Hеllhаmmеrქართული რეპი თან არსებობს და თან არ არსებობს.
არსებობს იმიტომ რო ვისმენთ ქართულად რეპს, მაგრამ როგორც პროდუქტი არ არსებობს.
ავხსნი რას ვამბობ: დავიკიდოთ ამერიკა, სადამდეც მილიარდი სინათლის წელიწადი გვაშორებს და ავიღოთ რუსეთი.
რუსულ რეპში ###ობა და კარგი იფილტრდება. იქაც არის ###ობა და იქაც არის კარგი, მაგრამ იფილტრდება და ### კარგი ტიპის გვერდზე არ დგას. ###ში იგულისხმება ის, რომ ვერ რითმავს, ###ობებს ლაპარაკობს და ტოქსის დონე თუ არაა, მინიმუმ ისეთ დონეზე არ დგას, რომ ტრეკი ჩაწეროს და ხარისხიანი პროდუქტი დადოს.
საქართველოში ეს ყველაფერი ერთ აჯაფსანდალშია არეული, ამიტომ მსმენელს ან გვერდზე მდგომ ტიპს მსჯელობა არ შეუძლია ისე, როგორც ერთიან მასალაზე. ვინმე თუ მაინც გადაწყვეტს მსჯელობას, ან შენ რაც დაწერე ის უნდა თქვას, ან თქვას რომ მაგარი ###ობაა, ან თქვას რომ დედისმტყვნელია, რაც არ იქნება მართალი (ჩემი აზრით).
აქ ტიპები ქმნიან რაღაცას, ანდერგრაუნდში კარგ ტრეკებს აკეთებენ, მეორე დღეს კი შეიძლება Feat-ი ისეთ ტიპთან ჩაწერონ, რომ გული აგერევა და გათიშავ, ვერც მოუსმენ. აქ შეიძლება ზუსტად მაგ ტრეკზე იმ კარგად მოლაპარაკეს ნაკლები მომწონებელი ჰყავდეს, ვიდრე იმ ბლუყუნას.
აქ ვიღაც საშინლად მოლაპარაკე, საშინელ ბიტზე, უსმენოდ მომღერალ ჯგუფებს შეიძლება 50-80 ათასი ნახვა ჰქონდეთ და ხალხი ამ თემაშიც კი პოსტავდეს კარგიაო და სამაგიეროდ, ანდერგრაუნდის ნორმალურად გამკეთებელ ტიპებს 1 წელიწადში ათასი ნახვაც არ ჰქონდეთ.
ამას დაუმატე ისიც, რომ ის უმცირესობა ვინც კარგს აკეთებს, მერე მუღამს კარგავს, ძმურად ჩაჯდება ვიღაცასთან, ვინც ###ურად ბაზრობს, ჩაწერენ დუეტს და მერე მოუსმენს ვიღაც ტიპი და იტყვის ###ობააო, ან ვაფშე შეეშვება ბაზარს, რაც 10938409832-ჯერ მომხდარა

მოკლედ, ქართული რეპი კომპლექსური პრობლემა და საკითხია, რომელზეც ასე ორი სიტყვით ბაზარი არ გამოვა