი მაქვს და აზრებს ვერ ვალაგებ . . . მაინც როგორ გაგვიმეტე? . . . არ შემიძლია, არ გისაყვედურო და სულ გისაყვედურებ! . . . ჩვენ როგორც შეგვეძლო, გეხმარებოდით, მეტი ჩვენც ვერ შევძელით! . . მეც ოთარაანთ ქვრივივით ამაყი ვარ და თუ მას ღმერთის შეწუხება არ უნდოდა, მე ადამიანებისთვის რაიმეს თხოვნა მეძნელება ყველაზე მეტად! .. ალბათ არ ღირდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ შენს გამო ყველას შჶვღაღადებდი, ვუშველოთ ამ ნიჭიერ ადამიანს, რომ თავისი წილი "ბედნიერება" იპოვოს, თორემ ძალიან უჭირს ამ ბედნიერების გარეშე-თქო. მისმენდნენ, მაგრამ მათაც მეტტი ვერ შეძლეს და შენც არ უნდა დაგწყდეს გული, შენ უნდა გეცხოვრა შენს მაგივრად, სხვა მაინც სხვაა! . . .ეს უცხოელი ნიჭიერი ადამიანებიც ხომ მუდმივად აღფრთოვანებულნი იყვნენ შენით და ვბრაზობდი, ცოტა მეტად გამოუწოდონ ხელი, მარტო აღფრთოვანება რას შველის-თქო. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, რომ შენ უნდა გებრძოლა, გებრძოლა უფრო ვაჟკაცურად და ბოლომდე, თუმცა ალბათ ძალიან დაიღალე და მეტი აღარ შეგეძლო! ამას ვერ მივხვდით და ყველაზე მეტად ამიტომ მტკივა გული . .. ბოლო სამი კვირა სადღაც გაუჩინარდი და აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარით და არც გვაცალე! . . .როგორ ვერ მოვუფრთხილდით ასეთ ნიჭიერ კაცსო, - გვაყვედრიან, შენ უნდა მოფრთხილებოდი შენს ნიჭსა და სიცოცხლეს უფრო მეტად, თუმცა, ამ შენი ნაადრევი სიკვდილითაც უკვდავყავი ყველაფერი, რისი გაკეთებაც მოასწარი. ლამის მთელი საქართველო ისმენს შენ სიმღერებს და უამრავი ადამიანი წუხს შენი ნაადრევი სიკვდილის გამო. ყველა შჶნი სიმღერა და ნათქვამი სიტყვა ახლა ჩვენთვის ძვირფასია, თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რამდენად მეტი შეგეძლო და გინდოდა! სულ გამხნევებდით, შენს სიმღერებს უცხო ადამიანები (მომღერლები) მღერიან და მოსწონთო, მაგრამ შენ ბევრად დიდი ამბიციები გქონდა. ("ამბიცია" ხშირად კარგია და ხშირად ცუდი) ამ შემთხვევაში შენი ამბიციები შეესაბამებოდა შენს შესაძლებლობებს, თუმცა დაგეზარა, ან ვეღარ შეძელი. გვინდა რაღაც გამართლებაც მოვუძებნოთ შენს ნაადრევ გარდაცვალებას, გარდა იმისა, რომ ბევრის ყურადღება მიიქციე და ბევრიც დაამწუხრე და ვიფიქრეთ, რომ როგორც განსაკუთრებულსა და გამორჩეულს რაღაც დიდი გღრღნიდა და გაწვალებდა შიგნიდან, ძალიან გაიტანჯე და ახლა მოისვენე. საკმაოდ ბანალური დასკვნაა და უფრო ორიგინალურად ვერაფერს ვფიქრობთ. მეშინია, შემთხვევით "ყალბად" არაფერი გამომივიდეს, რადგან შენი ყველაზე სალანძღავი სიტყვა "სიყალბე" იყო. მუსიკაში არ ვიცი, ნოტების სწავლა არ გეხალისებოდა, მაგრამ მშვენივრად იგრძნობდი, დარწმუნებული ვარ, ყალბ ნოტებს, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში ამას ძალიან მძაფრად გრძნობდი. შენთვითონაც არ იყავი ყოველთვის მაგრამ ყალბი არასოდეს. რასაც ახლა გწერ, ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, ისედაც იცი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ახლა ამ წერილით (თუკი ვინმე წაიკითხავს), სხვებმაც მინდ ადაინახონ შენი სიღრმე, რომელსაც ატარებდი და საყვედურებსაც იმიტომ ვერ ავარიდე თავი, რომ მინდა გულწრფელი ვიყო, რამდენადაც შევძლებ, იმიტომ, რომ შენ აფასებდი ამ გრძნობას. მინდოდა კიდევ შენი მუსიკალური ნიჭისა და შესაძლებლობების გარდა ჩემი გადასახედიდან დანახული შენი ღრმა პიროვნული თვისებებიც გამომეაშკარავებინა. იყო კი საჭირო?! ახლა ყველას ყველაფერი გვეპატიება. ვათვალიერებთ შენს ფოტოებს, ვუსმენთ სიმღერებს, ვტირით და უკვე ყველას ძალიან გვენატრები, ძალიან, ძალიან გაგვიჭირდება უშენოდ! . . სამაგიეროდ, შენ ალბათ მანდ მაინც იპოვნი იმ სიხარულსა და ბედნიერებას, რომელსაც აქ ეძებდი და ვერ პოულობდი. გახსოვს, ხშირად ჰერმან ჰესეზე გელაპარაკებოდი, "ტრამალის მგელი" წაიკითხე-თქო. რამდენი რამ ვერ წაიკითხე და გული მწყდება, ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, თუმცა რამდენი რამ წაიკითხე კიდეც! . .იმ "ტრამალის მგელში" ერთი უცნაური ქალი, რომელიც თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს მწერალს, (თავიდან ცეკვას ასწავლის), ესაუბრება საიქიოზე, რომ ყველას ყველაფერი იქ დაგვხვდება, თუ რამ კეთილი და კარგი გვიფიქრია, გვიგრძვნია და გაგვხარებია! . . ყველაფერი თურმე ზეცაშია დავანებული და შენახული . . . ასევე დაგხვდება შენ შენი მოცარტი და მე ჩემი წმინდანებიო, - ეუბნება ის ქალი. მჯერა, რომ შენსც ყველა და ყველაფერი მანდ დაგხვდება, მოცარტიც, ვაჟაც, დიტოც, და ბევრი სხვაც და ყველა ის სიხარული, რაც აქ გქონდა და ის რაც ჩვენ არ ვიცით და მანდ გექნება! მე როდესაც მიცვალებულებს ვიხსენებ, ყოველთვის იმ დიდი ადამიანებსაც ვიხსენებ ხოლმე, ვინც მარადისობა სხვანაირად დამანახა და მჯერა იმ დიდი ჰარმონიის, ერთობისა და სიხარულის, რაც მარადისობაშია. მჯერა, რომ მანდ ნამდვილად არ იქნება გარჩევა მართლმადიდებლის, პროტესტანტის, ბუდისტის დ.ა.შ. ვაჟამ ეს მშვენივრად იცოდა, გახსოვს? . . . "ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი, ჩვენას ვსცხონდებით, სხვას ყველას კუპრში მიელის ქშენანი! ამის თქმით ვწარამარაობთ . . . ღვთისშვილთ უკეთესთ იციან . . ." უბრალოდ, ამ ჰარმონიასა და სიხარულს შენ ჩვენზე ადრე ნახავ!
/შორენა ჭინჭარაული/
ადამიანი ვინც ჩვენზე კარგად იცნობდა ალუდას....
This post has been edited by minerva25 on 24 Jun 2012, 00:56
|