V1ncentქსელებიდან არცერთს არ აქვს ქარიზმა ჩემი აზრით. (არადა ეს სიტყვა: "ქარიზმა" არ მომწონს)
მე მხოლოდ ფულა მომწონს, ისიც ჰა ჰაა მხოლოდ ერთი ან ორი თრექით.
ასევე დივერსანტებიდან მხოლოდ დივერსიას აქვს ის რაღაც ქარიზმა რაზეც შენ ლაპარაკობ.
და KMC - ის საერთოდ რა უნდა ქარიზმატულ სივრცეში ჩემთვის აუმოუცნობია. : ) )
სინკაზე ჩემი აზრი იცით.
ჩესტერის - საერთოდ რა უნდა ვერ ვხვდები...
მისი ძველი თრექები, რაც ვიცი საშინელებაა და ახალი მე მისი არაფერი მინახავს, იმ ვიდეო მიმართვას თუ არ ჩავთვლით, სადაც მისი უაზრო ჭყიპინი ნამდვილად არ არის ქარიზმატული.

ხო კიდევ: კოკლიანის რეპი არ გაიშვას არსად. : ) )
როგორც ზედა პოსტებში ახსენეს - მისი რეპი, რეპი არ არის.

ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.
ტრიგონომეტრიას რაც აქვთ თრექები - იქიდან მხოლოდ ორი თრექი მომწონს და ადრეც ავღნიშნე: თუ გააგრძელებენ მუშაობას, უფრო დაიხვეწებიან ამის პოტენციალი აქვთ.
ხოლო რაც შეეხება სულოს - მის გარეშე განვითარებული ქართული ჰიპ-ჰოპი არ გაიშვას არსად. : ) ) )
პ.ს. ისე ამ სიტყვას: "ქარიზმა'ს" რატომ ხმარობთ ვერ მივხვდი...
უმეტეს შემთხვევაში თეოლოგიურ საკითხებში იხმარება ეგ ტერმინი, ანდა სამისიონერეო კურსით გამგზავრებულ სასულიერო სემინარიის სტუდენტებზე ვრცელდება ეგ სიტყვა, მოკლედ ღრმად ქრისტიანული სირტყვაა...
ნუ ყველგან და ყველა სივრცეში შეიძლება იხმაროს ადამიანმა ეგ სიტყვა, მაგრამ მაინც სჯობს სხვა ტერმინებით შემოვიფარგლოთ, უფრო გასაგები რომ იყოს ჰიპ-ჰოპის თემაში.
თორემ ახლა ღმერთმა, რომელ ჰიპ-ჰოპ არტისტს მიანიჭა ქარიზმატული ნიჭი და რომელს შეუძლია სასწაულის ჩადენა და რომელს წინასწარმეტყველება ეს ნაკლებად გვანიტერესებს. : ) ) )
This post has been edited by O r w e l l on 2 Jan 2014, 19:54