აი ახლა მანდ ვინც ლაპარაკობს (მუსიკოსებს ვგულისხმობ), რომ უთხრა მანახე შენი პროდუქტი თუ ხელოვნების ნიმუში თუ ნაყოფი, არაფერს არ დაგიდებს, არაფერს არ მოგასმენინებს. უბრალოდ ვერა, არ აქვთ გასაკეთებელი არაფერი. მუსიკის სიყვარული კი ბატონო, ბევრი ინსტრუმენტალიც არის, და უნდა იყოს კიდეც. ჯგუფში ყველა მუსიკოსი ვერ იქნება. ეს სხვა რამ არის უკვე. მუსიკოსში მე ვგულისხმობ იმას ვისაც შეუძლია განსხვავებულად დანახვა რაღაც მოვლენის, მხატვრულად იქნება ეს თუ რა დავარქვათ, მუსიკალურად? აი ეს რომ შეუძლია და მერე ამის ზუსტად ისე გადმოცემა, როგორც დაინახა მან. არა მგონია ასეთი ადამიანი თბილისში კი არა, მსოფლიოში იყოს ბევრი და მაგ ფილმში რამდენი მუსიკის მოყვარული იყო ნეტა? მაგრამ მუსიკოსი არ ვიცი, ეჭვი მეპარება. კი, კარგია წუწუნი და ხელების დაბანა როდესაც არ გამოგდის არაფერი მაგრამ სირკუსას ვეთანხმები. გაყიდოს სახლი ან მაგის დედაც ვატირე, ნუ ჩაიცმევს დედისტყნა ზმანს და იყიდოს კაი კომბო, იყიდოს კაი გიტარა, კარგი აპარატურა. რამე ქნას. ვოთერსს სახლის ეზოში ქონდა "სტუდია". დღეს ასეთი აპარატურა, იმ დონის ყოველ შემთხვევაში, 800 ლარი ღირს. ხო, კომპიუტერს ვგულისხმობ. იმაზე ხარისხიანად მაინც ჩაწერ, ვიდრე 40 წლის წინ წერდა ვოთერსი, თავის "სტუდიაში" ხო? ბოლო ბოლო გაარჩევ მაინც, მიიტან რადიოში და ვნახოთ რა მოხდება. თუ კი რადიო ატრიალებს პროდიჯს, ლედ ზეპელინს და ლედი გაგას, რატომ არ უნდა დაატრიალოს შენი მუსიკა? გამოიცანით აბა? იმიტომ რომ ვერა, იმის ნახევარიც არ არის. და მე წინააღმდეგი ვა ვაბშე იმის რომ ვიღაცის მუსიკის პოპულარიზაციას ხელის შეწყობა უნდა. არაფერი ხელის შეწყობაც არ უნდა, გააკეთე კარგი და იმას თვითონ მოგთხოვენ. თავის მძღნერი ყველას ოქრო გონია, ეგეც პრობლემაა. მე კუხიანიძის დიმპიტაური მირცევნია ვიღაც ზი ფორ ზულუს ბოი თუ რა ჩემი ###ცაა. იმისი უფრო ნაღდია, შენ გინდა დიმპიტაური ეძახე გინდა დამპიტაური. იმისია ნაღდი, და ამით ყველაფერი მთავრდება. სიყალბეს როცა ვუსმენ და ტყუილს, გული მერევა. ასე მგონია ვიღაც პოლიტიკოსი თავს მაწონებს რომ ხმა მივცე.
მე არ მჭირდება არაფერი. მე თუ მინდა, ავიღებ კომბს, დავდგები 1 გიმნაზიასთან, დავიყენებ მეგობრებს გვერდით და დავუკრავ. და ვნახავთ ვის არ აქ გემოვნება.
ისე გამოსდით რომ მე რაც არ უნდა გავაკეთოო, შენ თუ არ მისმენ, უგემოვნო ხარო. არ მოგწონს ალტერნატივაო, არ მოგწონს როკიო, არ მოგწონს ელექტრონული მუსიკაო. რატომ უნდა მოგისმინო შენ, როცა იგივე ჟანრში, იგივე ხასიათის და შინაარსის სიმღერას და მუსიკას, უკრავს და მღერის სხვა ჯგუფი? მე მკიდია ინდურია თუ თურქული თუ ინგლისური. ის უკეთესია. გინდა არ გინდა იმას მოუსმენ რაც გსიამოვნებს ხო? თორემ მე არ მირჩევნია ქართველი იყოს მაგარი და ჩატარდეს ხოლმე კონცერტები და ვიაროთ ხოლმე? მაგრამ არ არიან მაგრები და შაეცი თუ გინდა.
აუ არ მევასება რა. კომპლექსები აქვთ ყველას. მკიდია მე რა მეჭირება ხელში. კარგი მუსიკოსი სქუაიერით უკეთესად დაუკრავს ვიდრე ვიღაცას დედისტყვნა დანავაროტკებული ფენდერი რომ დააჭერინო. აპარატურაზე მიდიოდა საუბარი და კარგით რა. აი უტყდება ზოგს რომ აპარატურა არაა კარგი. ლელა წურწუმიას რა, თავისი აპარატურა აქ?

ხალხს დააბრალეთ ხალხს, მიდით. ეს უგემოვნოები, ეს დებილები. დაბადებიდან ვის მოყვება კლასიკური მუსიკის სიყვარული ან საესტრადო მუსიკის სიყვარული? წიგნი რატომ უყვარდება ადამიანს? წაიკითხავს, მოეწონება და კიდევ უნდა ხო? მაგრამ პირველი წიგნი თუ რაღაც ###ობა მიეცი, შეიძლება სპორტული გაზეთის მეტი არაფერი წაიკითხოს. ასეა მუსიკაშიც. დაუკრავ რაღაც ###ობას და შთაბეჭდილება ისეთი რჩება, ურჩევნია წურწუმიას უსმინოს და უნდა უსმინოს კიდეც. ჯობია იმას უსმინოს, ხმა მაინც აქ და არ ღნავის.
დღევანდელი სიტუაცია ოდნავადაც არ მაღელვებს. ძალიან კარგი ფილტრია რომ ვიღაც ძალით მუსიკოსებმა ხელი ჩაიქნიონ.
This post has been edited by aca baca banci bunca on 16 Sep 2012, 14:06
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php