gauchoწინააღმდეგობა ყველაფერ ახალს ხვდება მითუმეტეს, როცა საქმე ეხება პროტესტზე აგებულ მუსიკას.
ყველაზე კარგი მაგალითი ამ შემთხვევაშI იქნება პანკი - რასაც კაბუ აკეთებდა სხვათა შორის რეპამდე. ბურდული და ტიპები 80-იანების ბოლოდან იკრიბებოდნენ და უბერავდნენ იმას, რაც წესით შენი ლოგიკით ქურდულისგან გაცილებით უფრო მაგრად უნდა იდევნებოდეს. მარა ეგ ხალხი იყო, ქმნიდა მუსიკას და რა თქმა უნდა დისკომფორტი იყო ხალხისგან, ოღონდ ქურდულის გამო კი არა, იმის გამო რო ხალხისთვის მიუღებელი იყო. ქურდულზე მეტად, "ქართულმა, ჯიგრუმა" კამანდამ შეუქმნა რეპს და როკს,პანკს დისკომფორტი და ასევე რელიგიურმა ექსტრემიზმმა.
საბოლოოდ, ძებნილიც და შურაც ისე მოიხოდნენ ქუთაისში ყველამ იცოდა ვინ იყვნენ და არავინ ერჩოდა. იგივე იყო რობი კუხიანიძის შემთხევაში თუნდაც, ყველას არ ევასებოდა და არც ეხლა ევასება, მაგრამ მიიღეს და აღიარეს - ბევრს კი უსწორდებოდა კიდეც, რომ ქუთაისი და არა თბილისი იწოდებოდა ჰიპ-ჰოპის და ალტერნატივის მექად.
ყველაზე დიდი პრობლემა ობიექტურად ჰიპ-ჰოპის სწორად განვითარებას საქართველოში არა ქურდულმა, ან ამინდმა ან რაღაც ეგეთმა კი არ შეუქმნა, არამედ იმ მიუღებლობამ რაც ვახსენე, შემდეგ თავად არტისტების უცოდინრობამ, როგორ უნდა გაკეთებულიყო რეპი (ინფორმაცია არ იყო საკმარისი) და შემდგომში ამ მეორე ფაქტიდან გამომდინარე დაბალმა ხარისხმა, რომელმაც გამოიწვია ხალხისგან აგდებული დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრისთვის ქართული რეპი ტეხავდა და რეალურად, მათ ჰქონდათ ამის თქმის საფუძველი.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი მივიდა 2002-2003 წლებამდე, როცა ქართული რეპის ბუმი იყო. ბევრი ###ობა, ბევრიც იმ დროისთვის კარგი პროდუქტი იქმნებოდა და რეალურად ფაქტი იყო ის, რომ არტისტები კარგ ფულს აკეთებდნენ და მოთხოვნადებიც იყვნენ.
არ იყო აქ მთავარი ბლატაობა - აქ იყო მონანიება, აქ იყო დეჟა, სადაც ბლატაობის ნასახიც არ არის. არც შურას ლეგენდარულ ალბომშია ბლატაობა ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით. ბინძური, ქუჩის ანდერგრაუნდ რითმებია, მაგრამ ქურდული და ბლატაობა იქ არ არის.
რეალურად, აი ეს არის მოკლე ისტორია იმისა, რაზეც შენ წერ, ოღონდ ჩემთვის გაუგებარ თეორიებს
Дым,веселящий душу . . .
-------------------------